Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებმუხლი 2

საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030
თემები:ერთობლივი საწარმოებისხვა არამატერიალური აქტივების შეფასებასპონსორობაინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირებაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityსასესხო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, რომლის დროსაც არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე კონტრაქტორი მის მიერ საჯარო მომსახურების გაწევის ან/და საჯარო ინფრასტრუქტურის მიწოდების სანაცვლოდ ანაზღაურებას იღებს საჯარო პარტნიორისგან და რომელიც იმავდროულად არ არის კონცესია ამ კანონის შესაბამისად; ბ) არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება − საჯარო პარტნიორსა და კონტრაქტორს შორის დადებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის თაობაზე; გ) აფილირებული პირი: გ.ა) იურიდიული პირი, რომელშიც სხვა იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილის/აქციების 25 პროცენტს ან 25 პროცენტზე მეტს, ხმების უმრავლესობას ან სხვაგვარად შეუძლია იურიდიული პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა; გ.ბ) იურიდიული პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს სხვა იურიდიული პირის წილის/აქციების 25 პროცენტს ან 25 პროცენტზე მეტს, ხმების უმრავლესობას ან რომელსაც სხვაგვარად შეუძლია იურიდიული პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა; დ) ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, რომელიც ხორციელდება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის მეშვეობით; ე) ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია − საჯარო და კერძო თანამონაწილეობით და განსაზღვრული მიზნით შექმნილი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი; ვ) კერძო ინიციატორი – კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კონსორციუმი, რომელიც კონცესიის განხორციელების მიზნით საინიციატივო შეთავაზებას წარადგენს ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად; ზ) კერძო პარტნიორი − კონცესიონერი, კონტრაქტორი ან ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია; თ) კონტრაქტორი − კერძო სამართლის იურიდიული პირი (მათ შორის, ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია) ან კონსორციუმი, რომელთანაც საჯარო პარტნიორს დადებული აქვს არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება. კონტრაქტორის შერჩევა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; [ თ) კონტრაქტორი − კერძო სამართლის იურიდიული პირი (მათ შორის, ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია) ან კონსორციუმი, რომელთანაც საჯარო პარტნიორს დადებული აქვს არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება. კონტრაქტორის შერჩევა ხორციელდება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] ი) კონსორციუმი − კერძო სამართლის იურიდიულ პირთა გაერთიანება ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა და ფიზიკურ პირთა გაერთიანება ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების საფუძველზე; კ) კონცესია – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, რომლის დროსაც კონცესიის ხელშეკრულების საფუძველზე კონცესიონერი მის მიერ გაწეული საჯარო მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურებას პირდაპირ ან ირიბად იღებს საბოლოო მომხმარებლისგან ან საჯარო პარტნიორისა და საბოლოო მომხმარებლისგან და რომლის ფარგლებშიც კონცესიონერი საკუთარ თავზე იღებს მნიშვნელოვან საოპერაციო რისკს, რომელიც მოიცავს მოთხოვნის რისკს ან/და მიწოდების რისკს; ლ) კონცესიის ხელშეკრულება – საჯარო პარტნიორსა და კონცესიონერს შორის დადებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება კონცესიის განხორციელების თაობაზე; მ) კონცესიონერი – კერძო სამართლის იურიდიული პირი (მათ შორის, ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია) ან კონსორციუმი, რომელთანაც საჯარო პარტნიორს დადებული აქვს კონცესიის ხელშეკრულება; ნ) კრედიტორი – ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ან საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ბანკი/კომერციული ბანკი, რომელიც გასცემს სესხს ან/და გარანტიას კონცესიონერზე, კონტრაქტორზე ან ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის კერძო პარტნიორზე; ო) მცირე პროექტი − საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-4 მუხლით, გარდა იმავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა, გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და რომლის საპროექტო ღირებულება ნაკლებია იმავე ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ოდენობაზე; პ) პირდაპირი ხელშეკრულება – საჯარო პარტნიორს, კერძო პარტნიორსა და კრედიტორს (კრედიტორებს) შორის დადებული ხელშეკრულება; ჟ) პროექტის კონცეფცია − პროექტის ზოგადი აღწერა, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) პროექტის ძირითად მახასიათებლებს და წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებებს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად; რ) პროექტის ღირებულება – საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის სრულად განსახორციელებლად საჭირო დაფინანსებისა და სხვა რესურსების მთლიანი ღირებულება, რომლის გამოთვლის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად; ს) საბოლოო მომხმარებელი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და სახელმწიფო ორგანო, რომელსაც კერძო პარტნიორი უწევს საჯარო მომსახურებას პირდაპირ ან მესამე პირის მეშვეობით; ტ) საინიციატივო შეთავაზება – კერძო ინიციატორის მიერ საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილი ორგანოსთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად წარდგენილი შეთავაზება კონცესიის განხორციელების თაობაზე; უ) სამუშაოები − სამშენებლო ან/და საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რომელთა განხორციელების შედეგად იქმნება ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც გამოიყენება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციის შესასრულებლად; ფ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტი − საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“; ქ) სახელმწიფო ქონება − „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ქონება; ღ) საჯარო ინფრასტრუქტურა − მატერიალური აქტივი ან/და არამატერიალური აქტივი, რომელიც განეკუთვნება საჯარო ინტერესს ან/და გამოიყენება საჯარო მომსახურების გასაწევად; ყ) საჯარო ინტერესი − საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში საჯარო ინფრასტრუქტურით ან საჯარო მომსახურების გაწევით საზოგადოების ფართო წრის მიერ მისაღები/მიღებული სარგებელი; შ) საჯარო პარტნიორი − უფლებამოსილი ორგანო ან საქართველოს მთავრობა, რომელიც არის საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მხარე; ჩ) საჯარო და კერძო თანამშრომლობა/საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი – საჯარო პარტნიორსა და კერძო პარტნიორს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და ხორციელდება სამუშაოს შესრულების ან/და საჯარო მომსახურების გაწევის მიზნით, კონცესიის ან არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის  სახით; ც) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება − საჯარო პარტნიორსა და კერძო პარტნიორს შორის კონცესიის ან არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის სახით დადებული გრძელვადიანი ხელშეკრულება; ძ) სააგენტო − ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად შექმნილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ინვესტიციების სააგენტო; წ) საჯარო მომსახურება – საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი მომსახურება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც წესი, ახორციელებენ სახელმწიფო ორგანო, მუნიციპალიტეტის ორგანო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზოგადოების ფართო წრისთვის; ჭ) შერჩევის პროცესის მონაწილე – კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კონსორციუმი,  რომელიც მონაწილეობს შერჩევის პროცესში; ხ) უფლებამოსილი ორგანო – სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი, 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო; ჯ) შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურება − საჯარო პარტნიორის მიერ კერძო პარტნიორისთვის გადახდილი ანაზღაურება ერთი ერთეული გაწეული მომსახურებისთვის ან/და თითოეული საბოლოო მომხმარებლის შესაბამისად; ჰ) ინფრასტრუქტურის შექმნა − მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია, მოდერნიზაცია ან სხვა სახის სამშენებლო სამუშაოს განხორციელება; ჰ 1 ) ხარისხის ფასთან თანაფარდობა − მეთოდოლოგია, რომლითაც ფასდება საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიზანშეწონილობა და რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით; ჰ 2 ) ხელმისაწვდომობის ანაზღაურება − საჯარო პარტნიორის მიერ კერძო პარტნიორისთვის განხორციელებული პერიოდული გადახდები, რომლებიც ხორციელდება განსაზღვრული ხარისხის დაცვით, საჯარო ინფრასტრუქტურის ან/და საჯარო მომსახურების მიწოდების შესაბამისად. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7010-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2565 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4410 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1546 – ვებგვერდი, 30.04.2026წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1698 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, რომლის დროსაც არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე კონტრაქტორი მის მიერ საჯარო მომსახურების გაწევის ან/და საჯარო ინფრასტრუქტურის მიწოდების სანაცვლოდ ანაზღაურებას იღებს საჯარო პარტნიორისგან და რომელიც იმავდროულად არ არის კონცესია ამ კანონის შესაბამისად; ბ) არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება − საჯარო პარტნიორსა და კონტრაქტორს შორის დადებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის თაობაზე; გ) აფილირებული პირი: გ.ა) იურიდიული პირი, რომელშიც სხვა იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილის/აქციების 25 პროცენტს ან 25 პროცენტზე მეტს, ხმების უმრავლესობას ან სხვაგვარად შეუძლია იურიდიული პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა; გ.ბ) იურიდიული პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს სხვა იურიდიული პირის წილის/აქციების 25 პროცენტს ან 25 პროცენტზე მეტს, ხმების უმრავლესობას ან რომელსაც სხვაგვარად შეუძლია იურიდიული პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა; დ) ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, რომელიც ხორციელდება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის მეშვეობით; ე) ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია − საჯარო და კერძო თანამონაწილეობით და განსაზღვრული მიზნით შექმნილი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი; ვ) კერძო ინიციატორი – კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კონსორციუმი, რომელიც კონცესიის განხორციელების მიზნით საინიციატივო შეთავაზებას წარადგენს ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად; ზ) კერძო პარტნიორი − კონცესიონერი, კონტრაქტორი ან ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია; თ) კონტრაქტორი − კერძო სამართლის იურიდიული პირი (მათ შორის, ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია) ან კონსორციუმი, რომელთანაც საჯარო პარტნიორს დადებული აქვს არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება. კონტრაქტორის შერჩევა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; [ თ) კონტრაქტორი − კერძო სამართლის იურიდიული პირი (მათ შორის, ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია) ან კონსორციუმი, რომელთანაც საჯარო პარტნიორს დადებული აქვს არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება. კონტრაქტორის შერჩევა ხორციელდება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; (ამოქმედდეს 2027 2030 წლის 1 იანვრიდან)] ი) კონსორციუმი − კერძო სამართლის იურიდიულ პირთა გაერთიანება ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა და ფიზიკურ პირთა გაერთიანება ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების საფუძველზე; კ) კონცესია – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, რომლის დროსაც კონცესიის ხელშეკრულების საფუძველზე კონცესიონერი მის მიერ გაწეული საჯარო მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურებას პირდაპირ ან ირიბად იღებს საბოლოო მომხმარებლისგან ან საჯარო პარტნიორისა და საბოლოო მომხმარებლისგან და რომლის ფარგლებშიც კონცესიონერი საკუთარ თავზე იღებს მნიშვნელოვან საოპერაციო რისკს, რომელიც მოიცავს მოთხოვნის რისკს ან/და მიწოდების რისკს; ლ) კონცესიის ხელშეკრულება – საჯარო პარტნიორსა და კონცესიონერს შორის დადებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება კონცესიის განხორციელების თაობაზე; მ) კონცესიონერი – კერძო სამართლის იურიდიული პირი (მათ შორის, ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია) ან კონსორციუმი, რომელთანაც საჯარო პარტნიორს დადებული აქვს კონცესიის ხელშეკრულება; ნ) კრედიტორი – ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ან საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ბანკი/კომერციული ბანკი, რომელიც გასცემს სესხს ან/და გარანტიას კონცესიონერზე, კონტრაქტორზე ან ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის კერძო პარტნიორზე; ო) მცირე პროექტი − საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-4 მუხლით, გარდა იმავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა, გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და რომლის საპროექტო ღირებულება ნაკლებია იმავე ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ოდენობაზე; პ) პირდაპირი ხელშეკრულება – საჯარო პარტნიორს, კერძო პარტნიორსა და კრედიტორს (კრედიტორებს) შორის დადებული ხელშეკრულება; ჟ) პროექტის კონცეფცია − პროექტის ზოგადი აღწერა, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) პროექტის ძირითად მახასიათებლებს და წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებებს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად; რ) პროექტის ღირებულება – საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის სრულად განსახორციელებლად საჭირო დაფინანსებისა და სხვა რესურსების მთლიანი ღირებულება, რომლის გამოთვლის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად; ს) საბოლოო მომხმარებელი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და სახელმწიფო ორგანო, რომელსაც კერძო პარტნიორი უწევს საჯარო მომსახურებას პირდაპირ ან მესამე პირის მეშვეობით; ტ) საინიციატივო შეთავაზება – კერძო ინიციატორის მიერ საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილი ორგანოსთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად წარდგენილი შეთავაზება კონცესიის განხორციელების თაობაზე; უ) სამუშაოები − სამშენებლო ან/და საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რომელთა განხორციელების შედეგად იქმნება ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც გამოიყენება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციის შესასრულებლად; ფ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტი − საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“; ქ) სახელმწიფო ქონება − „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ქონება; ღ) საჯარო ინფრასტრუქტურა − მატერიალური აქტივი ან/და არამატერიალური აქტივი, რომელიც განეკუთვნება საჯარო ინტერესს ან/და გამოიყენება საჯარო მომსახურების გასაწევად; ყ) საჯარო ინტერესი − საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში საჯარო ინფრასტრუქტურით ან საჯარო მომსახურების გაწევით საზოგადოების ფართო წრის მიერ მისაღები/მიღებული სარგებელი; შ) საჯარო პარტნიორი − უფლებამოსილი ორგანო ან საქართველოს მთავრობა, რომელიც არის საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მხარე; ჩ) საჯარო და კერძო თანამშრომლობა/საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი – საჯარო პარტნიორსა და კერძო პარტნიორს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და ხორციელდება სამუშაოს შესრულების ან/და საჯარო მომსახურების გაწევის მიზნით, კონცესიის ან არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის  სახით; ც) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება − საჯარო პარტნიორსა და კერძო პარტნიორს შორის კონცესიის ან არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის სახით დადებული გრძელვადიანი ხელშეკრულება; ძ) სააგენტო − ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად შექმნილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ინვესტიციების სააგენტო; წ) საჯარო მომსახურება – საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი მომსახურება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც წესი, ახორციელებენ სახელმწიფო ორგანო, მუნიციპალიტეტის ორგანო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზოგადოების ფართო წრისთვის; ჭ) შერჩევის პროცესის მონაწილე – კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კონსორციუმი,  რომელიც მონაწილეობს შერჩევის პროცესში; ხ) უფლებამოსილი ორგანო – სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი, 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო; ჯ) შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურება − საჯარო პარტნიორის მიერ კერძო პარტნიორისთვის გადახდილი ანაზღაურება ერთი ერთეული გაწეული მომსახურებისთვის ან/და თითოეული საბოლოო მომხმარებლის შესაბამისად; ჰ) ინფრასტრუქტურის შექმნა − მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია, მოდერნიზაცია ან სხვა სახის სამშენებლო სამუშაოს განხორციელება; ჰ 1 ) ხარისხის ფასთან თანაფარდობა − მეთოდოლოგია, რომლითაც ფასდება საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიზანშეწონილობა და რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით; ჰ 2 ) ხელმისაწვდომობის ანაზღაურება − საჯარო პარტნიორის მიერ კერძო პარტნიორისთვის განხორციელებული პერიოდული გადახდები, რომლებიც ხორციელდება განსაზღვრული ხარისხის დაცვით, საჯარო ინფრასტრუქტურის ან/და საჯარო მომსახურების მიწოდების შესაბამისად. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7010-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2565 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4410 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1546 – ვებგვერდი, 30.04.2026წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1698 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.
რედაქციების შედარება

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, რომლის დროსაც არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე კონტრაქტორი მის მიერ საჯარო მომსახურების გაწევის ან/და საჯარო ინფრასტრუქტურის მიწოდების სანაცვლოდ ანაზღაურებას იღებს საჯარო პარტნიორისგან და რომელიც იმავდროულად არ არის კონცესია ამ კანონის შესაბამისად; ბ) არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება − საჯარო პარტნიორსა და კონტრაქტორს შორის დადებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის თაობაზე; გ) აფილირებული პირი: გ.ა) იურიდიული პირი, რომელშიც სხვა იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილის/აქციების 25 პროცენტს ან 25 პროცენტზე მეტს, ხმების უმრავლესობას ან სხვაგვარად შეუძლია იურიდიული პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა; გ.ბ) იურიდიული პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს სხვა იურიდიული პირის წილის/აქციების 25 პროცენტს ან 25 პროცენტზე მეტს, ხმების უმრავლესობას ან რომელსაც სხვაგვარად შეუძლია იურიდიული პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა; დ) ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, რომელიც ხორციელდება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის მეშვეობით; ე) ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია − საჯარო და კერძო თანამონაწილეობით და განსაზღვრული მიზნით შექმნილი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი; ვ) კერძო ინიციატორი – კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კონსორციუმი, რომელიც კონცესიის განხორციელების მიზნით საინიციატივო შეთავაზებას წარადგენს ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად; ზ) კერძო პარტნიორი − კონცესიონერი, კონტრაქტორი ან ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია; თ) კონტრაქტორი − კერძო სამართლის იურიდიული პირი (მათ შორის, ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია) ან კონსორციუმი, რომელთანაც საჯარო პარტნიორს დადებული აქვს არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება. კონტრაქტორის შერჩევა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ი) კონსორციუმი − კერძო სამართლის იურიდიულ პირთა გაერთიანება ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა და ფიზიკურ პირთა გაერთიანება ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების საფუძველზე; კ) კონცესია – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, რომლის დროსაც კონცესიის ხელშეკრულების საფუძველზე კონცესიონერი მის მიერ გაწეული საჯარო მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურებას პირდაპირ ან ირიბად იღებს საბოლოო მომხმარებლისგან ან საჯარო პარტნიორისა და საბოლოო მომხმარებლისგან და რომლის ფარგლებშიც კონცესიონერი საკუთარ თავზე იღებს მნიშვნელოვან საოპერაციო რისკს, რომელიც მოიცავს მოთხოვნის რისკს ან/და მიწოდების რისკს; ლ) კონცესიის ხელშეკრულება – საჯარო პარტნიორსა და კონცესიონერს შორის დადებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება კონცესიის განხორციელების თაობაზე; მ) კონცესიონერი – კერძო სამართლის იურიდიული პირი (მათ შორის, ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია) ან კონსორციუმი, რომელთანაც საჯარო პარტნიორს დადებული აქვს კონცესიის ხელშეკრულება; ნ) კრედიტორი – ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ან საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ბანკი/კომერციული ბანკი, რომელიც გასცემს სესხს ან/და გარანტიას კონცესიონერზე, კონტრაქტორზე ან ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის კერძო პარტნიორზე; ო) მცირე პროექტი − საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-4 მუხლით, გარდა იმავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა, გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და რომლის საპროექტო ღირებულება ნაკლებია იმავე ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ოდენობაზე; პ) პირდაპირი ხელშეკრულება – საჯარო პარტნიორს, კერძო პარტნიორსა და კრედიტორს (კრედიტორებს) შორის დადებული ხელშეკრულება; ჟ) პროექტის კონცეფცია − პროექტის ზოგადი აღწერა, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) პროექტის ძირითად მახასიათებლებს და წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებებს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად; რ) პროექტის ღირებულება – საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის სრულად განსახორციელებლად საჭირო დაფინანსებისა და სხვა რესურსების მთლიანი ღირებულება, რომლის გამოთვლის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად; ს) საბოლოო მომხმარებელი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და სახელმწიფო ორგანო, რომელსაც კერძო პარტნიორი უწევს საჯარო მომსახურებას პირდაპირ ან მესამე პირის მეშვეობით; ტ) საინიციატივო შეთავაზება – კერძო ინიციატორის მიერ საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილი ორგანოსთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად წარდგენილი შეთავაზება კონცესიის განხორციელების თაობაზე; უ) სამუშაოები − სამშენებლო ან/და საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რომელთა განხორციელების შედეგად იქმნება ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც გამოიყენება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციის შესასრულებლად; ფ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტი − საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“; ქ) სახელმწიფო ქონება − „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ქონება; ღ) საჯარო ინფრასტრუქტურა − მატერიალური აქტივი ან/და არამატერიალური აქტივი, რომელიც განეკუთვნება საჯარო ინტერესს ან/და გამოიყენება საჯარო მომსახურების გასაწევად; ყ) საჯარო ინტერესი − საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში საჯარო ინფრასტრუქტურით ან საჯარო მომსახურების გაწევით საზოგადოების ფართო წრის მიერ მისაღები/მიღებული სარგებელი; შ) საჯარო პარტნიორი − უფლებამოსილი ორგანო ან საქართველოს მთავრობა, რომელიც არის საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მხარე; ჩ) საჯარო და კერძო თანამშრომლობა/საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი – საჯარო პარტნიორსა და კერძო პარტნიორს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და ხორციელდება სამუშაოს შესრულების ან/და საჯარო მომსახურების გაწევის მიზნით, კონცესიის ან არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის  სახით; ც) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება − საჯარო პარტნიორსა და კერძო პარტნიორს შორის კონცესიის ან არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის სახით დადებული გრძელვადიანი ხელშეკრულება; ძ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო – ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად შექმნილი ორგანო; წ) საჯარო მომსახურება – საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი მომსახურება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც წესი, ახორციელებენ სახელმწიფო ორგანო, მუნიციპალიტეტისადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზოგადოების ფართო წრისთვის;წრისათვის; ჭ) შერჩევის პროცესის მონაწილე – კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კონსორციუმი,  რომელიც მონაწილეობს შერჩევის პროცესში; ხ) უფლებამოსილი ორგანო – სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი, 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო; ჯ) შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურება − საჯარო პარტნიორის მიერ კერძო პარტნიორისთვის გადახდილი ანაზღაურება ერთი ერთეული გაწეული მომსახურებისთვის ან/და თითოეული საბოლოო მომხმარებლის შესაბამისად; ჰ) ინფრასტრუქტურის შექმნა − მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია, მოდერნიზაცია ან სხვა სახის სამშენებლო სამუშაოს განხორციელება; ჰ 1 ) ხარისხის ფასთან თანაფარდობა − მეთოდოლოგია, რომლითაც ფასდება საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიზანშეწონილობა და რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით; ჰ 2 ) ხელმისაწვდომობის ანაზღაურება − საჯარო პარტნიორის მიერ კერძო პარტნიორისთვის განხორციელებული პერიოდული გადახდები, რომლებიც ხორციელდება განსაზღვრული ხარისხის დაცვით, საჯარო ინფრასტრუქტურის ან/და საჯარო მომსახურების მიწოდების შესაბამისად. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7010-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2030 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 27 თებ. 2023
  2. 30 აპრ. 2026
  3. 28 ივლ. 2020
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კომერციული მოსყიდვა (მუხლი 221) - ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბრენდთან პარტნიორობის ხელშეკრულება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საზოგადოებრივი ობიექტის (PPP) ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სტრატეგიული ალიანსები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №6

0
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2026-04-30
5
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 15მუხლი 4მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

  • 7ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობა
  • 27საჯარო და კერძო თანამშრომლობის გარანტიები
  • 21საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების ძირითადი პირობები

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 27ტერმინთა განმარტება

ფაქტორინგის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

  • 2—

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ

  • 1კანონში გამოყენებული ძირითადი ტერმინები

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22273115497272124222
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო და კერძო თანამშ…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ზოგადი ადმ…ფაქტორინგის შესახებსამეწარმეო საქმიანობის…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026