თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

მუხლი 10. სამობილიზაციო რეზერვის დაკომპლექტება

რედაქცია №3კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამობილიზაციო რეზერვის ძირითადი დანიშნულებაა თავდაცვის ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსება.

2.სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვას ექვემდებარება პირი, რომელიც: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დათხოვნილია რეზერვში და აქტიურ რეზერვში არ ირიცხება; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე ან 30-ე მუხლის საფუძველზე სარგებლობს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით და რომელსაც შეუსრულდა 27 წელი ან რომელმაც აღნიშნული ასაკის მიღწევამდე გამოთქვა სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვის სურვილი, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3.პირი, რომელიც სინდისის, აღმსარებლობის ან/და რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვაზე, ჩაირიცხება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეზერვში.

4.60 წელს გადაცილებული პირი, თავისი სურვილის შემთხვევაში, შეიძლება დარჩეს ან ჩაირიცხოს სამობილიზაციო რეზერვში.

5.სამობილიზაციო რეზერვის დაკომპლექტებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესები. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3579 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 21 ნოე. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 21 ნოე. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1843573893197³183013111052893959410
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამხედრო ვალდებულებისა…თავდაცვის ძალების რეზე…თავდაცვის კოდექსიმობილიზაციის შესახებარასამხედრო ალტერნატიუ…საქართველოს სისხლის სა…