1.იმპორტიორი ვალდებულია, ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ის სამშენებლო პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.
2.იმპორტიორი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე დარწმუნდეს, რომ მწარმოებელმა განახორციელა: სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასება და ვერიფიკაცია; შეადგინა ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია; შეადგინა რეგლამენტის მე-4 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია. იმპორტიორი ასევე ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ სამშენებლო პროდუქტზე დატანილია ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ინფორმაცია, სამშენებლო პროდუქტს თან ერთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაცია და მწარმოებელი აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. იმპორტიორმა, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამშენებლო პროდუქტი არ შეესაბამება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას ან ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არ უნდა განათავსოს სამშენებლო პროდუქტი ბაზარზე, სანამ სამშენებლო პროდუქტი არ დააკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს. საფრთხის შემცველი სამშენებლო პროდუქტის არსებობის შემთხვევაში იმპორტიორი ვალდებულია, ამის შესახებ შეატყობინოს მწარმოებელსა და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.
3.იმპორტიორი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტზე დაიტანოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. თუ აღნიშნული შეუძლებელია სამშენებლო პროდუქტის სახეობის, ფორმის ან სხვა ფიზიკური მახასიათებლის გამო, მითითებული ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს პროდუქტის შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტაციაზე.
4.იმპორტიორი ვალდებულია, ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ის სამშენებლო პროდუქტი, რომელსაც თან ერთვის ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე.
5.იმპორტიორი ვალდებულია, უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების იმგვარი პირობები, რომ მისი პასუხისმგებლობის პერიოდში სამშენებლო პროდუქტი ინარჩუნებდეს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციასთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
6.იმპორტიორი ვალდებულია, დეკლარირებული თვისებების სიზუსტის, სტაბილურობისა და საიმედოობის შენარჩუნების მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში, განახორციელოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტების ნიმუშის გამოცდა. ასევე, გამოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში შეინახოს საჩივრები, პროდუქტის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევებისა და პროდუქტის გამოთხოვის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია. იმპორტიორი ვალდებულია, ამგვარი მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს დისტრიბუტორებს.
7.იმპორტიორი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამშენებლო პროდუქტი არ შეესაბამება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას, ან არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი მაკორექტირებელი ზომები, რათა პროდუქტი მოიყვანოს შესაბამისობაში აღნიშნულ მოთხოვნებთან. აუცილებლობის შემთხვევებში იმპორტიორი ვალდებულია, მოახდინოს სამშენებლო პროდუქტის ბაზრიდან ამოღება ან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში თუ პროდუქტი შეიცავს საფრთხეს, იმპორტიორი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მათ შორის, შეუსაბამობისა და განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ.
8.იმპორტიორი ვალდებულია, სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებისათვის წარსადგენად, ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადით შეინახოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია.
9.იმპორტიორი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ენაზე შედგენილი ყველა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციასთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობას. იმპორტიორი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც მიმართულია ბაზარზე განთავსებული პროდუქტის მიერ გამოწვეული საფრთხეების აღმოსაფხვრელად.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. იმპორტიორი ვალდებულია, ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ის სამშენებლო პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს. 2. იმპორტიორი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე დარწმუნდეს, რომ მწარმოებელმა განახორციელა: სამშენებლო პროდუქტის სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასება და ვერიფიკაცია; შეადგინა ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია; შეადგინა რეგლამენტის მე-4 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია. იმპორტიორი ასევე ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ სამშენებლო პროდუქტზე დატანილია ნიშანდება,ამტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ინფორმაცია, სამშენებლო პროდუქტს თან ერთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაცია და მწარმოებელი აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებითპუნქტებითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. იმპორტიორმა, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამშენებლო პროდუქტი არ შეესაბამება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას,ინფორმაციას ან ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არ უნდა განათავსოს სამშენებლო პროდუქტი ბაზარზე, სანამ სამშენებლო პროდუქტი არ დააკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს. საფრთხის შემცველი სამშენებლო პროდუქტის არსებობის შემთხვევაში იმპორტიორი ვალდებულია, ამის შესახებ შეატყობინოს მწარმოებელსმწარმოებელსა და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს. 3. იმპორტიორი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტზე დაიტანოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. თუ აღნიშნული შეუძლებელია სამშენებლო პროდუქტის სახეობის, ფორმის ან სხვა ფიზიკური მახასიათებლის გამო, მითითებული ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს პროდუქტის შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტაციაზე. 4. იმპორტიორი ვალდებულია, ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ის სამშენებლო პროდუქტი, რომელსაც თან ერთვის ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე. 5. იმპორტიორი ვალდებულია, უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების იმგვარი პირობები, რომ მისი პასუხისმგებლობის პერიოდში სამშენებლო პროდუქტი ინარჩუნებდეს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციასთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. 6. იმპორტიორი ვალდებულია, დეკლარირებული თვისებების სიზუსტის, სტაბილურობისა და საიმედოობის შენარჩუნების მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში, განახორციელოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტების ნიმუშის გამოცდა. ასევე, გამოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში შეინახოს საჩივრები, პროდუქტის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევებისა და პროდუქტის გამოთხოვის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია. იმპორტიორი ვალდებულია, ამგვარი მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს დისტრიბუტორებს. 7. იმპორტიორი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამშენებლო პროდუქტი არ შეესაბამება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას, ან არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი მაკორექტირებელი ზომები, რათა პროდუქტი მოიყვანოს შესაბამისობაში აღნიშნულ მოთხოვნებთან. აუცილებლობის შემთხვევებში იმპორტიორი ვალდებულია, მოახდინოს სამშენებლო პროდუქტის ბაზრიდან ამოღება ან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში თუ პროდუქტი შეიცავს საფრთხეს, იმპორტიორი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მათ შორის, შეუსაბამობისა და განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ. 8. იმპორტიორი ვალდებულია, სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებისათვის წარსადგენად, ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადით შეინახოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია. 9. იმპორტიორი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ენაზე შედგენილი ყველა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციასთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობას. იმპორტიორი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც მიმართულია ბაზარზე განთავსებული პროდუქტის მიერ გამოწვეული საფრთხეების აღმოსაფხვრელად.
რედაქციების შედარება
ტექსტობრივი ცვლილება არ არის
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
· გამოქვეყნდა 29 მარ. 2024
· გამოქვეყნდა 22 დეკ. 2020
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.