რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 26. შეთავაზების პირობები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

დავით მაისურაძეანა შავარდენიძესალომე კობერიძე

1.შეთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგ პირობებს: ა) საწარმოს ვალდებულებების დაკმაყოფილების, შეცვლის, გადავადების ან სხვაგვარად მოწესრიგების გზები; ბ) იმ კრედიტორის მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებები, რომელიც მოვალესთან დაკავშირებული პირია; გ) რეგულირებული შეთანხმების მიზნებისთვის, ინფორმაცია იმის შესახებ, შემოთავაზებულია თუ არა ახალი ფულადი სახსრების, კრედიტის ან/და გარანტიების ხელმისაწვდომობა, შესაბამისი პირობების აღწერილობით, მათ შორის, მოვალის ქონების მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების პირობით ან მის გარეშე; დ) დეტალური ინფორმაცია მოვალისთვის შეთავაზებული ახალი დაფინანსების წყაროებისა და ამ წყაროებიდან წარმოშობილი ვალდებულებების დაკმაყოფილების გზების შესახებ; ე) რეგულირებული შეთანხმების მიზნებისთვის მოზიდული ან/და განკუთვნილი თანხების განკარგვის გზები და მეთოდები კრედიტორებისთვის მათ განაწილებამდე; ვ) რეგულირებული შეთანხმების ვადის განმავლობაში მოვალის საქმიანობისა და ბიზნესის წარმართვის გზები; ზ)  იმ პირის მოთხოვნის მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებები, რომლისთვისაც რეგულირებული შეთანხმება სავალდებულო გახდა ამ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; თ) რეგულირებული შეთანხმების ვადა და მისი გაგრძელების წესები.

2.შეთავაზების პირობები შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე იმ შესაძლო უზრუნველყოფის გარანტიებს, რომლებსაც მოვალე კრედიტორებს სთავაზობს შეცილების განხორციელების რისკსა და ხარჯთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ მოვალე რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმში გადავა.

3.შეთავაზების პირობები შეიძლება მოიცავდეს სხვა საკითხებსაც, რომლებსაც შემთავაზებელი საჭიროდ მიიჩნევს იმისთვის, რომ კრედიტორებმა შეძლონ შეთავაზებული რეგულირებული შეთანხმების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7153478701415410339232138457126
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საჯარო შესყიდვების შეს…ენერგეტიკისა და წყალმო…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საგადასახადო დავალიანე…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა