სოციალური მუშაობის შესახებ

მუხლი 15. სოციალური მუშაკის ძირითადი ფუნქციები

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სოციალური მუშაკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა პრევენციული სოციალური მუშაობის ჩატარება.

2.სოციალური მუშაკის სპეციალიზაციის მიუხედავად, მისი ძირითადი ფუნქციებია: ა) სოციალური მუშაობის ფარგლებში განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები; ბ) იზრუნოს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვაზე, მათ შორის, მისი უფლებების დაცვაზე; გ) იზრუნოს ბენეფიციარის კეთილდღეობაზე, განახორციელოს მისი ადვოკატირება და დაიცვას მისი უფლებები; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაცია გაუწიოს ბენეფიციარს, თავიდან აიცილოს კრიზისი და დროულად ჩაერიოს მასში, მოახდინოს ბენეფიციარის მხარდაჭერა; ე) ბენეფიციარის უშუალო მონაწილეობით დაგეგმოს და განახორციელოს სოციალური მუშაობის პროცესი; ვ) იმუშაოს სოციალურ საკითხებზე; ზ) მოახდინოს სოციალური კეთილდღეობის სფეროში არსებული პრობლემის იდენტიფიცირება, შეიმუშაოს პროფესიული ინიციატივები და მოიძიოს პრობლემის გადაჭრის გზები; თ) ითანამშრომლოს სოციალურ სფეროში დასაქმებულ სხვა პროფესიის წარმომადგენლებთან, აგრეთვე კერძო და საჯარო დაწესებულებებთან; ი) მოახდინოს სასიკეთო ცვლილებების ინიციირება და განახორციელოს ისინი; კ) გაააქტიუროს ინდივიდების, ჯგუფების, ორგანიზაციებისა და საზოგადოების მისწრაფება სოციალური განვითარებისკენ; ლ) განახორციელოს პროფესიული საქმიანობის თვითშეფასება, აგრეთვე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ზედამხედველობის პროცესში.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სოციალური მუშაკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა პრევენციული სოციალური მუშაობის ჩატარება. 2. სოციალური მუშაკის სპეციალიზაციის მიუხედავად, მისი ძირითადი ფუნქციებია: ა) სოციალური მუშაობის ფარგლებში განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები; ბ) იზრუნოს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვაზე, მათ შორის, მისი უფლებების დაცვაზე; გ) იზრუნოს ბენეფიციარის კეთილდღეობაზე, განახორციელოს მისი ადვოკატირება და დაიცვას მისი უფლებები; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაცია გაუწიოს ბენეფიციარს, თავიდან აიცილოს კრიზისი და დროულად ჩაერიოს მასში, მოახდინოს ბენეფიციარის მხარდაჭერა; ე) ბენეფიციარის უშუალო მონაწილეობით დაგეგმოს და განახორციელოს სოციალური მუშაობის პროცესი; ვ) იმუშაოს სოციალურ საკითხებზე; ზ) მოახდინოს სოციალური კეთილდღეობის სფეროში არსებული პრობლემის იდენტიფიცირება, შეიმუშაოს პროფესიული ინიციატივები და მოიძიოს პრობლემის გადაჭრის გზები; თ) ითანამშრომლოს სოციალურ სფეროში დასაქმებულ სხვა პროფესიის წარმომადგენლებთან, აგრეთვე კერძო და საჯარო დაწესებულებებთან; ი) მოახდინოს სასიკეთო ცვლილებების ინიციირება და განახორციელოს ისინი; კ) გაააქტიუროს ინდივიდების, ჯგუფების, ორგანიზაციებისა და საზოგადოების მისწრაფება სოციალური განვითარებისკენ; ლ) განახორციელოს პროფესიული საქმიანობის თვითშეფასება, აგრეთვე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ზედამხედველობის პროცესში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 ივნ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
402044161143146010494815
მნიშვნელობით ახლოსსოციალური მუშაობის შეს…ბავშვის უფლებათა კოდექ…პოლიციის შესახებსაქართველოს ფინანსთა ს…პროფესიული კავშირების …დაზღვევის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა