დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 37⁸. საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახური

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 ივნ. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დავების განხილვის სამსახური არის საპენსიო ფონდის დამოუკიდებელი ერთეული, რომელიც ანგარიშვალდებულია მმართველობითი საბჭოს წინაშე და ამ მუხლით გათვალისწინებულ დავებს (საჩივრებს) უსასყიდლოდ, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, ობიექტურობის, თანასწორობის, კანონიერებისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით განიხილავს.

2.დავების განხილვის სამსახური უფლებამოსილია განიხილოს მხოლოდ ის დავები, რომლებიც გამომდინარეობს: ა) ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებიდან; ბ) ამ კანონის 32-ე−34 1 მუხლებით გათვალისწინებული საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებიდან, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მონაწილის/გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მოთხოვნა პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნისა და გაცემის თაობაზე; გ) ამ კანონის 37 3 და 37 4 მუხლებით გათვალისწინებული საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებიდან.

3.საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს, დავების განხილვის სამსახურში დავის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, აგრეთვე ამ სამსახურისთვის მიმართვამდე სადავო საკითხის გადასაწყვეტად პირდაპირ სასამართლოს მიმართოს.

4.დავების განხილვის სამსახური უფლებამოსილია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოსაკვლევად ნებისმიერ ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირს ან ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვოს ამ საქმისთვის საჭირო ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები).

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარუდგენლობის შემთხვევაში დავების განხილვის სამსახური უფლებამოსილია იხელმძღვანელოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით.

6.ამ თავით გათვალისწინებული დავების განხილვის სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა, მის მიერ საქმიანობის განხორციელების წესები და პროცედურები (მათ შორის, საჩივრის განხილვის პროცედურები), აგრეთვე საპენსიო შენატანისა და მიუღებელი სარგებლის განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) წესები განისაზღვრება ამ კანონითა და დავების განხილვის სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მმართველობითი საბჭო. ამასთანავე, დავების განხილვის სამსახურის დებულებით შეიძლება განისაზღვროს მონაწილეთა სხვა პრეტენზიების განხილვის წესები და პროცედურები. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ეს მუხლი კანონში არ იყო.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 2018 – 1 ივნ. 2027 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 17 სექ. 2026

    37⁸ მუხლი ქმნის ფონდის დავების განხილვის სამსახურს, განსაზღვრავს მის განსჯად საკითხებს, სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას, ინფორმაციის მოთხოვნის უფლებამოსილებას და დებულებით რეგულირებას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27¹64²52³29730429837⁹37¹⁰37¹⁴5515537⁸
მნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს საგადასახა…ნებაყოფლობითი კერძო პე…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა