საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 15. საინიციატივო შეთავაზება

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კერძო ინიციატორს უფლება აქვს, მოამზადოს და შესაბამის დარგობრივ სამინისტროს წარუდგინოს საინიციატივო შეთავაზება იმ სექტორში კონცესიის განხორციელების თაობაზე, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

2.საინიციატივო შეთავაზება წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

3.დარგობრივი სამინისტრო აფასებს საინიციატივო შეთავაზებას და მოწონების შემთხვევაში უზრუნველყოფს მისი ინიციირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას  ამ კანონისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. უფლებამოსილი ორგანოს მიერ იდენტიფიცირებული და საინიციატივო შეთავაზების გზით იდენტიფიცირებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების განხილვისა და მოწონების პროცედურა იდენტურია. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ამ კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური და ეკონომიკური კვლევები შეიძლება განახორციელოს კერძო ინიციატორმა.

4.საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კერძო პარტნიორის შერჩევა ხორციელდება ამ კანონის IV თავის შესაბამისად ან პირდაპირი მოლაპარაკების გზით.

5.პირდაპირი მოლაპარაკების გზით კერძო პარტნიორის შერჩევა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში.

6.თუ ამ კანონის IV თავით გათვალისწინებული პროცედურების შედეგად შეირჩა შერჩევის პროცესის მონაწილე, რომელიც არ არის კერძო ინიციატორი ან მასთან დაკავშირებული პირი (აფილირებული პირი), გამარჯვებული მონაწილე კერძო ინიციატორს აუნაზღაურებს გონივრულ, დასაბუთებულ და სათანადოდ დოკუმენტირებულ პირდაპირ ხარჯებს, რომლებიც კერძო ინიციატორმა გასწია საინიციატივო შეთავაზების მომზადებასა და წარდგენასთან დაკავშირებით და რომელთა ოდენობა საჯარო გახდა შერჩევის პროცესის ეტაპზე. ეს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ოდენობას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კერძო ინიციატორს უფლება აქვს, მოამზადოს და შესაბამის დარგობრივ სამინისტროს წარუდგინოს საინიციატივო შეთავაზება იმ სექტორში კონცესიის განხორციელების თაობაზე, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. 2. საინიციატივო შეთავაზება წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. 3. დარგობრივი სამინისტრო აფასებს საინიციატივო შეთავაზებას და მოწონების შემთხვევაში უზრუნველყოფს მისი ინიციირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას  ამ კანონისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. უფლებამოსილი ორგანოს მიერ იდენტიფიცირებული და საინიციატივო შეთავაზების გზით იდენტიფიცირებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების განხილვისა და მოწონების პროცედურა იდენტურია. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ამ კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური და ეკონომიკური კვლევები შეიძლება განახორციელოს კერძო ინიციატორმა. 4. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კერძო პარტნიორის შერჩევა ხორციელდება ამ კანონის IV თავის შესაბამისად ან პირდაპირი მოლაპარაკების გზით. 5. პირდაპირი მოლაპარაკების გზით კერძო პარტნიორის შერჩევა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში. 6. თუ ამ კანონის IV თავით გათვალისწინებული პროცედურების შედეგად შეირჩა შერჩევის პროცესის მონაწილე, რომელიც არ არის კერძო ინიციატორი ან მასთან დაკავშირებული პირი (აფილირებული პირი), გამარჯვებული მონაწილე კერძო ინიციატორს აუნაზღაურებს გონივრულ, დასაბუთებულ და სათანადოდ დოკუმენტირებულ პირდაპირ ხარჯებს, რომლებიც კერძო ინიციატორმა გასწია საინიციატივო შეთავაზების მომზადებასა და წარდგენასთან დაკავშირებით და რომელთა ოდენობა საჯარო გახდა შერჩევის პროცესის ეტაპზე. ეს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ოდენობას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 24 მაი. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10741312121411189309410012318215
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო და კერძო თანამშ…საქართველოს პარლამენტი…საჯარო შესყიდვების შეს…რეფერენდუმის შესახებაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა