Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროკურატურის შესახებმუხლი 21

პროკურატურის შესახებ

მუხლი 21. სათათბირო ორგანოები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:შესაბამისობის ტრენინგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹5678

1.პროკურატურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით იქმნება გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოები − კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭო, სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭო და რანგირების საბჭო, რომლებსაც ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი.

2.კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს უფლებამოსილებებია: ა) პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსში, პროკურორთა/პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემაში ცვლილებების თაობაზე წინადადებების შემუშავება და რეკომენდაციის გაცემა და შემფასებელთა შესაბამისობის საკითხების განხილვა და რეკომენდაციის გაცემა; ბ) გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად დისციპლინური გადაცდომის (გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისებისა), წახალისებისა და დაწინაურების საკითხების განხილვა და რეკომენდაციის გაცემა; გ) საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება; „დ) პროკურატურის სტაჟიორთა მიღება, სტაჟირების პროცესის საერთო ზედამხედველობა და შეფასება.“;

3.პროკურატურის თანამშრომელს უფლება აქვს, ახსნა-განმარტების მისაცემად დაესწროს კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს სხდომას.

4.სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს უფლებამოსილებაა პროკურატურის სისტემის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და განვითარების გეგმის სრულყოფის, პროგრამებისა და სხვა საჭიროებების განსაზღვრისა და სრულყოფის, სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი სახელმძღვანელო პრინციპების, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და სრულყოფის საკითხების განხილვა და რეკომენდაციის გაცემა.

4¹.რანგირების საბჭოს უფლებამოსილებაა პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესებით განსაზღვრული რანგში დაწინაურების საკითხის განხილვა.

5.მუდმივმოქმედი სათათბირო საბჭოები შედგება ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა და პროკურატურის შესაბამისი უფლებამოსილების განმახორციელებელი სხვა თანამშრომლებისაგან.

6.გენერალური პროკურორი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, შექმნას სხვა სათათბირო საბჭოები იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც არ შედის მუდმივმოქმედი საბჭოების უფლებამოსილებაში და ხელს უწყობს პროკურატურის ამოცანების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებას.

7.სათათბირო ორგანოების გადაწყვეტილება, როგორც წესი, სარეკომენდაციო ხასიათისაა და გენერალური პროკურორისთვის შესასრულებლად სავალდებულო არ არის.

8.სათათბირო ორგანოების საქმიანობის წესს და შემადგენლობას (გარდა ამ მუხლით პირდაპირ განსაზღვრული გამონაკლისებისა) განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. კარი III პროკურატურის საქმიანობის მიმართულებები, პერსონალი და უფლებამოსილება თავი VI პროკურატურის საქმიანობის მიმართულებები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პროკურატურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით იქმნება გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოები − კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭო, სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭო და რანგირების საბჭო, რომლებსაც ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი. 2. კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს უფლებამოსილებებია: ა) პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსში, პროკურორთა/პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემაში ცვლილებების თაობაზე წინადადებების შემუშავება და რეკომენდაციის გაცემა და შემფასებელთა შესაბამისობის საკითხების განხილვა და რეკომენდაციის გაცემა; ბ) გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად დისციპლინური გადაცდომის (გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისებისა), წახალისებისა და დაწინაურების საკითხების განხილვა და რეკომენდაციის გაცემა; გ) საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება; „დ) პროკურატურის სტაჟიორთა მიღება, სტაჟირების პროცესის საერთო ზედამხედველობა და შეფასება.“; 3. პროკურატურის თანამშრომელს უფლება აქვს, ახსნა-განმარტების მისაცემად დაესწროს კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს სხდომას. 4. სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს უფლებამოსილებაა პროკურატურის სისტემის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და განვითარების გეგმის სრულყოფის, პროგრამებისა და სხვა საჭიროებების განსაზღვრისა და სრულყოფის, სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი სახელმძღვანელო პრინციპების, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და სრულყოფის საკითხების განხილვა და რეკომენდაციის გაცემა. 4 1 . რანგირების საბჭოს უფლებამოსილებაა პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესებით განსაზღვრული რანგში დაწინაურების საკითხის განხილვა. 5. მუდმივმოქმედი სათათბირო საბჭოები შედგება ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა და პროკურატურის შესაბამისი უფლებამოსილების განმახორციელებელი სხვა თანამშრომლებისაგან. 6. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, შექმნას სხვა სათათბირო საბჭოები იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც არ შედის მუდმივმოქმედი საბჭოების უფლებამოსილებაში და ხელს უწყობს პროკურატურის ამოცანების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებას. 7. სათათბირო ორგანოების გადაწყვეტილება, როგორც წესი, სარეკომენდაციო ხასიათისაა და გენერალური პროკურორისთვის შესასრულებლად სავალდებულო არ არის. 8. სათათბირო ორგანოების საქმიანობის წესს და შემადგენლობას (გარდა ამ მუხლით პირდაპირ განსაზღვრული გამონაკლისებისა) განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. კარი III პროკურატურის საქმიანობის მიმართულებები, პერსონალი და უფლებამოსილება თავი VI პროკურატურის საქმიანობის მიმართულებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 19 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 19 დეკ. 2023

    შეიქმნა რანგირების საბჭო (1-ლი და 4¹ პუნქტები), ხოლო კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დაემატა სტაჟიორთა მიღება და სტაჟირების ზედამხედველობა და შეფასება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მენეჯერების სამართლებრივი ინსტრუქტაჟისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №16

  • 1 ცვლილება · ბოლო 19 დეკ. 2023
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროკურატურის შესახებ

  • 29სტრატეგიული განვითარების მხარდაჭერა
  • 15გენერალური პროკურორი
  • 36¹პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის რანგირება

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 29

საქართველოს კონსტიტუცია

  • 65პროკურატურა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 17

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 15

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 168საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

  • 13ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მოვალეობები

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 14ცენტრის მართვის ორგანოები

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 65საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 33პროკურორი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
29136533651419291536¹171516821
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებსაქართველოს მთავრობის …საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026