საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 27. საჯარო და კერძო თანამშრომლობის გარანტიები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მხარეებსა და კრედიტორს (კრედიტორებს) შორის შეიძლება დაიდოს პირდაპირი ხელშეკრულება.

2.საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება ან/და პირდაპირი ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს კრედიტორის (კრედიტორების) უფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

3.პირდაპირი ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს კერძო პარტნიორის ჩანაცვლებასთან დაკავშირებულ, ამ კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებულ კრედიტორის (კრედიტორების) უფლებას, კერძოდ, კრედიტორის (კრედიტორების) მიერ საჯარო პარტნიორის მიერ შემოთავაზებული კერძო პარტნიორის მოწონებას ან არმოწონებას. პირდაპირი ხელშეკრულება ასევე შეიძლება ითვალისწინებდეს კრედიტორის მიერ დროებითი ადმინისტრირების უფლებას ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად.

4.პირდაპირი ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს მხარეთა მიერ  საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების განხორციელების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ვალდებულებას, კრედიტორისთვის (კრედიტორებისთვის) კომპენსაციის გადახდის (მათ შორის, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში) შესახებ დებულებას და მხარეთა მიერ შეთანხმებულ სხვა პირობებს.

5.აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია კრედიტორის (კრედიტორების) ან/და კერძო პარტნიორის მიერ პირდაპირი ხელშეკრულებიდან ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლების თავისუფლად განხორციელებისთვის ხელის შეშლისკენ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით, პირდაპირი ხელშეკრულებით ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მხარეებსა და კრედიტორს (კრედიტორებს) შორის შეიძლება დაიდოს პირდაპირი ხელშეკრულება. 2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება ან/და პირდაპირი ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს კრედიტორის (კრედიტორების) უფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 3. პირდაპირი ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს კერძო პარტნიორის ჩანაცვლებასთან დაკავშირებულ, ამ კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებულ კრედიტორის (კრედიტორების) უფლებას, კერძოდ, კრედიტორის (კრედიტორების) მიერ საჯარო პარტნიორის მიერ შემოთავაზებული კერძო პარტნიორის მოწონებას ან არმოწონებას. პირდაპირი ხელშეკრულება ასევე შეიძლება ითვალისწინებდეს კრედიტორის მიერ დროებითი ადმინისტრირების უფლებას ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად. 4. პირდაპირი ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს მხარეთა მიერ  საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების განხორციელების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ვალდებულებას, კრედიტორისთვის (კრედიტორებისთვის) კომპენსაციის გადახდის (მათ შორის, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში) შესახებ დებულებას და მხარეთა მიერ შეთანხმებულ სხვა პირობებს. 5. აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია კრედიტორის (კრედიტორების) ან/და კერძო პარტნიორის მიერ პირდაპირი ხელშეკრულებიდან ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლების თავისუფლად განხორციელებისთვის ხელის შეშლისკენ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით, პირდაპირი ხელშეკრულებით ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 24 მაი. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კახაბერ ცხვირავაშვილი

კახაბერ ცხვირავაშვილი

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

კესო ხუბუა

კესო ხუბუა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1543²4363⁴⁸31938355262122527
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო და კერძო თანამშ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სამოქალაქო…სახელმწიფო ვალის შესახ…ინვესტიციების სახელმწი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა