პროფესიული კავშირების შესახებ

მუხლი 11. დასაქმების ხელშეწყობის უფლება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 29 სექ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილიგურანდა გრიგოლია

1.პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) მონაწილეობს დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის, საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან გათავისუფლებულ მუშაკთა სოციალური დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში.

2.დამსაქმებლები, დამსაქმებელთა გაერთიანებები (კავშირები, ასოციაციები) შესაბამის პროფესიულ კავშირებს წინასწარ – 2 თვით ადრე მაინც – აწვდიან ინფორმაციას საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან მუშაობის დროებით შეჩერების შესახებ, რაც გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას ან შრომის პირობების გაუარესებას, გათავისუფლებულ მუშაკთათვის საქართველოს კანონმდებლობითა და კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) დადგენილი უფლებებისა და ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.

3.პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოს განსახილველად წარუდგინოს წინადადება მუშაკთა მასობრივ გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ვადების გადაწევის ან დროებით შეჩერების თაობაზე.

4.პროფესიული კავშირი საზოგადოებრივ ზედამხედველობას უწევს დასაქმების მდგომარეობას.

5.დამსაქმებლის ინიციატივით მუშაკთან – პროფკავშირის წევრთან – შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) ვადაზე ადრე შეიძლება გაუქმდეს შესაბამის პროფკავშირის კომიტეტთან (პროფკომიტეტთან) წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, კოლექტიური ხელშეკრულებით (შეთანხმებით) გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6.დაუშვებელია დამსაქმებლის მიერ მუშაკის დისკრიმინაცია პროფკავშირის წევრად ყოფნის ან არყოფნის გამო.

7.პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ძალის სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ორგანიზებული მოწვევის ან საქართველოდან ორგანიზებული გაყვანის საკითხის განხილვაში.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 6

ყველა გადაწყვეტილება
  • საკასაციო არსებითი (T2)

    როდის შეიძლება სააპელაციო საჩივრის ავტორის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა?

    დავა შეეხებოდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე შპს-ის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ წარმომადგენელი სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით იყო გაფრთხილებული და დაგვიანება არასაპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ნიშნავს თუ არა საწარმოს ფილიალის ლიკვიდაცია თავად საწარმოს ლიკვიდაციას?

    დავა ეხებოდა დასაქმებულთა გათავისუფლების ბრძანებების გაუქმებას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საწარმოს ფილიალის ლიკვიდაცია თავად საწარმოს ლიკვიდაციას არ ნიშნავს და დასაქმებულთა უპირობო გათავისუფლების საფუძველი არ არის. დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს შესაბამისი სამუშაოს შეთავაზებისა და სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების საკითხები. სასამართლომ ბრძანებების გაუქმება უცვლელად დატოვა, ხოლო აღდგენისა და განაცდურის მოთხოვნები ფაქტების დამატებით გამოსაკვლევად სსსკ 412-ის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა.

  • №ას-706-1348-032003-12-0910
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეიძლებოდა თუ არა 2003 წელს მოქმედი შრომის კანონმდებლობით ვადიანი ხელშეკრულების გაგრძელება მუშაკისთვის გაუცნობელი ცალმხრივი ბრძანებით?

    დავა შეეხებოდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების გაგრძელებისა და მუშაკთა გათავისუფლების ბრძანებების კანონიერებას, სამუშაოზე აღდგენას, იძულებით განაცდურსა და მორალურ ზიანს. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების გაგრძელება მხარეთა ნების გამოხატვას მოითხოვდა და მუშაკებისთვის გაუცნობელი გაგრძელების ბრძანება უკანონო იყო. სასამართლომ ასევე უკანონოდ მიიჩნია ამ ბრძანებით განსაზღვრული ვადის გასვლაზე დაფუძნებული გათავისუფლება. სსსკ 411-ის საფუძველზე მან გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება, მიიღო ახალი გადაწყვეტილება, გააუქმა სადავო ბრძანებები, აღადგინა მოსარჩელეები სამუშაოზე და დააკისრა მოპასუხეს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

  • №3772001-03-2113
    საკასაციო არსებითი (T2)

    როგორ განიმარტებოდა 2001 წელს დისციპლინური გადაცდომის გამოვლენიდან ერთთვიანი და მისი ჩადენიდან ექვსთვიანი ვადები?

