დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 8. საპენსიო ფონდის სპეციალური ფუნქციები

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საპენსიო ფონდს აქვს სპეციალური ფუნქციები. სპეციალური ფუნქციების შემსრულებელმა პირებმა მათი ეფექტიანად შესრულება უნდა უზრუნველყონ ობიექტურობის, სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით. სპეციალური ფუნქციებია: ა) საინვესტიციო ფუნქცია; ბ) რისკის მართვის ფუნქცია; გ) შიდა აუდიტის ფუნქცია.

2.ამ მუხლით განსაზღვრული სპეციალური ფუნქციები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა შესრულდეს.

3.სპეციალური ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულმა პირმა ნებისმიერი არსებითი ინფორმაცია და რეკომენდაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა წარუდგინოს მმართველობით საბჭოს, რომელიც განსაზღვრავს სათანადო და დროული ზომების მიღების აუცილებლობას. თუ მმართველობითი საბჭო სათანადო და დროულ ზომებს არ მიიღებს მაშინ, როდესაც სპეციალური ფუნქციის შემსრულებელმა პირმა გამოავლინა არსებითი რისკები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მონაწილეთა ინტერესებს, ან როდესაც მნიშვნელოვნად და არსებითად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა, სპეციალური ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული პირი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში აცნობოს ეროვნულ ბანკს ამის შესახებ. სპეციალური ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული პირის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი სათანადოდ დაცვა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

4.საინვესტიციო ფუნქცია არის სპეციალური ფუნქცია, რომელიც გულისხმობს საპენსიო აქტივების ინვესტირებას საინვესტიციო ჰორიზონტში მათი რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით. კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპებია: ა) საპენსიო აქტივების ინვესტირების შედეგად გრძელვადიან პერიოდში მათი რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდა; ბ) ინვესტიციების დივერსიფიკაცია; გ) გრძელვადიანი ინვესტირების პირობებში საპენსიო აქტივების უსაფრთხოება; დ) ადეკვატური ლიკვიდურობის შენარჩუნება.

5.რისკის მართვის ფუნქცია არის სპეციალური ფუნქცია, რომელიც უნდა იყოს ეფექტიანი და სათანადოდ ინტეგრირებული საპენსიო ფონდის ორგანიზაციულ სტრუქტურასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამასთანავე, ეს ფუნქცია ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ ხელი შეუწყოს რისკის მართვის სისტემის ფუნქციონირებას. ამ მიზნით საპენსიო ფონდი ამტკიცებს შესაბამის სტრატეგიებს, პროცესებსა და ანგარიშგების პროცედურებს, რომლებიც საჭიროა რისკების ინდივიდუალურ და აგრეგირებულ დონეებზე დასადგენად, შესაფასებლად, მონიტორინგისთვის, მართვისა და რეგულარული ანგარიშგებისთვის. რისკის მართვის ფუნქცია უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ რისკებს: ა) აქტივებისა და ვალდებულებების მართვას; ბ) ინვესტიციებს; გ) ლიკვიდურობისა და კონცენტრაციის რისკების მართვას; დ) საოპერაციო რისკების მართვას; ე) რისკების შემცირების მეთოდებს.

6.შიდა აუდიტის ფუნქცია არის სპეციალური ფუნქცია, რომლითაც ფასდება საპენსიო ფონდის შიდა კონტროლის სისტემისა და მართვის სისტემის სხვა ელემენტების სათანადოობა და ეფექტიანობა, მათ შორის, აუთსორსინგული მომსახურების შემთხვევაში. შიდა აუდიტის ფუნქცია არის საპენსიო ფონდის სხვა საქმიანობებისგან დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი საქმიანობა, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს საპენსიო ფონდის მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მარ. 2024 – 1 სექ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2052³28¹716123435253138361618
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ეროვნული ბ…ნებაყოფლობითი კერძო პე…დაზღვევის შესახებსაინვესტიციო ფონდების …საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა