Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაგროვებითი პენსიის შესახებმუხლი 9

დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 9. მმართველობითი საბჭო

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415161718

1.მმართველობითი საბჭო არის საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც შედგება არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრისგან.

2.მმართველობითი საბჭო შედგება პროფესიონალი წევრებისა და თანამდებობრივი წევრებისგან. მმართველობით საბჭოში არაუმეტეს 10 წევრის არსებობის შემთხვევაში 1 წევრი თანამდებობრივი წევრია, ხოლო 10 წევრზე მეტი წევრის არსებობის შემთხვევაში შეიძლება იყოს 2 თანამდებობრივი წევრი. თანამდებობრივი წევრი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი.

3.ამ კანონის შესაბამისად მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრებს ირჩევს შესარჩევი კომისია, რომელიც მათ დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. თუ მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროისთვის ახალი პროფესიონალი წევრი დანიშნული არ იქნება, მმართველობითი საბჭოს მოქმედი პროფესიონალი წევრი აგრძელებს უფლებამოსილების განხორციელებას ახალი პროფესიონალი წევრის დანიშვნამდე.

4.მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც სულ მცირე აქვს ამ თანამდებობისთვის საჭირო განათლება და სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება. მმართველობითი საბჭოს წევრების რაოდენობა, შესაბამის თანამდებობებზე ასარჩევ პირთა შერჩევის წესი და პროცედურა, მათი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დამატებითი კრიტერიუმები, აგრეთვე მათი შესაფერისობის სხვა მოთხოვნები, მათ შორის, მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი წევრების დანიშვნის წესი და მათი შრომის  ანაზღაურების ზღვრული ოდენობები და პოლიტიკა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ დადგენილებით გათვალისწინებული უნდა იყოს საპენსიო ფონდის საჭიროებები.

5.მმართველობითი საბჭოს წევრების უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ პროფესიონალი წევრები, რომლებსაც აქვთ ფინანსურ სექტორში ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის ან აქტუარული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება ან ფინანსურ სექტორში რომელიმე ამ მიმართულებით დირექტორად მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება. ამ პუნქტით განსაზღვრულ პროფესიონალ წევრთაგან 1 არ უნდა იყოს საინვესტიციო კომიტეტის ან რისკის კომიტეტის წევრი. შესარჩევი კომისია ამ პუნქტით განსაზღვრული მმართველობითი საბჭოს წევრის შესარჩევად აცხადებს კონკურსს შესაბამისი განცხადების როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე (მათ შორის, არანაკლებ 1 საერთაშორისო ფინანსურ გამოცემაში) გამოქვეყნებით.

6.მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულის ჩადენისთვის, აგრეთვე პირი, რომლის ქმედებამ ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება გამოიწვია.

7.მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრი ეროვნული ბანკის მიმართვის შემთხვევაში თანამდებობიდან თავისუფლდება ან მას უფლებამოსილება უწყდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით: ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; ბ) სასამართლომ იგი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა; გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) იგი თანამდებობიდან გადადგა ან გარდაიცვალა; ე) მან თავისი ქმედებით ან უმოქმედობით დაარღვია კანონით დადგენილი მოთხოვნები ან/და არასათანადოდ განახორციელა კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები და არასათანადოდ შეასრულა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.  ამ ქვეპუნქტის საფუძველზე მმართველობითი საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება დასაბუთებული უნდა იყოს; ვ) იგი ზედიზედ სამჯერ, საპენსიო ფონდის დებულებით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის გარეშე არ მონაწილეობდა მმართველობითი საბჭოს სხდომაში.

8.მმართველობითი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით თავის წევრთაგან ირჩევს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარედ ან მის მოადგილედ არ შეიძლება არჩეულ იქნეს მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი წევრი ან საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევისა და დანიშვნის დამატებითი წესები დგინდება საპენსიო ფონდის დებულებით.

9.მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევისას დაუშვებელია მმართველობითი საბჭოს წევრის მიერ ხმის საკუთარი თავისთვის მიცემა.

10.მმართველობითი საბჭო: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს საპენსიო ფონდის დებულებასა და ორგანიზაციულ სტრუქტურას; ბ) განსაზღვრავს საპენსიო ფონდის საქმიანობის მიმართულებებს; გ) უზრუნველყოფს საპენსიო ფონდის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით, საპენსიო ფონდის დებულებითა და შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და ამ საქმიანობის ეფექტიანად, დროულად და საპენსიო ფონდის ეთიკის ნორმების დაცვით განხორციელებას; დ) ამ კანონის შესაბამისად, ღია კონკურსით არჩევს და ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით თანამდებობებზე ნიშნავს საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს, აგრეთვე ეროვნული ბანკისთვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელ დირექტორებს. მმართველობითი საბჭოს წევრი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს აღმასრულებელი დირექტორის შესარჩევ ღია კონკურსში. ამ შემთხვევაში აღნიშნული წევრი შესაბამის თანამდებობაზე დასანიშნად აღმასრულებელი დირექტორის შერჩევისას მმართველობითი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მონაწილეობს; ე) ამ კანონის შესაბამისად ქმნის საპენსიო ფონდის კომიტეტებს; ვ) ამტკიცებს საპენსიო ფონდის დებულებით განსაზღვრულ დოკუმენტებს; ზ) განიხილავს და ამტკიცებს სპეციალურ ფუნქციებთან დაკავშირებულ პოლიტიკის დოკუმენტებს; თ) განიხილავს და ამტკიცებს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილ საპენსიო ფონდის წლიურ ბიუჯეტსა და საშტატო ნუსხას; ი) ადგენს ამ კანონის 28 1 მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის წესსა და კრიტერიუმებს, აქტივების მმართველი კომპანიებისთვის სამართავად გადასაცემი საპენსიო აქტივების მოცულობის/კლასის და მათი გადაცემის ვადების განსაზღვრის კრიტერიუმებსა და წესს (პროცედურებს); კ) უფლებამოსილია რეკომენდაციების მისაღებად შექმნას და მოიწვიოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც შედგება დასაქმებულთა და დამსაქმებელთა წარმომადგენლებისგან. საკონსულტაციო ჯგუფის წევრები არ შეადგენენ მმართველობითი საბჭოს ნაწილს. საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტებისა და მის წევრთა მოწვევის წესები დგინდება საპენსიო ფონდის დებულებით. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს მმართველობით საბჭოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება; ლ) გარე აუდიტის განსახორციელებლად ნიშნავს აუდიტორულ ფირმას; მ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საპენსიო ფონდის ინტერესთა კონფლიქტის მართვის ჩარჩოს, რომელიც სულ მცირე უნდა ითვალისწინებდეს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის გამჟღავნებისა და აცილების მექანიზმებს/წესებს, მათ შორის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; ნ) ახორციელებს ამ კანონითა და საპენსიო ფონდის დებულებით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.

11.მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებების საფუძველზე მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გამოსცემს ნორმატიულ სამართლებრივ აქტებს − დადგენილებებს და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს − განკარგულებებს.

12.მმართველობითი საბჭოს წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს შესარჩევი კომისიის წევრთან, საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან (გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც მმართველობითი საბჭოს ეს წევრი იმავდროულად აღმასრულებელი დირექტორია), საქართველოს მთავრობის წევრთან აფილირებული პირი, ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების), სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო ფონდისთვის სხვა მომსახურების გამწევი ნებისმიერი პირის ხელმძღვანელი ან დაქირავებული პირი, ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების), სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო ფონდისთვის სხვა მომსახურების გამწევი ნებისმიერი პირის წილობრივი მონაწილეობის ბენეფიციარი მესაკუთრე, ან აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტართან ან საპენსიო ფონდისთვის სხვა მომსახურების გამწევ ნებისმიერ პირთან აფილირებული პირი.

13.მმართველობითი საბჭოს წევრს ეზღუდება აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან ან საპენსიო ფონდისთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისგან ნებისმიერი საჩუქრის ან ანაზღაურების მიღება ან კრედიტის აღება (გარდა ჩვეულებრივი კომერციული პირობებით აღებული კრედიტისა).

14.მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის საქმიანობა ანაზღაურებადი საქმიანობაა და საპენსიო ფონდის წლიური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

15.საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები არ უნდა შეადგენდნენ მმართველობითი საბჭოს წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს.

16.მმართველობითი საბჭოს პროფესიონალმა წევრმა არ შეიძლება მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან 6 თვის განმავლობაში პროფესიული მომსახურება გაუწიოს აქტივების მმართველ კომპანიას, რომელიც საპენსიო აქტივებს მართავს, ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს, რომელიც საპენსიო ფონდს სპეციალიზებულ დეპოზიტარულ მომსახურებას უწევს. თუ მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრი აღნიშნულ პერიოდში ამ პუნქტით დადგენილი შეზღუდვის გამო ვერ დასაქმდება, მას ამ პერიოდის განმავლობაში უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო.

17.მმართველობითი საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ეროვნული ბანკის წინაშე.

18.საპენსიო ფონდის ამ კანონითა და საპენსიო ფონდის დებულებით განსაზღვრული პოლიტიკის დოკუმენტების გადასინჯვისა და გამოქვეყნების წესები დგინდება საპენსიო ფონდის დებულებით.

რედაქციების შედარება

1. სამეთვალყურეო საბჭო კონკურსის წესით არჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს, აგრეთვე თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორს, რომელიც ხელმძღვანელობს საპენსიო სააგენტოს საქმიანობას. საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება 5 წლის ვადით. 2. საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით. 3. საპენსიო სააგენტოს დირექტორის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის წესი განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებით. 4. საპენსიო სააგენტოს დირექტორს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესსამართლის დარგში და ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. საპენსიო სააგენტოს დირექტორად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად ან ფინანსური ინსტიტუტის მართვისთვის შეუფერებლად. 5. თუ საპენსიო სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროისთვის არ იქნება დანიშნული საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორი, საპენსიო სააგენტოს მოქმედი დირექტორი აგრძელებს უფლებამოსილების განხორციელებას უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის განმავლობაში. 6. საპენსიო სააგენტოს დირექტორი წარმოადგენს საპენსიო სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში და ახორციელებს საპენსიო სააგენტოსთვის ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს. 7. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წინადადებების გათვალისწინებით ამზადებს საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტს და სტრუქტურას, რომლებსაც შესათანხმებლად წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს. 8. საპენსიო სააგენტოს დირექტორი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად შეიმუშავებს და სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იმ წესებსა და პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც განხორციელდება საპენსიო სააგენტოს საქმიანობა, მათ შორის, ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის აღრიცხვა, ადმინისტრირება, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვა. 9. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ამ კანონის შესაბამისად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს: ა) საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ბ) სამეთვალყურეო საბჭოს და საინვესტიციო საბჭოს მიერ მისთვის წარდგენილ საკითხებზე. 10. საპენსიო სააგენტოს დირექტორი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წამოაყენებს საპენსიო სააგენტოს სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხასთან დაკავშირებულ წინადადებებს, რომლებიც გათვალისწინებული იქნება საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტში. 11. საპენსიო სააგენტოს დირექტორზე ვრცელდება „კორუფციის„საჯარო წინააღმდეგდაწესებულებაში ბრძოლისინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. 12. საპენსიო სააგენტოს დირექტორი არ შეიძლება პროფესიულ მომსახურებას უწევდეს აქტივების მმართველ კომპანიას ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობიდან  გათავისუფლებიდან 12 თვის განმავლობაში. 13. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ყოველი წლის შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს. 14. სააგენტოს დირექტორი თანამდებობიდან თავისუფლდება: ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე, რომელსაც წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს; ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში; გ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში; დ) სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში; ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ვ) მისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში; ზ) ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების არასათანადოდ განხორციელებისთვის და კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების არასათანადოდ შესრულებისთვის; თ) გარდაცვალების შემთხვევაში. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2208 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 9¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
4
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 28¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 11მუხლი 12

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 12საპენსიო ფონდის კომიტეტები
  • 10მმართველობითი საბჭოს სხდომა და მისი ჩატარების პროცედურები
  • 13საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 201საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრების დანიშვნის წესი

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23³საბჭოს წევრების არჩევა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 84საბჭოს წევრთა დანიშვნა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 7ეროვნული ბანკის მმართველობა

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 13საპენსიო კომპანიის მართვა და ხელმძღვანელობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 10უმაღლესი საბჭოს თანამდებობები უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის

მაუწყებლობის შესახებ

  • 24სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 5უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, კომიტეტები და ფრაქციები
  • 4უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23³2471228¹111013105484132019
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს პარლამენტი…სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს ეროვნული ბ…ნებაყოფლობითი კერძო პე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025