Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროფესიული კავშირების შესახებმუხლი 3

პროფესიული კავშირების შესახებ

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 29 სექ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დარგობრივი პროფესიული კავშირი – პროფესიული კავშირი, რომელიც ნებაყოფლობით აერთიანებს საქართველოს ეროვნული მეურნეობის ერთი ან რამდენიმე მონათესავე დარგის საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში მომუშავე პროფკავშირის წევრებს და მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; ბ) პროფესიული სპეციფიკის პროფკავშირი – პროფესიული კავშირი, რომელიც ნებაყოფლობით აერთიანებს ერთი ან სხვადასხვა დარგის საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში მომუშავე, ერთი და იმავე პროფესიის მქონე პროფკავშირის წევრებს და მოქმედებს ერთი ან რამდენიმე საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ქალაქის, რაიონის, რეგიონის ან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; გ) საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, საქალაქო, რაიონული, რეგიონული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული კავშირი ან პროფკავშირული ორგანიზაცია – პროფესიული კავშირი, რომელიც ნებაყოფლობით აერთიანებს ერთი პროფესიული კავშირის წევრებს და მოქმედებს შესაბამისად ერთი საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ქალაქის, რაიონის, რეგიონის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე; დ) საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, საქალაქო, რაიონული, რეგიონული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) – პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია), რომელიც ნებაყოფლობით აერთიანებს პროფესიულ კავშირებს ან/და პროფესიული კავშირების გაერთიანებებს (ასოციაციებს) და მოქმედებს შესაბამისად საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ქალაქის, რაიონის, რეგიონის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე; ე) პროფესიული კავშირების ეროვნული გაერთიანება (ასოციაცია) – პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია), რომელიც ნებაყოფლობით აერთიანებს პროფესიულ კავშირებს ან/და პროფესიული კავშირების გაერთიანებებს (ასოციაციებს) და მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; ვ) პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია – პროფკავშირული ორგანიზაცია, რომელიც ნებაყოფლობით აერთიანებს ერთ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მომუშავე პროფკავშირის წევრებს, მოქმედებს შესაბამისი პროფესიული კავშირის წესდებით და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის დებულებით; ზ) პროფკავშირული ორგანო – ორგანო, რომელიც შექმნილია (არჩეულია) პროფესიული კავშირის წესდების, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) წესდების ან პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის დებულების შესაბამისად; თ) პროფკავშირის კომიტეტი (პროფკომიტეტი) – პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის მიერ არჩეული პროფკავშირული ორგანო; ი) პროფორგანიზატორი (პროფჯგუფორგი) – პროფკავშირის წევრი, რომელიც არჩეულია იმ პროფკავშირული ორგანიზაციის მიერ, რომელშიც ირიცხება 15 პროფკავშირის წევრზე ნაკლები, და რომელიც მოქმედებს პროფკავშირის წევრთა კრების რწმუნებით; კ) დამსაქმებელი (სამუშაოს მიმცემი, დამქირავებელი) – ორგანიზაცია ან იურიდიული პირი, რომელიც წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით (ადმინისტრაციით), ან ფიზიკური პირი, რომელთანაც მუშაკს (მომუშავეს) დადებული აქვს შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი); ლ) მუშაკი – ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე მუშაობს საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში ან ეწევა ინდივიდუალურ მეწარმეობას; მ) პროფკავშირის წევრი – ფიზიკური პირი (მუშაკი, დროებით უმუშევარი, პენსიონერი, სტუდენტი), რომელიც იზიარებს (ეთანხმება) პროფესიული კავშირის წესდებას, ასრულებს მას და ირიცხება პროფკავშირულ ორგანიზაციაში; ნ) პროფკავშირული მუშაკი – პროფკავშირის წევრი, რომელიც არჩეულია პროფკავშირულ ორგანოში ან შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე მუშაობს პროფკავშირულ ორგანოში; ო) კოლექტიური ხელშეკრულება – დამსაქმებელს, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას და პროფკავშირულ ორგანიზაციას შორის ხელშეკრულება, რომელიც აწესრიგებს მხარეთა შრომით, სოციალურ და პროფესიულ ურთიერთობებს; პ) დარგობრივი (სატარიფო) შეთანხმება – საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, პროფესიული კავშირებისა და დამსაქმებელთა (მეწარმეთა) შესაბამის ორგანოებს შორის შეთანხმება, რომელიც აწესრიგებს მხარეთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს; ჟ) გენერალური შეთანხმება – საქართველოს მთავრობას, პროფესიული კავშირებისა და მეწარმეთა საერთო-ეროვნულ გაერთიანებებს შორის შეთანხმება, რომელიც აწესრიგებს მხარეთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს.

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2020-09-29 · №2

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პროფესიული კავშირების შესახებ

  • 2პროფესიული კავშირების, პროფესიული კავშირების გაერთიანებების (ასოციაციების) შექმნის უფლება
  • 10მუშაკთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დაცვისა და წარმომადგენლობის უფლება
  • 1კანონის მიზნები

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

  • 2—

შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ

  • 3კანონში გამოყენებული ტერმინები

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ

  • 1ტერმინთა განმარტება

სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ

  • 1კანონში გამოყენებული ძირითადი ტერმინები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12313210132223
მნიშვნელობით ახლოსშრომის უსაფრთხოების შე…შრომითი მიგრაციის შესა…დასაქმების ხელშეწყობის…პროფესიული კავშირების …სამეწარმეო საქმიანობის…შემოქმედ მუშაკთა და შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 29 სექ. 2020