Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებმუხლი 8¹

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 8¹. შეტყობინებისა და ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:აქციებით ტრანზაქციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.პირი ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი (შემდგომ – განმცხადებელი), რომელიც აპირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძინოს კომერციული ბანკის წილი იმ ოდენობით, რომ ამ კომერციული ბანკის კაპიტალში მისი პირდაპირი/არაპირდაპირი მონაწილეობა 10, 20, 30 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ან/და მოიპოვებს მნიშვნელოვან გავლენას ან კონტროლს კომერციულ ბანკზე, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა, ვალდებულია ეროვნულ ბანკს პირადად, წარმომადგენლის ან ბანკის მეშვეობით წარუდგინოს მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი წილის შეძენის/ცვლილების დასადგენად, გაითვალისწინება პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მფლობელობაში არსებული წილების ჯამური ოდენობა.

2.განმცხადებლის წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი წილის შეძენის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა წარედგინოს დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც განმცხადებლისთვის ცნობილი გახდება აღნიშნული ფაქტის შესახებ. ეროვნული ბანკის მიერ მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, პირმა არ უნდა გამოიყენოს მნიშვნელოვანი წილის ფლობასთან დაკავშირებული ხმის უფლებები და სხვა უფლებამოსილებები. განმცხადებლის წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი წილის შეძენისას, ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება არსებობს მიუხედავად იმისა, გეგმავს თუ არა შემძენი იმ ოდენობის წილის გასხვისებას, რომ მის მფლობელობაში არსებული წილი  ზღვრულ ოდენობას დაუბრუნდეს.

3.მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ეროვნული ბანკი შეისწავლის წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და ითვალისწინებს შემდეგ შესაფერისობის კრიტერიუმებს: ა) განმცხადებლის რეპუტაციას, რაც მოიცავს მის სანდოობასა და სათანადო კომპეტენციას; ბ) განმცხადებლის მიერ ბანკის ადმინისტრატორად შერჩეული პირის (ასეთი უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში) შესაბამისობას ამ კანონითა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან; გ) განმცხადებლის ფინანსურ სიმყარეს; დ) ბანკის შესაბამისობას პრუდენციულ საზედამხედველო მოთხოვნებთან განმცხადებლის მიერ წილის შეძენის შემდგომ; ე) განმცხადებელთან/ტრანზაქციასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების არარსებობას.

4.პირს ეკრძალება იყოს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.

5.განმცხადებლის შესაფერისობის შეფასებისას ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს პროპორციულობის პრინციპით, რაც გულისხმობს შეფასების კრიტერიუმების შეფასებას ბანკის ზომის, შიდა ორგანიზაციული სტრუქტურის, რისკის პროფილისა და კომპლექსურობის, წილის ოდენობის, შემძენის სახის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, პირდაპირი/არაპირდაპირი მფლობელი/შემძენი), წილის შეძენის მიზნისა და ბანკზე შესაძლო ზეგავლენის მიხედვით. პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად განისაზღვრება შეფასების ინტენსივობის ხარისხი, შეფასების პროცედურა და წარსადგენი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შინაარსი. პროპორციულობის პრინციპი არ ვრცელდება განმცხადებლის რეპუტაციის შეფასების ფარგლებში მისი სანდოობის შეფასებზე.

6.ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება ეკისრება მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ შემძენს. ეროვნული ბანკის თანხმობით დასაშვებია ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა შუალედური მფლობელის სახელით.

7.თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, იგი უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონითა და მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გარდა, მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, კონფიდენციალური).

8.კომერციული ბანკის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი, რომელიც აპირებს პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით გაყიდოს კომერციული ბანკის იმ ოდენობის წილი, რომ  ამ კომერციული ბანკის კაპიტალში მისი  წილი 10, 20, 30 ან 50 პროცენტს ჩამოსცდება, ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს აღნიშნული ტრანზაქციის თაობაზე მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციას.

9.კომერციული ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის ნებისმიერი ცვლილების (მათ შორის, მისთვის ცნობილი, წილის ფლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების) შესახებ.

10.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის კრიტერიუმების შინაარსი, მნიშვნელოვანი წილის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხები, წარსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შეფასების წესი და პროცედურა.

11.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებული პროცედურები. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4189 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №439 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5228 – ვებგვერდი, 30.10.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1796 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2603 − ვებგვერდი, 10.03.2023წ.

რედაქციების შედარება

1. პირი ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი (შემდგომ – დეკლარანტი), რომელიც აპირებს შეიძინოს კომერციული ბანკის წილი იმ ოდენობით, რომ ამ კომერციული ბანკის კაპიტალში მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (ბენეფიციარი მესაკუთრეების) პირდაპირი/ არაპირდაპირი მონაწილეობა 10, 25 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ვალდებულია ეროვნულ ბანკს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წარუდგინოს შესაფერისობის დეკლარაცია (შემდგომ – დეკლარაცია) და ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ. 1 1 . მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ეროვნული ბანკი შეისწავლის წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და ითვალისწინებს დეკლარანტის რეპუტაციასა და ფინანსურ მდგომარეობას, მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის შედეგად კომერციული ბანკის მფლობელობის სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის ცვლილების პოტენციურ გავლენას ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობასა და მფლობელობის სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის გამჭვირვალობაზე, აგრეთვე აღნიშნულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკებს. 2. დეკლარაციაში დეკლარანტი მიუთითებს: ა) მის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ბ) ინფორმაციას, რომ იგი არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ან აღნიშნავს, რომ, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ოპერაციის შედეგად ასეთი ბენეფიციარი მესაკუთრე (მესაკუთრეები) არ იქნება; დ) ინფორმაციას, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრე არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის; ე) მის საკუთრებაში არსებული წილის რაოდენობას ამ ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში; ე 1 ) მნიშვნელოვანი წილის შეძენისათვის საჭირო თანხის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციას; ვ) მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში, იმ ბენეფიციარი მესაკუთრის საკუთრებაში აღმოჩენილი წილის რაოდენობას, რომლის წილიც აჭარბებს 10, 25 ან 50 პროცენტს; ზ) დასკვნას ბენეფიციარი მესაკუთრის დეკლარაციაზე (მისი წარმოდგენის შემთხვევაში), რომელშიც აისახება, ადასტურებს თუ არა იგი ბენეფიციარი მესაკუთრის დეკლარაციაში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტეს. 2 1 . შესაძლებლობის შემთხვევაში დეკლარანტი თავის დეკლარაციას დაურთავს ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) მიერ შევსებულ დეკლარაციას (დეკლარაციებს). 3. თუ დეკლარანტის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრე არ არსებობს, იგი ამის შესახებ მიუთითებს დეკლარაციაში და არ ავსებს დეკლარაციის იმ ნაწილებს, რომლებიც შეეხება ბენეფიციარ მესაკუთრეს. 4. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, იგი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მათ შორის, ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური). 5. კომერციული ბანკის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი, რომელიც აპირებს პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით გაყიდოს კომერციული ბანკის წილი იმ ოდენობით, რომ  ამ კომერციული ბანკის კაპიტალში მისი ან ბენეფიციარი მფლობელის წილი 10, 25 ან 50 პროცენტს ჩამოსცდება, ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციას აღნიშნული ტრანზაქციის თაობაზე. 6. კომერციული ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის კრიტერიუმების ნებისმიერი ცვლილების შესახებ. 7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებული პროცედურები. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4189 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №439 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5228 – ვებგვერდი, 30.10.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. [მუხლი 8 1 . შეტყობინებისა და ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება 1. პირი ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი (შემდგომ – განმცხადებელი), რომელიც აპირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძინოს კომერციული ბანკის წილი იმ ოდენობით, რომ ამ კომერციული ბანკის კაპიტალში მისი პირდაპირი/არაპირდაპირი მონაწილეობა 10, 20, 30 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ან/და მოიპოვებს მნიშვნელოვან გავლენას ან კონტროლს კომერციულ ბანკზე, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა, ვალდებულია ეროვნულ ბანკს პირადად, წარმომადგენლის ან ბანკის მეშვეობით წარუდგინოს მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი წილის შეძენის/ცვლილების დასადგენად, გაითვალისწინება პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მფლობელობაში არსებული წილების ჯამური ოდენობა. 2. განმცხადებლის წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი წილის შეძენის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა წარედგინოს დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც განმცხადებლისთვის ცნობილი გახდება აღნიშნული ფაქტის შესახებ. ეროვნული ბანკის მიერ მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, პირმა არ უნდა გამოიყენოს მნიშვნელოვანი წილის ფლობასთან დაკავშირებული ხმის უფლებები და სხვა უფლებამოსილებები. განმცხადებლის წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი წილის შეძენისას, ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება არსებობს მიუხედავად იმისა, გეგმავს თუ არა შემძენი იმ ოდენობის წილის გასხვისებას, რომ მის მფლობელობაში არსებული წილი  ზღვრულ ოდენობას დაუბრუნდეს. 3. მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ეროვნული ბანკი შეისწავლის წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და ითვალისწინებს შემდეგ შესაფერისობის კრიტერიუმებს: ა) განმცხადებლის რეპუტაციას, რაც მოიცავს მის სანდოობასა და სათანადო კომპეტენციას; ბ) განმცხადებლის მიერ ბანკის ადმინისტრატორად შერჩეული პირის (ასეთი უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში) შესაბამისობას ამ კანონითა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან; გ) განმცხადებლის ფინანსურ სიმყარეს; დ) ბანკის შესაბამისობას პრუდენციულ საზედამხედველო მოთხოვნებთან განმცხადებლის მიერ წილის შეძენის შემდგომ; ე) განმცხადებელთან/ტრანზაქციასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების არარსებობას. 4. პირს ეკრძალება იყოს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. 5. განმცხადებლის შესაფერისობის შეფასებისას ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს პროპორციულობის პრინციპით, რაც გულისხმობს შეფასების კრიტერიუმების შეფასებას ბანკის ზომის, შიდა ორგანიზაციული სტრუქტურის, რისკის პროფილისა და კომპლექსურობის, წილის ოდენობის, შემძენის სახის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, პირდაპირი/არაპირდაპირი მფლობელი/შემძენი), წილის შეძენის მიზნისა და ბანკზე შესაძლო ზეგავლენის მიხედვით. პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად განისაზღვრება შეფასების ინტენსივობის ხარისხი, შეფასების პროცედურა და წარსადგენი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შინაარსი. პროპორციულობის პრინციპი არ ვრცელდება განმცხადებლის რეპუტაციის შეფასების ფარგლებში მისი სანდოობის შეფასებზე. 6. ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება ეკისრება მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ შემძენს. ეროვნული ბანკის თანხმობით დასაშვებია ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა შუალედური მფლობელის სახელით. 7. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, იგი უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონითა და მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გარდა, მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, კონფიდენციალური). 8.  კომერციული ბანკის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი, რომელიც აპირებს პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით გაყიდოს კომერციული ბანკის იმ ოდენობის წილი, რომ  ამ კომერციული ბანკის კაპიტალში მისი  წილი 10, 20, 30 ან 50 პროცენტს ჩამოსცდება, ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს აღნიშნული ტრანზაქციის თაობაზე მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციას. 9. კომერციული ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის ნებისმიერი ცვლილების შესახებ. 10. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის კრიტერიუმების შინაარსი, მნიშვნელოვანი წილის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხები, წარსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შეფასების წესი და პროცედურა. 11. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებული პროცედურები. (ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან)] საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1796 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 8²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • წილების შეძენის ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №53

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
4
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 37⁷მუხლი 37¹⁰მუხლი 30

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 8⁴მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის მიერ ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნა და საზედამხედველო ზომები
  • 8³ეროვნული ბანკისათვის პერიოდულად წარსადგენი ინფორმაცია
  • 10კომერციული ბანკის საკუთრების უფლების, აქტივების, მფლობელობის  სტრუქტურისა და ჯგუფის სტრუქტურის შეზღუდვა

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 11ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენისა და შეტყობინების ვალდებულება
  • 13საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პერიოდულად წარსადგენი ინფორმაცია
  • 14მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნა და საზედამხედველო ზომები

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 14წილობრივი ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის საჯაროობა
  • 23¹ზოგადი მოთხოვნები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 44მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის მიერ წარსადგენი ინფორმაცია
  • 16ინფორმაციის მიღება და გამოქვეყნება

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 21დეპოზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 11იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განსახორციელებლად თანხმობის მოპოვება ; პროგრამის კრედიტორთათვის ინფორმაციის მიწოდება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1423¹37⁷37¹⁰308⁴8³10441621111113148¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…მიკრობანკების საქმიანო…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საგადახდო სისტემისა და…დეპოზიტების დაზღვევის …იპოთეკით დაცული ობლიგა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026