    დავა ეხებოდა სამუშაოზე აღდგენასა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ იმ დროს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსით დისციპლინური სასჯელი გადაცდომის გამოვლენიდან არაუგვიანეს ერთი თვისა უნდა დადებულიყო, ხოლო ექვსთვიანი ვადა გადაცდომის ჩადენიდან მის გამოვლენამდე პერიოდს ეხებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა ერთთვიანი ვადა დაარღვია. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო გადაწყვეტილება სსსკ 410-ე მუხლით უცვლელად დარჩა.

  • №2502000-11-2213
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის შეიძლება არ არსებობდეს პროფკავშირის კრების ოქმის ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი სამუშაოდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ დავაში?

    დავა შეეხებოდა იუსტიციის სამინისტროს პროფკავშირული ორგანიზაციის წევრთა კრების ოქმის ბათილად ცნობას, რომელიც მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას უკავშირდებოდა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ოქმის ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი არ ჰქონდა, რადგან გათავისუფლების ბრძანება ოქმს არ ეყრდნობოდა და მისი ბათილად ცნობა გათავისუფლების საკითხზე გავლენას ვერ მოახდენდა. სასამართლომ დამატებითი მტკიცებულებების გამოკვლევა საჭიროდ არ მიიჩნია და სსსკ 411-ის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • კერძო საჩივარი (T4)

    რა ვადაში უნდა იქნეს შეტანილი კერძო საჩივარი განჩინების გადაცემის შემდეგ?

    დავა ეხებოდა სამუშაოზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და სახელფასო დავალიანების გადახდას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო განუხილველად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ კერძო საჩივრის შეტანის თორმეტდღიანი ვადა განჩინების გადაცემიდან იწყება და წარმომადგენლისათვის ჩაბარება მხარისთვის ჩაბარებად ითვლება. კერძო საჩივარი ვადის დარღვევის გამო განუხილველად დარჩა; უზენაეს სასამართლოს შრომითი მოთხოვნები არსებითად არ განუხილავს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) მონაწილეობს დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის, საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან გათავისუფლებულ მუშაკთა სოციალური დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში. 2. დამსაქმებლები, დამსაქმებელთა გაერთიანებები (კავშირები, ასოციაციები) შესაბამის პროფესიულ კავშირებს წინასწარ – 2 თვით ადრე მაინც – აწვდიან ინფორმაციას საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან მუშაობის დროებით შეჩერების შესახებ, რაც გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას ან შრომის პირობების გაუარესებას, გათავისუფლებულ მუშაკთათვის საქართველოს კანონმდებლობითა და კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) დადგენილი უფლებებისა და ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად. 3. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოს განსახილველად წარუდგინოს წინადადება მუშაკთა მასობრივ გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ვადების გადაწევის ან დროებით შეჩერების თაობაზე. 4. პროფესიული კავშირი საზოგადოებრივ ზედამხედველობას უწევს დასაქმების მდგომარეობას. 5. დამსაქმებლის ინიციატივით მუშაკთან – პროფკავშირის წევრთან – შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) ვადაზე ადრე შეიძლება გაუქმდეს შესაბამის პროფკავშირის კომიტეტთან (პროფკომიტეტთან) წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, კოლექტიური ხელშეკრულებით (შეთანხმებით) გათვალისწინებულ შემთხვევებში. 6. დაუშვებელია დამსაქმებლის მიერ მუშაკის დისკრიმინაცია პროფკავშირის წევრად ყოფნის ან არყოფნის გამო. 7. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ძალის სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ორგანიზებული მოწვევის ან საქართველოდან ორგანიზებული გაყვანის საკითხის განხილვაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
265270536710212101139211
მნიშვნელობით ახლოსპროფესიული კავშირების …საქართველოს შრომის კოდ…შრომის უსაფრთხოების შე…დასაქმების ხელშეწყობის…შეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა