Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზემუხლი 10

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 10. მწარმოებლის ვალდებულებები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 8 აპრ. 2026
თემები:სამშენებლო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.მწარმოებელი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია შეადგინოს ამ რეგლამენტის მე-4 და მე-6 მუხლების შესაბამისად, ხოლო პროდუქტზე შესაბამისი ინფორმაცია დაიტანოს ამ რეგლამენტის მე-9 მუხლის შესაბამისად. მწარმოებელმა სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციას საფუძვლად უნდა დაურთოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის, შეფასებისა და ვერიფიკაციისათვის გამოყენებული სისტემის ყველა შესაბამისი ელემენტის შესახებ ინფორმაციას.

2.მწარმოებელი ვალდებულია, შეინახოს ტექნიკური დოკუმენტაცია და სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.

3.მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ სერიული წარმოებისას სამშენებლო პროდუქტი ინარჩუნებდეს დეკლარირებულ სამშენებლო პროდუქტის თვისებებს. მწარმოებელმა ასევე უნდა გაითვალისწინოს პროდუქტის ტიპსა და მასთან დაკავშირებულ ჰარმონიზებულ ტექნიკურ სპეციფიკაციებში განხორციელებული ცვლილებები. მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამის შემთხვევაში, დეკლარირებული სამშენებლო პროდუქტის თვისებების სიზუსტის, სტაბილურობისა და საიმედოობის შენარჩუნების მიზნით, განახორციელოს ბაზარზე განთავსებული ან ხელმისაწვდომი სამშენებლო პროდუქტის ნიმუშის გამოცდა, ასევე, გამოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, შეინახოს: საჩივრები, პროდუქტის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობების შემთხვევებისა და პროდუქტის გამოთხოვის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია. მწარმოებელი ვალდებულია, ამგვარი მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს დისტრიბუტორებს.

4.მწარმოებელი ვალდებულია, რომ სამშენებლო პროდუქტზე დაიტანოს ტიპის, პარტიის ან სერიის ნომერი ან სხვა ნებისმიერი ნიშანი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის იდენტიფიცირებას. იმ შემთხვევებში, თუ აღნიშნული ვერ ხერხდება სამშენებლო პროდუქტის ზომის, ფორმის ან სხვა ფიზიკური მახასიათებლის გამო, ინფორმაცია დაიტანება სამშენებლო პროდუქტის შეფუთვაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან თანდართულ დოკუმენტაციაზე.

5.მწარმოებელი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტზე დაიტანოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. თუ აღნიშნული ვერ ხერხდება სამშენებლო პროდუქტის ზომის, ფორმის ან/და სხვა ფიზიკური მახასიათებლის გამო, მითითებული ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს პროდუქტის შეფუთვაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან თანდართულ დოკუმენტაციაზე.

6.მწარმოებელმა ბაზარზე განთავსებამდე სამშენებლო პროდუქტს უნდა დაურთოს შესაბამისი ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ქართულ ენაზე.

7.მწარმოებელი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას, ან არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის სხვა შესაბამის მოთხოვნებს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი მაკორექტირებელი ზომები, რათა სამშენებლო პროდუქტი მოიყვანოს შესაბამისობაში აღნიშნულ მოთხოვნებთან ან აუცილებლობის შემთხვევაში, მოახდინოს სამშენებლო პროდუქტის ბაზრიდან ამოღება ან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტი შეიცავს საფრთხეს, მწარმოებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მათ შორის, შეუსაბამობისა და განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ.

8.მწარმოებელი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს ყველა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციასთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე. მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც მიმართულია ბაზარზე განთავსებული პროდუქტის მიერ გამოწვეული საფრთხეების აღმოსაფხვრელად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მწარმოებელი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია შეადგინოს ამ რეგლამენტის მე-4 და მე-6 მუხლების შესაბამისად, ხოლო პროდუქტზე ნიშანდებაშესაბამისი ინფორმაცია დაიტანოს ამ რეგლამენტის მე-8 და მე-9 მუხლებისმუხლის შესაბამისად. მწარმოებელმა,მწარმოებელმა სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციას საფუძველადსაფუძვლად უნდა დაურთოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობისუცვლელობის, შეფასებისა და ვერიფიკაციისათვის გამოყენებული სისტემის ყველა შესაბამისი ელემენტის შესახებ ინფორმაციას. 2. მწარმოებელი ვალდებულია, შეინახოს ტექნიკური დოკუმენტაცია და სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. 3. მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ სერიული წარმოებისას სამშენებლო პროდუქტი ინარჩუნებდეს დეკლარირებულ სამშენებლო პროდუქტის თვისებებს. მწარმოებელმა ასევე უნდა გაითვალისწინოს პროდუქტის ტიპსა და მასთან დაკავშირებულ ჰარმონიზებულ ტექნიკურ სპეციფიკაციებში განხორციელებული ცვლილებები. მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამის შემთხვევაში, დეკლარირებული სამშენებლო პროდუქტის თვისებების სიზუსტის, სტაბილურობისა და საიმედოობის შენარჩუნების მიზნით, განახორციელოს ბაზარზე განთავსებული ან ხელმისაწვდომი სამშენებლო პროდუქტის ნიმუშის გამოცდა, ასევე, გამოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, შეინახოს: საჩივრები, პროდუქტის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობების შემთხვევებისა და პროდუქტის გამოთხოვის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია. მწარმოებელი ვალდებულია, ამგვარი მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს დისტრიბუტორებს. 4. მწარმოებელი ვალდებულია, რომ სამშენებლო პროდუქტზე დაიტანოს ტიპის, პარტიის ან სერიის ნომერი ან სხვა ნებისმიერი ნიშანი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის იდენტიფიცირებას. იმ შემთხვევებში, თუ აღნიშნული ვერ ხერხდება სამშენებლო პროდუქტის ზომის, ფორმის ან სხვა ფიზიკური მახასიათებლის გამო, ინფორმაცია დაიტანება სამშენებლო პროდუქტის შეფუთვაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან თანდართულ დოკუმენტაციაზე. 5. მწარმოებელი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტზე დაიტანოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. თუ აღნიშნული ვერ ხერხდება სამშენებლო პროდუქტის ზომის, ფორმის ან/და სხვა ფიზიკური მახასიათებლის გამო, მითითებული ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს პროდუქტის შეფუთვაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან თანდართულ დოკუმენტაციაზე. 6. მწარმოებელმა ბაზარზე განთავსებისასგანთავსებამდე სამშენებლო პროდუქტს უნდა დაურთოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი შესაბამისი ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.ინფორმაცია ქართულ ენაზე. 7. მწარმოებელი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას, ან არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის სხვა შესაბამის მოთხოვნებს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი მაკორექტირებელი ზომები, რათა სამშენებლო პროდუქტი მოიყვანოს შესაბამისობაში აღნიშნულ მოთხოვნებთან ან აუცილებლობის შემთხვევაში, მოახდინოს სამშენებლო პროდუქტის ბაზრიდან ამოღება ან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტი შეიცავს საფრთხეს, მწარმოებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მათ შორის, შეუსაბამობისა და განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ. 8. მწარმოებელი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს ყველა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციასთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე. მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც მიმართულია ბაზარზე განთავსებული პროდუქტის მიერ გამოწვეული საფრთხეების აღმოსაფხვრელად.
რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 29 მარ. 2024
  2. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 19 აპრ. 2023
  3. 1 აპრ. 2021· გამოქვეყნდა 22 დეკ. 2020
  4. 15 ნოე. 2018· გამოქვეყნდა 14 ნოე. 2018
წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დეფექტების მოთხოვნები და გარანტიასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2026-04-08 · №12

6
ციტირებულია მუხლი
4
ცვლილება
ბოლო 2024-03-29
2
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

მუხლი 7მუხლი 12მუხლი 11მუხლი 14მუხლი 13მუხლი 26

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 5მიმწოდებლის ვალდებულებები
  • 6დილერის ვალდებულებები
  • 9ბაზარზე ზედამხედველობა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 9მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 9ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • 11ბაზარზე უსაფრთხო პროდუქტის განთავსება
  • 23ობიექტის მფლობელის მოვალეობები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 34ელექტროენერგიის მწარმოებლის ვალდებულებები

სამშენებლო საქმიანობის შესახებ

  • 6სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა ვალდებულებანი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 43გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები

დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ

  • 16დოკუმენტის მწარმოებლის უფლებები

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 41ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის უზრუნველყოფის ვალდებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
691196971211141326563410
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამშენებლო პროდუქტების…ენერგოეტიკეტირების შეს…ნარჩენების მართვის კოდ…პროდუქტის უსაფრთხოების…ენერგეტიკისა და წყალმო…სამშენებლო საქმიანობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 8 აპრ. 2026