საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 14. მცირე პროექტი

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მცირე პროექტის იდენტიფიცირებასა და ინიციირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო. უფლებამოსილი ორგანო პროექტის კონცეფციას წარუდგენს სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

2.სააგენტო განიხილავს წარდგენილ მცირე პროექტის კონცეფციას და უფლებამოსილ ორგანოს წარუდგენს თავის რეკომენდაციებს.

3.საჭიროების შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილ ორგანოს უწევს დახმარებას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მცირე პროექტის შემუშავებასა და განხორციელებაში, მის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად.

4.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მცირე პროექტის შეფასების შედეგებს და ფისკალური რისკების შესამცირებლად განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე წინადადებებს წარუდგენს სააგენტოს და უფლებამოსილ ორგანოს. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს წარდგენილი წინადადებები.

5.მცირე პროექტის კონტრაქტორის შერჩევა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო კონცესიონერის შერჩევა − ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. [ 5. მცირე პროექტის კონტრაქტორის შერჩევა ხორციელდება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო კონცესიონერის შერჩევა − ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] 6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მცირე პროექტის ფარგლებში დასადები ხელშეკრულება შეიძლება განსახილველად წარედგინოს საქართველოს მთავრობას. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2565 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4410 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1546 – ვებგვერდი, 30.04.2026წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1698 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 აპრ. 2026 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 27 თებ. 2023

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1847777918913151214¹3618237914
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…საჯარო და კერძო თანამშ…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს საბიუჯეტო …განსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა