სოციალური მუშაობის შესახებ

მუხლი 42. სოციალური მუშაკის პროფესიული კვალიფიკაციისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სოციალური მუშაკი შეიძლება იყოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იგი არის სრულწლოვანი; ბ) მან იცის სახელმწიფო ენა; გ) მას აქვს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი; დ) იგი ფლობს ამ კანონის 43-ე მუხლით განსაზღვრულ კომპეტენციებს; ე) იგი პიროვნული თვისებებით შეესაბამება სოციალური მუშაკის პროფესიას; ვ) იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

2.სოციალური მუშაკი არ შეიძლება იმავდროულად იყოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალება სოციალური მუშაობის ჩატარება.

2¹.სოციალური მუშაკი არ შეიძლება იყოს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა სოციალურ მუშაკად მუშაობის უფლება.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან სოციალური მუშაკის უნარების, შესაძლებლობებისა და კომპეტენციების შესაბამისობას ადგენს ის დაწესებულება, რომელსაც უშუალოდ უნდა დაექვემდებაროს სოციალური მუშაკი დასაქმებისას.

4.სოციალური მუშაკის საჯარო დაწესებულებაში მიღებაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5761 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2209 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სოციალური მუშაკი შეიძლება იყოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იგი არის სრულწლოვანი; ბ) მან იცის სახელმწიფო ენა; გ) მას აქვს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი; დ) იგი ფლობს ამ კანონის 43-ე მუხლით განსაზღვრულ კომპეტენციებს; ე) იგი პიროვნული თვისებებით შეესაბამება სოციალური მუშაკის პროფესიას; ვ) იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. 2. სოციალური მუშაკი არ შეიძლება იმავდროულად იყოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალება სოციალური მუშაობის ჩატარება. 2 1 . სოციალური მუშაკი არ შეიძლება იყოს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა სოციალურ მუშაკად მუშაობის უფლება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან სოციალური მუშაკის უნარების, შესაძლებლობებისა და კომპეტენციების შესაბამისობას ადგენს ის დაწესებულება, რომელსაც უშუალოდ უნდა დაექვემდებაროს სოციალური მუშაკი დასაქმებისას. 4. სოციალური მუშაკის საჯარო დაწესებულებაში მიღებაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5761 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2209 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 15 დეკ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 23 მარ. 2020

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15³1011³33¹284²2754432646544211142
მითითებამნიშვნელობით ახლოსსოციალური მუშაობის შეს…კორუფციის წინააღმდეგ ბ…საჯარო სამსახურის შესა…ეროვნული მარეგულირებელ…პენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა