სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 13 (დანართი 1)

რედაქცია №6კონსოლიდირებული · 26 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეს სამსახურის გავლის მთელ პერიოდში ერთჯერადად შეიძლება მიეცეს შვებულება არა უმეტეს ორი კვირის ვადით, უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე, გარდა საკონტრაქტო სამსახურის ბოლო თვისა.

2.გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეს საკონტრაქტო სამსახურის პირველ წელს შვებულება ეძლევა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბოლო თვესთან დაკავშირებული შეზღუდვის გარეშე. საკონტრაქტო სამსახურის პირველი წლის შემდგომ პერიოდში საკონტრაქტო მოსამსახურე შვებულებით ისარგებლებს როგორც საკონტრაქტო-პროფესიული ან/და კადრის მოსამსახურე.

3.სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის მთელ პერიოდში ერთჯერადად შეიძლება მიეცეს შვებულება არაუმეტეს 5 (ხუთი) დღის ვადით, უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე, გარდა სამსახურის ბოლო თვისა.

4.სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურესა და საკონტრაქტო მოსამსახურეს (კონტრაქტის ფორმის მიუხედავად) ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება ათ დღემდე ვადით, აგრეთვე შვებულება მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობასთან ან აკადემიურ სასწავლო პროცესთან დაკავშირებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4611¹⁴31625065¹8176150232214513 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისამოქალაქო უსაფრთხოები…პენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს შრომის კოდ…