1.სამხედრო სავლდებულო სამხედრო მოსამსახურეებსა და საკონტრაქტო მოსამსახურეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე ეძლევათ შვებულება ავადმყოფობის გამო, რომელიც ფორმდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. საკონტრაქტო მოსამსახურე სამედიცინო შემოწმებას გადის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესაბამის სამედიცინო დანაყოფში, რისთვისაც უშუალო ხელმძღვანელი დროებით ათავისუფლებს მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, საკონტრაქტო მოსამსახურეს უფლება აქვს, მიმართოს სხვა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას. საკონტრაქტო მოსამსახურეს ავადმყოფობის გამო შვებულება ეძლევა ხელფასის შენარჩუნებით, სხეულის დაზიანების სიმძიმის ან დაავადების ხასიათის გათვალისწინებით.
2.მოკლევადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, ავადმყოფობის გამო შვებულების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს საკონტრაქტო სამსახურის მთელი პერიოდის, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში − საკონტრაქტო სამსახურის თითოეული წლის განმავლობაში.
3.სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი მოსამსახურის ავადმყოფობის გამო შვებულებაში ყოფნის ვადა მსახურების პერიოდში არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.
4.ცალკეულ შემთხვევებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, ავადმყოფობის გამო შვებულების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 თვით. თუ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოსამსახურე ვერ აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, მას დაითხოვენ სამსახურიდან ნამსახურები ვადის ჩაუთვლელად. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმით/დაზიანებით (რომელიც არ არის მოსამსახურის ბრალეული ქმედების შედეგი) გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას, საჭიროების შემთხვევაში, ავადმყოფობის გამო შვებულება გრძელდება შესაბამისად სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან/და მოკლევადიანი საკონტრაქტო სამსახურის ვადის ამოწურვამდე, რომლის შემდეგ პირს დაითხოვენ სამსახურიდან ნამსახურები ვადის ჩათვლით. ანალოგიური წინაპირობების საფუძველზე, გრძელვადიან საკონტრაქტო მოსამსახურეს ავადმყოფობის გამო შვებულება საკონტრაქტო სამსახურის პირველ წელს გაუგრძელდება საკონტრაქტო სამსახურში ყოფნის ერთი წლის შესრულებამდე, ხოლო გრძელვადიანი საკონტრაქტო სამსახურის თითოეულ მომდევნო წელს აღნიშნული შვებულებით შეიძლება, ისარგებლოს ამ მუხლით დადგენილი საერთო წესით, რომლის შემდეგ პირს დაითხოვენ სამსახურიდან ნამსახურები ვადის ჩათვლით.
5.სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის ავადმყოფობის გამო სამსახურიდან დათხოვნა ხორციელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანებით შექმნილი სპეციალური საექიმო კომისიის დასკვნის საფუძველზე. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის დადგენილება №297 - ვებგვერდი, 09.06.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 7 მარტის დადგენილება № 10 8 – ვებგვერდი , 20 .03.2023 წ . თავი V ინფორმაციის მიწოდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის

