პროფესიული კავშირების შესახებ

მუხლი 25. დამსაქმებლის ვალდებულებები პროფესიული კავშირის საქმიანობისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 29 სექ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიანუგზარ მოსიძესალომე ოსეფაშვილი

1.დამსაქმებელი, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულია არსებული მატერიალური და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში შექმნას პროფესიული კავშირის საქმიანობისთვის საჭირო პირობები, პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას სამსახურებრივი სარგებლობისთვის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხარჯზე გადასცეს სათავსი, მოწყობილობა, კავშირგაბმულობის საშუალებები.

2.საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მოქმედი პროფესიული კავშირის საქმიანობისთვის სხვა, დამატებითი მატერიალური პირობების შექმნა წესრიგდება კოლექტიური ხელშეკრულებით (შეთანხმებით).

3.დამსაქმებელი, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია მუშაკთა – პროფკავშირის წევრთა – პირადი წერილობითი განცხადების საფუძველზე ამ მუშაკთა ხელფასიდან ყოველთვიურად რიცხავს პროფკავშირულ საწევრო შენატანებს პროფესიული კავშირის ანგარიშზე კოლექტიური ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. თავი IV. პროფესიული კავშირის უფლებათა დაცვა და პასუხისმგებლობა

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-476-824-072007-11-1413
    საკასაციო არსებითი (T2)

    წარმოშობს თუ არა საწევროს წარსულში გადახდა თავისთავად მისი შემდგომი გადახდის ვალდებულებას?

    დარგობრივი პროფკავშირი სააქციო საზოგადოებისგან მუშაკთა ხელფასებიდან დაქვითული საწევრო თანხის გადახდას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პროფკავშირის მიმართ ვალდებულების წარმოშობა არ დადასტურდა და კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით არსებული ურთიერთობა ბათილი გარიგება იყო. სასამართლოს შეფასებით, შედარების აქტს დარგობრივი პროფკავშირის მიმართ ვალდებულების აღიარების სავალდებულო ძალაც არ ჰქონდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით უცვლელად დარჩა.

  • №ას-373-771-062007-01-0814
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საკმარისია თუ არა შედარების აქტში დავალიანების მითითება ვალის აღიარების ხელშეკრულების დასადგენად?

    დარგობრივმა პროფკავშირმა სააქციო საზოგადოებისაგან ხელფასებიდან დაქვითული პროფსაწევროს გადახდა მოითხოვა. დავის მთავარი საკითხი იყო, წარმოადგენდა თუ არა შედარების აქტი ვალის აღიარების ხელშეკრულებას და საკმარისად გამოიკვლია თუ არა სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის საფუძველი. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ვალის მითითების შემცველი დოკუმენტი ხელშეკრულებად ვერ ჩაითვლება, თუ მხარეების შეთანხმება არსებით პირობებზე დადგენილი არ არის. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დამსაქმებელი, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულია არსებული მატერიალური და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში შექმნას პროფესიული კავშირის საქმიანობისთვის საჭირო პირობები, პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას სამსახურებრივი სარგებლობისთვის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხარჯზე გადასცეს სათავსი, მოწყობილობა, კავშირგაბმულობის საშუალებები. 2. საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მოქმედი პროფესიული კავშირის საქმიანობისთვის სხვა, დამატებითი მატერიალური პირობების შექმნა წესრიგდება კოლექტიური ხელშეკრულებით (შეთანხმებით). 3. დამსაქმებელი, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია მუშაკთა – პროფკავშირის წევრთა – პირადი წერილობითი განცხადების საფუძველზე ამ მუშაკთა ხელფასიდან ყოველთვიურად რიცხავს პროფკავშირულ საწევრო შენატანებს პროფესიული კავშირის ანგარიშზე კოლექტიური ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. თავი IV. პროფესიული კავშირის უფლებათა დაცვა და პასუხისმგებლობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
522213452111105111540825
მნიშვნელობით ახლოსპროფესიული კავშირების …შრომის უსაფრთხოების შე…დასაქმების ხელშეწყობის…საქართველოს შრომის კოდ…პროდუქტის უსაფრთხოების…ნებაყოფლობითი კერძო პე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა