დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 28¹. აქტივების მმართველი კომპანია

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობითა და მის მიერ დადგენილი კრიტერიუმებისა და პროცედურების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო აქტივების ამ მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიისთვის სამართავად გადაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში საპენსიო ფონდი აქტივების მმართველ კომპანიასთან დებს შესაბამის ხელშეკრულებას. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელია საპენსიო აქტივები მხოლოდ სხვა ტიპის აქტივებში საინვესტიციოდ იქნეს გადაცემული.

2.აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია მართოს საპენსიო აქტივები საპენსიო აქტივების მართვის ხელშეკრულებისა და საინვესტიციო კომიტეტის მიერ დამტკიცებული და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული დეტალური საინვესტიციო სახელმძღვანელოს შესაბამისად.

3.აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული, უნდა იყოს ლიცენზირებული და საპენსიო აქტივების მართვის მიზნით ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზებული იურიდიული პირი, ბოლო 3 წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა ახორციელებდეს საქმიანობას და მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ან ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების პროცედურები.

4.ამ მუხლის მიზნებისთვის ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საქართველოში ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიისთვის დამატებითი მოთხოვნები დაადგინოს.

5.აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც საქართველოს ფარგლების გარეთ არის რეგისტრირებული, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა იყოს იმ სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული, სადაც რეგისტრირებულია, აგრეთვე ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული; ბ) ბოლო 10 წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა ახორციელებდეს საქმიანობას და მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ან ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების პროცედურები; გ) არ უნდა იყოს მმართველობითი საბჭოს წევრთან აფილირებული პირი; დ) უნდა ჰქონდეს მესამე (კერძო და ინსტიტუციური) პირების დაგროვილი აქტივების მართვის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

6.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიისთვის დამატებითი მოთხოვნები დაადგინოს.

7.მმართველობითი საბჭო შერჩევის გამჭვირვალე პროცედურების გამოყენებით შეარჩევს ერთ ან ერთზე მეტ აქტივების მმართველ კომპანიას. მმართველობითი საბჭო ადგენს აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის წესსა და კრიტერიუმებს.

8.ამ მუხლის შესაბამისად აქტივების მმართველ კომპანიასთან განთავსებული საპენსიო აქტივები არ არის მისი საკუთრება, არ შეიძლება მიექცეს აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებების შესასრულებლად, არ არის მისი აქტივების ნაწილი, რომელზედაც შეიძლება გავრცელდეს გადახდისუუნარობის პროცედურები.

9.ამ მუხლის დებულებებზე ვრცელდება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესები. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობითა და მის მიერ დადგენილი კრიტერიუმებისა და პროცედურების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო აქტივების ამ მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიისთვის სამართავად გადაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში საპენსიო ფონდი აქტივების მმართველ კომპანიასთან დებს შესაბამის ხელშეკრულებას. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელია საპენსიო აქტივები მხოლოდ სხვა ტიპის აქტივებში საინვესტიციოდ იქნეს გადაცემული. 2. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია მართოს საპენსიო აქტივები საპენსიო აქტივების მართვის ხელშეკრულებისა და საინვესტიციო კომიტეტის მიერ დამტკიცებული და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული დეტალური საინვესტიციო სახელმძღვანელოს შესაბამისად. 3. აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული, უნდა იყოს ლიცენზირებული და საპენსიო აქტივების მართვის მიზნით ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზებული იურიდიული პირი, ბოლო 3 წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა ახორციელებდეს საქმიანობას და მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ან ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების პროცედურები. 4. ამ მუხლის მიზნებისთვის ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საქართველოში ლიცენზირებული აქტივების მმართველი  კომპანიისთვის დამატებითი მოთხოვნები დაადგინოს. 5. აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც საქართველოს ფარგლების გარეთ არის რეგისტრირებული, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა იყოს იმ სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული, სადაც რეგისტრირებულია, აგრეთვე ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული; ბ) ბოლო 10 წლის განმავლობაში უწყვეტად  უნდა ახორციელებდეს საქმიანობას და მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ან ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების  პროცედურები; გ) არ უნდა იყოს მმართველობითი საბჭოს წევრთან აფილირებული პირი; დ) უნდა ჰქონდეს მესამე (კერძო და ინსტიტუციური) პირების დაგროვილი აქტივების მართვის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიისთვის დამატებითი მოთხოვნები დაადგინოს. 7. მმართველობითი საბჭო შერჩევის გამჭვირვალე პროცედურების გამოყენებით შეარჩევს ერთ ან ერთზე მეტ აქტივების მმართველ კომპანიას. მმართველობითი საბჭო ადგენს აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის წესსა და კრიტერიუმებს. 8. ამ მუხლის შესაბამისად აქტივების მმართველ კომპანიასთან განთავსებული საპენსიო აქტივები არ არის მისი საკუთრება, არ შეიძლება მიექცეს აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებების შესასრულებლად, არ არის მისი აქტივების ნაწილი, რომელზედაც შეიძლება გავრცელდეს გადახდისუუნარობის პროცედურები. 9. ამ მუხლის დებულებებზე ვრცელდება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესები. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 30 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 ივნ. 2025 – 1 იან. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 6 აგვ. 2018 – 30 ივნ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52⁴52³161219142278919252937628¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…ნებაყოფლობითი კერძო პე…საინვესტიციო ფონდების …საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა