Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაგროვებითი პენსიის შესახებმუხლი 13

დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 13. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:აღმასრულებელი მენეჯმენტიხელშეკრულებების შედგენა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516

1.საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები შეადგენენ საპენსიო ფონდის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც შედგება გენერალური დირექტორისგან, მთავარი საინვესტიციო ოფიცრისგან, მთავარი რისკის ოფიცრისა და შიდა აუდიტის უფროსისგან. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს აგრეთვე სხვა მიმართულებების აღმასრულებელი დირექტორები. ამ შემთხვევაში მათზე გავრცელდება აღმასრულებელი დირექტორებისთვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები და, ამავე კანონიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები.

2.მმართველობითი საბჭო ღია კონკურსით არჩევს და ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით თანამდებობებზე ნიშნავს საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს, აგრეთვე ეროვნული ბანკისთვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ თანამდებობებიდან ათავისუფლებს აღმასრულებელ დირექტორებს.

3.მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშნოს თავისი პროფესიონალი წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი. მმართველობითი საბჭოს მიერ დანიშნული აღმასრულებელი დირექტორი იმავდროულად შეიძლება იყოს საპენსიო ფონდის კომიტეტის წევრი. მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი წევრი არ შეიძლება იყოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ან კომიტეტის წევრი. აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობა ანაზღაურებადი საქმიანობაა. თუ ამ პუნქტის შესაბამისად მმართველობითი საბჭოს წევრი იმავდროულად აღმასრულებელი დირექტორია, მას მიეცემა შესაბამისი დამატებითი ანაზღაურება.

4.საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (მოადგილე). საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის (მოადგილის) დანიშვნის წესი დგინდება საპენსიო ფონდის დებულებით.

5.საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც აქვს ამ თანამდებობისთვის საჭირო განათლება და სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების თანამდებობებზე პირთა დანიშვნისთვის საჭირო განათლებისა და სამუშაო გამოცდილების კრიტერიუმებს, აგრეთვე მათი შესაფერისობის სხვა მოთხოვნებს განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.

6.საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულის ჩადენისთვის, აგრეთვე პირი, რომლის ქმედებამ ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება გამოიწვია.

7.თუ საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროისთვის ახალი აღმასრულებელი დირექტორი დანიშნული არ იქნება, საპენსიო ფონდის მოქმედი აღმასრულებელი დირექტორი აგრძელებს უფლებამოსილების განხორციელებას ახალი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამდე.

8.გენერალური დირექტორი: ა) წარმოადგენს საპენსიო ფონდს მესამე პირებთან ურთიერთობებში და ახორციელებს საპენსიო ფონდისთვის ამ კანონითა და საპენსიო ფონდის დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს, მათ შორის, საპენსიო ფონდის სახელით დებს ხელშეკრულებებსა და გარიგებებს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; ბ) ამ კანონისა და საპენსიო ფონდის დებულების შესაბამისად თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს საპენსიო ფონდის თანამშრომლებს; გ) აღასრულებს მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებებს; დ) შეიმუშავებს საპენსიო ფონდის წლიურ ბიუჯეტსა და საშტატო ნუსხას და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს; ე) ამ კანონისა და საპენსიო ფონდის დებულების შესაბამისად ხელმძღვანელობს საპენსიო ფონდის საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც იღებს და აღასრულებს შესაბამის გადაწყვეტილებებს; ვ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პირისთვის ამ კანონისა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების, ჯარიმისა და საურავის დაკისრების შესახებ და ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გასცემს სააღსრულებო ფურცელს მიღებული გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად; ზ) ყოველი წლის შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საპენსიო ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს; თ) ასრულებს საპენსიო ფონდის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

9.გენერალური დირექტორი ამ კანონითა და საპენსიო ფონდის დებულებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს.

10.მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ამ კანონის, საპენსიო ფონდის დებულებისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად ახორციელებს საინვესტიციო პოლიტიკას. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უფლებამოსილია მიიღოს, გააფორმოს და აღასრულოს საინვესტიციო გადაწყვეტილებები, აგრეთვე საპენსიო ფონდის დებულების შესაბამისად მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგინოს საპენსიო ფონდი მესამე პირებთან ურთიერთობებში და დადოს შესაბამისი ხელშეკრულებები. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული უნდა იყოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მიერ საინვესტიციო გადაწყვეტილებების საინვესტიციო კომიტეტთან შეთანხმების წესები და პროცედურები.

11.მთავარი რისკის ოფიცერი ამ კანონისა და საპენსიო ფონდის დებულების შესაბამისად და რისკის კომიტეტის მიერ მისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში ხელმძღვანელობს საპენსიო ფონდის რისკის მართვას და ასრულებს მასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. მთავარი რისკის ოფიცერი უფლებამოსილია რისკის მართვასთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად ხელი მიუწვდებოდეს ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელიც აქვს საპენსიო ფონდს. მთავარი რისკის ოფიცერი ასევე უფლებამოსილია აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისა და საპენსიო ფონდისთვის სხვა მომსახურების გამწევი პირისგან მიიღოს ინფორმაცია საპენსიო ფონდის სახელით დადებული გარიგებების შესახებ.

12.შიდა აუდიტის უფროსი აუდიტის კომიტეტთან ერთად, ამ კანონის, აუდიტის კომიტეტის წესდებისა და საპენსიო ფონდის დებულების შესაბამისად ხელმძღვანელობს შიდა აუდიტის საქმიანობას. ეს საქმიანობა  ყველა სხვა საქმიანობისგან დამოუკიდებლად უნდა ხორციელდებოდეს. შიდა აუდიტის უფროსისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დოკუმენტი და ჩანაწერი, მათ შორის, საპენსიო ფონდის თანამშრომლების, აღმასრულებელი დირექტორებისა და მმართველობითი საბჭოს წევრების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

13.საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. აღმასრულებელ დირექტორს ეზღუდება აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან ან საპენსიო ფონდისთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისგან ნებისმიერი საჩუქრის ან ანაზღაურების მიღება ან  კრედიტის აღება (გარდა ჩვეულებრივი კომერციული პირობებით აღებული კრედიტისა). აღმასრულებელი დირექტორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

14.საპენსიო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა არ შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 6 თვის განმავლობაში პროფესიული მომსახურება გაუწიოს აქტივების მმართველ კომპანიას, რომელიც საპენსიო აქტივებს მართავს, ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს. თუ  აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნულ პერიოდში ამ პუნქტით დადგენილი შეზღუდვის გამო ვერ დასაქმდება, მას ამ პერიოდის განმავლობაში უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო.

15.საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები ანგარიშვალდებული არიან მმართველობითი საბჭოს და შესაბამისი კომიტეტების წინაშე.

16.ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორისთვის ხელმოწერის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში ამ უფლებამოსილებას ახორციელებს აღნიშნული აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრული საპენსიო ფონდის სხვა თანამშრომელი, რომელიც აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ საპენსიო ფონდის შესაბამისი აღმასრულებელი დირექტორის შესაფერისობის კრიტერიუმებს. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

რედაქციების შედარება

1. საინვესტიციო საბჭო: ა) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს და მასში ცვლილების შეტანის უფლების გარეშე, დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს; ბ) საჭიროებისამებრ, პერიოდულად გადასინჯავს და ამ კანონის შესაბამისად განაახლებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, მათ შორის, აქტივების განთავსების სტრატეგიას; გ) არანაკლებ კვარტალში ერთხელ ახორციელებს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას; დ) ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობის შეფასებას და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მთავარუფროს საინვესტიციო ოფიცერს მოსთხოვს, გონივრულ ვადაში დასამტკიცებლად წარუდგინოს საინვესტიციო პორტფელის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა, რომელიც უნდაშესასრულებელი შესრულდეს;გეგმა; ე) საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მოსამზადებლადმომზადების შეიმუშავებსმიზნით ამზადებს წინადადებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ წლიურ ხარჯებთანხარჯებთან, (მათმათ შორის, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურისა და საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების რაოდენობასა და სახელფასო ხარჯებთან, მომსახურების გამწევ პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებთან)გადასახდელებთან, დაკავშირებით და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტში ასახვისა და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დამტკიცების მიზნით;დირექტორს; ვ) შეარჩევს სპეციალიზებულ დეპოზიტარს და ამ კანონის 28-ე მუხლით(დეპოზიტარებს) განსაზღვრულდა აქტივების მმართველ კომპანიას; ზ) (ამოღებულია - 01.11.2023, №3601)კომპანიას ;(კომპანიებს); თ)ზ) განსაზღვრავს და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურისა დაწლიური საინვესტიციობიუჯეტის რისკისმომზადების მონიტორინგისმიზნით სამსახურისსაპენსიო ისეთსააგენტოს ორგანიზაციულდირექტორს სტრუქტურას,წარუდგენს რომელიცწინადადებებს უზრუნველყოფსუფროსი საინვესტიციო სამსახურში ადეკვატურიოფიცრის შიდაშრომის კონტროლისანაზღაურების მექანიზმებისოდენობის არსებობას,შესახებ. აგრეთვე2. საინვესტიციოთუ რისკისსამეთვალყურეო მონიტორინგისსაბჭომ ფუნქციისარ საინვესტიციოგაითვალისწინა სამსახურისგანან ფუნქციურადნაწილობრივ დაგაითვალისწინა იერარქიულადამ გამიჯვნას;მუხლის ი)პირველი ითანხმებსპუნქტის ისეთ„ე“ წესებს,და პროცედურებსა„ზ“ დაქვეპუნქტებით სხვაგანსაზღვრული დოკუმენტებს,წინადადებების რომლებიცსაფუძველზე ვრცელდებამომზადებული საპენსიო სააგენტოს საინვესტიციოწლიური სამსახურზებიუჯეტის ან/დაპროექტი, საპენსიოიგი სააგენტოსვალდებულია საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურზე დასაბჭოს დაკავშირებულიაწარუდგინოს მის/მათდასაბუთებული საქმიანობასთან.პოზიცია 1ამის 1შესახებ. .3. საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია საინვესტიციო რისკების კონტროლის ფუნქციის შესასრულებლად შექმნას სტრუქტურული ერთეული, რომელიც ფუნქციურად დავალდებულია იერარქიულადიზრუნოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურისგან გამიჯნულიაქტივების იქნებაინვესტირების დაპროცესში ანგარიშვალდებულიაქტივების იქნებამმართველი უშუალოდკომპანიებისა და მხოლოდ საინვესტიციო საბჭოს წინაშე. 1 2 . საინვესტიციო საბჭოღია ვალდებულიასაფონდო უზრუნველყოსინსტრუმენტების საინვესტიციოკომპეტენციის რისკებისფარგლებში მართვამათი დაჩართულობის კონტროლი.ზრდაზე. შესაბამისად,4. საინვესტიციო საბჭო ზედამხედველობს: ა) საინვესტიციო საქმიანობიდანადგენს გამომდინარეაქტივების ან/დამმართველი მასთანკომპანიის დაკავშირებულიშერჩევის რისკებისწესსა მართვისდა ფუნქციას,კრიტერიუმებს, რომელსაცაქტივების ასრულებსმმართველი მთავარიკომპანიებისთვის საინვესტიციოსამართავად ოფიცერიგადასაცემი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის მეშვეობით; ბ) საინვესტიციო რისკების კონტროლისაქტივების ფუნქციას.მოცულობისა 2.და (ამოღებულიაგადაცემის -ვადების 01.11.2023,განსაზღვრის №3601)კრიტერიუმებსა .და 3.წესს (ამოღებულია(პროცედურებს). -5. 01.11.2023,საფინანსო №3601)ბაზრის .ტენდენციების 4.გათვალისწინებით, საინვესტიციო საბჭო ადგენს ამ კანონისსაბჭომ 28-ესაჯაროდ მუხლითუნდა განსაზღვრულიგანაცხადოს აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის წესსაკომპანიებისა და კრიტერიუმებს, აქტივების მმართველი კომპანიებისთვისღია სამართავადსაფონდო გადასაცემიინსტრუმენტების საპენსიომეშვეობით აქტივებისგანთავსებული მოცულობისათანხების დამთლიან გადაცემისწლიურ ვადებისინვესტიციაში განსაზღვრისწილობრივ კრიტერიუმებსაპროპორციასთან დადაკავშირებული წესსგეგმა, (პროცედურებს).რომელიც 5.გათვლილი (ამოღებულიაუნდა -იყოს 01.11.2023,მომდევნო №3601)3-წლიანი .პერიოდისთვის. 6. საინვესტიციო საბჭო ამ კანონის გათვალისწინებით შეიმუშავებს და ეროვნულ ბანკს დასამტკიცებლად წარუდგენს საინვესტიციო საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ წესს (პროცედურებს). საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აღმასრულებელი ხელმძღვანელის კომპენსაციის სტრუქტურირება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აღმასრულებელი ხელმძღვანელის მომსახურების ხელშეკრულებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დირექტორებისა და ოფიცრების დაზღვევა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დირექტორის შრომითი ხელშეკრულება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 12საპენსიო ფონდის კომიტეტები
  • 8საპენსიო ფონდის სპეციალური ფუნქციები
  • 9მმართველობითი საბჭო

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52³საპენსიო ფონდის ზედამხედველობა
  • 16¹ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 13საპენსიო კომპანიის მართვა და ხელმძღვანელობა
  • 31ზოგადი მოთხოვნები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 201საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრების დანიშვნის წესი

მეწარმეთა შესახებ

  • 206სააქციო საზოგადოების აღმასრულებელი ხელმძღვანელი პირი

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 10საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 8საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი
  • 9საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8952³16¹128920610133120113
მნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ეროვნული ბ…ნებაყოფლობითი კერძო პე…საქართველოს პარლამენტი…მეწარმეთა შესახებოფიციალური სტატისტიკის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025