საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 13. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ინიციირება, მომზადება და მოწონება

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ინიციირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო.

2.ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირების შემდეგ უფლებამოსილი ორგანო ამზადებს პროექტის კონცეფციას საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის თანახმად და მას განსახილველად წარუდგენს სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. სააგენტო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში ამზადებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ რეკომენდაციებსა და დასკვნას.

3.უფლებამოსილი ორგანო პროექტის კონცეფციას სააგენტოს რეკომენდაციებსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნასთან ერთად განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

4.საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მომზადების დაწყების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) პროექტის სტრატეგიული ან საზოგადოებრივი მნიშვნელობა; ბ) პროექტის ეკონომიკური გავლენის წინასწარი შეფასება; გ) პროექტის განსახორციელებლად საჯარო ფინანსების ხელმისაწვდომობა; დ) იმ ფისკალური რისკების შეფასება, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს პროექტმა.

5.საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის კონცეფციის მოწონების შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მათში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობას.

6.საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მომზადება ხორციელდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის ფარგლებში უფლებამოსილი ორგანო ამზადებს ფინანსურ, ტექნიკურ და ეკონომიკურ კვლევებს/ანალიზს, რომლებითაც (რომლითაც), მათ შორის, შეფასდება: ა) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ღირებულება და მისი განხორციელების მოსალოდნელი სოციალური და ეკონომიკური შედეგები; ბ) სახელმწიფოს ფინანსური თანამონაწილეობის შემთხვევაში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელებისთვის უფლებამოსილი ორგანოს ბიუჯეტის ხელმისაწვდომობა; გ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების სოციალური და გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასება და უარყოფითი ზემოქმედების შედეგების შესამცირებლად განსახორციელებელი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები.

7.საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მომზადების შედეგები განსახილველად წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში ამზადებს დასკვნას ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

8.საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტები და შესაბამისი კვლევები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნასთან ერთად, განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას კერძო პარტნიორის შერჩევის ეტაპის დაწყებამდე.

9.საქართველოს მთავრობა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მოწონების, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მოწონებაზე უარის თქმის ან საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის გადამუშავების შესახებ.

10.საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მოწონების შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო ამზადებს შერჩევის პროცესის დოკუმენტაციას და იწყებს კერძო პარტნიორის შერჩევის ეტაპს.

11.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში ფინანსური და ეკონომიკური ანალიზის განხორციელებისთვის დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები.

12.თუ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელება ერთზე მეტი უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს ან იღებს გადაწყვეტილებას საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ ერთობლივად განხორციელების შესახებ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1546 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ინიციირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო. 2. ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირების შემდეგ უფლებამოსილი ორგანო ამზადებს პროექტის კონცეფციას საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის თანახმად და მას განსახილველად წარუდგენს სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. სააგენტო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში ამზადებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ რეკომენდაციებსა და დასკვნას. 3. უფლებამოსილი ორგანო პროექტის კონცეფციას სააგენტოს რეკომენდაციებსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნასთან ერთად განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 4. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მომზადების დაწყების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) პროექტის სტრატეგიული ან საზოგადოებრივი მნიშვნელობა; ბ) პროექტის ეკონომიკური გავლენის წინასწარი შეფასება; გ) პროექტის განსახორციელებლად საჯარო ფინანსების ხელმისაწვდომობა; დ) იმ ფისკალური რისკების შეფასება, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს პროექტმა. 5. საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის კონცეფციის მოწონების შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მათში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობას. 6. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მომზადება ხორციელდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის ფარგლებში უფლებამოსილი ორგანო ამზადებს ფინანსურ, ტექნიკურ და ეკონომიკურ კვლევებს/ანალიზს, რომლებითაც (რომლითაც), მათ შორის, შეფასდება: ა) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ღირებულება და მისი განხორციელების მოსალოდნელი სოციალური და ეკონომიკური შედეგები; ბ) სახელმწიფოს ფინანსური თანამონაწილეობის შემთხვევაში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელებისთვის უფლებამოსილი ორგანოს ბიუჯეტის ხელმისაწვდომობა; გ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების სოციალური და გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასება და უარყოფითი ზემოქმედების შედეგების შესამცირებლად განსახორციელებელი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები. 7. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მომზადების შედეგები განსახილველად წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში ამზადებს დასკვნას ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 8. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტები და შესაბამისი კვლევები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნასთან ერთად, განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას კერძო პარტნიორის შერჩევის ეტაპის დაწყებამდე. 9. საქართველოს მთავრობა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მოწონების, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მოწონებაზე უარის თქმის ან საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის გადამუშავების შესახებ. 10. საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მოწონების შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო ამზადებს შერჩევის პროცესის დოკუმენტაციას და იწყებს კერძო პარტნიორის შერჩევის ეტაპს. 11. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში ფინანსური და ეკონომიკური ანალიზის განხორციელებისთვის დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები. 12. თუ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელება ერთზე მეტი უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს ან იღებს გადაწყვეტილებას საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ ერთობლივად განხორციელების შესახებ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1546 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 30 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10¹773715 (დ…139012101583642242313
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო და კერძო თანამშ…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს სივრცის და…საქართველოს საბიუჯეტო …გადასახადების ადმინისტ…კონკურენციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა