საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 2 (დანართი 1). საექსპერტო კომისია. საზოგადოებრივი ექსპერტი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 21 აპრ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

გზშ-ის ანგარიშის, სგშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, ასევე, საქმიანობის განმახორციელებლის შუამდგომლობის საფუძველზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობის შეცვლის საკითხის განხილვის მიზნით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფროსის ბრძანებით იქმნება შესაბამისი საექსპერტო კომისია.

2.საექსპერტო კომისია შედგება ექსპერტებისაგან. ექსპერტი შეიძლება იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების წარმომადგენელი.

3.საჭიროების შემთხვევაში, საექსპერტო კომისიის მუშაობაში მონაწილეობისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტომ შეიძლება მოიწვიოს საზოგადოებრივი ექსპერტები.

4.საზოგადოებრივი ექსპერტი ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობს სააგენტოსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

5.სააგენტოს უფლება აქვს საზოგადოებრივ ექსპერტად მოიწვიოს უცხო ქვეყნის სუბიექტი (ფიზიკური ან იურიდიული პირი) ან მოქალაქეობის არმქონე პირი.

6.საზოგადოებრივი ექსპერტი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირი ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე იურიდიული პირი.

7.აკრძალულია საექსპერტო კომისიაში იმ ექსპერტთა შეყვანა, რომლებიც: ა) წარმოადგენენ დამგეგმავი ორგანოს/საქმიანობის განმახორციელებლის უფლებამოსილ წარმომადგენელს, წარმოდგენილი დოკუმენტაციის დამუშავებაში მონაწილე ან/და დამგეგმავ ორგანოსთან/საქმიანობის განმახორციელებელთან სხვა ფორმით შრომით ურთიერთობაში მყოფ პირებს; ბ) ახლო ნათესაურ კავშირში იმყოფებიან სამინისტროს/სააგენტოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 28 მაისის ბრძანება №2-778- ვებგვერდი, 31.05.2021წ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 21 აპრილის ბრძანება №2-310 - ვებგვერდი, 27.04.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 1 მაი. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8621252125717142433 (და…81413152 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაზოგადოებრივ ექსპერტთ…გარემოსდაცვითი შეფასებ…სამრეწველო ემისიების შ…საქართველოს ზოგადი ადმ…სამოქალაქო უსაფრთხოები…განსაკუთრებული მნიშვნე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა