დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 37⁹. განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მიუღებელი სარგებლის განაწილვადება (ეტაპობრივი გადახდა)

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 ივნ. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დავების განხილვის სამსახური უფლებამოსილია დამსაქმებლის განცხადების საფუძველზე განიხილოს მის მიერ განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული მონაწილის მიუღებელი სარგებლის განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) საკითხი.

2.დავების განხილვის სამსახური უფლებამოსილია დავების განხილვის სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ ფარგლებში და დადგენილი ვადით დამსაქმებელთან დადოს განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმება საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებით განსაზღვრული საპენსიო შენატანის განხორციელებისა და მონაწილის მიუღებელი სარგებლის (მისი არსებობის შემთხვევაში) გადახდის თაობაზე.

3.დავების განხილვის სამსახურის დებულებით გათვალისწინებული ფარგლების გარეთ (ზემოთ) განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმების დადების უფლებამოსილება აქვს მმართველობით საბჭოს.

4.დამსაქმებელთან განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმება ერთი და იმავე საპენსიო შენატანის/სარგებლის ოდენობაზე შეიძლება დაიდოს მხოლოდ ერთხელ. ამ პერიოდში შესაბამისი აქტის აღსრულება შეჩერებულია.

5.დამსაქმებლის მიერ განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში საპენსიო ფონდის შესაბამისი გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)] საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ეს მუხლი კანონში არ იყო.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 2018 – 1 ივნ. 2027 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 17 სექ. 2026

    37⁹ მუხლი ადგენს დამსაქმებელთან განაწილვადების შეთანხმების წესს: უფლებამოსილ ორგანოებს, ერთჯერადობას, აღსრულების შეჩერებას და პირობების დარღვევის შედეგს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3221¹³⁷26826330437⁴37⁶37⁸9565537⁹
მნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…ნებაყოფლობითი კერძო პე…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საგადასახადო დავალიანე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა