სოციალური მუშაობის შესახებ

მუხლი 43. სოციალური მუშაკის კომპეტენციები

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სოციალური მუშაკი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპეტენციებს: ა) სტრატეგიული კომპეტენცია – ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, შედეგზე ორიენტირებული მიზნებისა და ამოცანების საფუძველზე საკუთარი საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვა; ბ) მეთოდოლოგიის გამოყენების კომპეტენცია – სოციალური მუშაობის ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, სოციალური მუშაობის მეთოდების და ფსიქოსოციალური კონცეფციების გამოყენებით წარმართვა; გ) სოციალურ-პედაგოგიური კომპეტენცია – ბენეფიციართა მიზნობრივ ჯგუფებთან პედაგოგიურ-აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარება; დ) სამართლებრივი კომპეტენცია – სამართლებრივ საკითხებზე ბენეფიციარისათვის კონსულტაციის გაწევა და სოციალური მუშაობისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზის გამოყენებით აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება; ე) ადმინისტრაციული კომპეტენცია – ბენეფიციარის სპეციალური საჭიროებების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად სამთავრობო ან/და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიზნობრივი და კოორდინირებული მუშაობის წარმართვა; ვ) პერსონალური კომპეტენცია – საკუთარი პროფესიონალიზმის სრულყოფისათვის პიროვნული უნარების გაუმჯობესებაზე ზრუნვა; ზ) კომუნიკაციის კომპეტენცია – ბენეფიციართან სოციალური მუშაობის კომუნიკაციის ვერბალური და არავერბალური ფორმების გამოყენებით წარმართვა; თ) პროფესიულ-ეთიკური კომპეტენცია – სოციალური მუშაობის პროფესიული ეთიკის ნორმებისა და ღირებულებების საფუძველზე წარმართვა; ი) პროფესიული განვითარების კომპეტენცია – ბენეფიციართან სოციალური მუშაობის სრულყოფისათვის საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციები გათვალისწინებული უნდა იქნეს სოციალური მუშაკის სამსახურში მიღებისას და სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებისას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატის გაცემისას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სოციალური მუშაკი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპეტენციებს: ა) სტრატეგიული კომპეტენცია – ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, შედეგზე ორიენტირებული მიზნებისა და ამოცანების საფუძველზე საკუთარი საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვა; ბ) მეთოდოლოგიის გამოყენების კომპეტენცია – სოციალური მუშაობის ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, სოციალური მუშაობის მეთოდების და ფსიქოსოციალური კონცეფციების გამოყენებით წარმართვა; გ) სოციალურ-პედაგოგიური კომპეტენცია – ბენეფიციართა მიზნობრივ ჯგუფებთან პედაგოგიურ-აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარება; დ) სამართლებრივი კომპეტენცია – სამართლებრივ საკითხებზე ბენეფიციარისათვის კონსულტაციის გაწევა და სოციალური მუშაობისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზის გამოყენებით აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება; ე) ადმინისტრაციული კომპეტენცია – ბენეფიციარის სპეციალური საჭიროებების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად სამთავრობო ან/და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიზნობრივი და კოორდინირებული მუშაობის წარმართვა; ვ) პერსონალური კომპეტენცია – საკუთარი პროფესიონალიზმის სრულყოფისათვის პიროვნული უნარების გაუმჯობესებაზე ზრუნვა; ზ) კომუნიკაციის კომპეტენცია – ბენეფიციართან სოციალური მუშაობის კომუნიკაციის ვერბალური და არავერბალური ფორმების გამოყენებით წარმართვა; თ) პროფესიულ-ეთიკური კომპეტენცია – სოციალური მუშაობის პროფესიული ეთიკის ნორმებისა და ღირებულებების საფუძველზე წარმართვა; ი) პროფესიული განვითარების კომპეტენცია – ბენეფიციართან სოციალური მუშაობის სრულყოფისათვის საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციები გათვალისწინებული უნდა იქნეს სოციალური მუშაკის სამსახურში მიღებისას და სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებისას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატის გაცემისას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 ივნ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2020

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1651117426515214973511732143
მითითებამნიშვნელობით ახლოსსოციალური მუშაობის შეს…ბავშვის უფლებათა კოდექ…სოციალური დახმარების შ…საქართველოს ფინანსთა ს…პოლიციის შესახებნებაყოფლობითი კერძო პე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა