Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკავაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებმუხლი 2

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 29 ნოე. 2023
თემები:ჯანმრთელობის მონაცემებისაარბიტრაჟო სტრატეგია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა)  ადგილობრივი  ინდუსტრია  −  ყველა მწარმოებელი, რომლებიც საქართველოს  საბაჟო ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა) აწარმოებენ მსგავს პროდუქტს, ან მსგავსი პროდუქტის მწარმოებელთა ერთობლიობა, რომელთა წარმოების საერთო წილი შეადგენს მთლიანი ადგილობრივი წარმოების ძირითად ნაწილს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი პროდუქტის ადგილობრივი მწარმოებლები ამავდროულად არიან შესწავლის ობიექტის იმპორტიორები ან შესწავლის ობიექტის იმპორტიორთან ან ექსპორტიორთან დაკავშირებული პირები, − დანარჩენ მწარმოებელთა ერთობლიობა; ბ) დაკავშირებული პირები ­− „ადგილობრივი ინდუსტრიის“ განსაზღვრების მიზნებისთვის, პირები ჩაითვლებიან დაკავშირებულ პირებად, თუ: ბ.ა) ერთი პირი პირდაპირად ან ირიბად აკონტროლებს მეორეს; ბ.ბ) ორივე პირს პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს მესამე პირი; ბ.გ) ორივე პირი ერთად პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს მესამე პირს, ამასთანავე, არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ ასეთი ურთიერთობის გავლენით უზრუნველყოფილია დაკავშირებული მწარმოებლის არადაკავშირებული მწარმოებლისგან განსხვავებული ქცევა. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, ჩაითვლება, რომ ერთი პირი აკონტროლებს მეორეს, როდესაც პირველს სამართლებრივად ან ოპერაციულად ისეთი პოზიცია უკავია, რომლითაც შეუძლია მეორის შეზღუდვა ან მისთვის მითითების მიცემა; გ) ანტიდემპინგური ღონისძიება − წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება ან/და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი; დ) წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება − საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტის შეზღუდვის ისეთი ანტიდემპინგური ღონისძიება, რომელიც შემოიღება წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის ან/და უზრუნველყოფის ფორმის სახით, შესწავლის პერიოდში ადგილობრივი ინდუსტრიის დემპინგური იმპორტით მისაყენებელი ზიანისგან დაცვის მიზნით; ე) სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი − საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტის შეზღუდვის ისეთი ანტიდემპინგური ღონისძიება, რომელიც შემოღებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ განხორციელებული შესწავლის საფუძველზე; ვ) ექსპორტიორი − პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქტის ექსპორტს ახორციელებს; ზ) იმპორტიორი − პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის იმპორტს ახორციელებს; თ) დაინტერესებული პირები − დაინტერესებულ პირებად ჩაითვლებიან შემდეგი პირები: თ.ა) შესწავლის ობიექტის ექსპორტიორი, იმპორტიორი, უცხოელი მწარმოებელი; თ.ბ) სავაჭრო გაერთიანება ან ბიზნესგაერთიანება, რომლის წევრთა უმრავლესობა არის შესწავლის ობიექტის მწარმოებელი, ექსპორტიორი ან იმპორტიორი; თ.გ) შესწავლის ობიექტის ექსპორტიორი ქვეყნის მთავრობა; თ.დ) მსგავსი პროდუქტის ადგილობრივი მწარმოებელი; თ.ე) მომხმარებელთა გაერთიანება; თ.ვ) მწარმოებელი, რომელიც შესწავლის ობიექტს წარმოების პროცესში იყენებს; ი) ვაჭრობის ჩვეულებრივი პირობა − მსგავსი პროდუქტის თვითღირებულებაზე არანაკლებ ფასად ყიდვა/გაყიდვა; კ) დემპინგური ზღვარი − ნორმალურ ღირებულებასა და საექსპორტო ფასს შორის სხვაობა, რომელიც საექსპორტო ფასის მიმართ პროცენტული მაჩვენებლით არის გამოსახული; ლ) ზიანი − ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი ან მისთვის მატერიალური ზიანის მიყენების საფრთხე, რომელიც აშკარად გარდაუვალია; მ) შესწავლის ობიექტი − იმპორტირებული პროდუქტი, რომელიც შესწავლას ექვემდებარება და მითითებულია შესწავლის დაწყების შესახებ დოკუმენტში; ნ) მსგავსი პროდუქტი − პროდუქტი, რომელიც არის შესწავლის ობიექტის იდენტური, ანუ ყოველმხრივ ამ პროდუქტის მსგავსი, ხოლო ასეთი პროდუქტის არარსებობის შემთხვევაში − პროდუქტი, რომელიც ყოველმხრივ შესწავლის ობიექტის მსგავსი არ არის, მაგრამ აქვს ისეთი მახასიათებლები, რომლებიც ძალიან წააგავს შესწავლის ობიექტის მახასიათებლებს; ო) დემპინგი − შესწავლის ობიექტის ადგილობრივ ბაზარზე ნორმალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად განთავსება. დემპინგის შემთხვევაში შესწავლის ობიექტის საექსპორტო ფასი ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში ექსპორტიორი ქვეყნის ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მსგავსი პროდუქტის შესადარებელ ფასზე ნაკლებია; პ) ნორმალური ღირებულება − ექსპორტიორ ქვეყანაში ადგილობრივი მოხმარებისთვის განკუთვნილი მსგავსი პროდუქტის ფასი ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში, ხოლო ასეთი ფასის არარსებობის შემთხვევაში − შესაბამის მესამე ქვეყანაში ექსპორტის განხორციელებისას მსგავსი პროდუქტის შესადარებელი ფასი ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში.

წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სავაჭრო დაცვის პროცედურებისერვისის გვერდი
  • WTO დავების გადაწყვეტასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-11-29 · №1

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

  • 1კანონის მიზანი და მოქმედების სფერო
  • 14ზიანის დადგენა
  • 3შესწავლა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 6ტერმინთა განმარტება

პროფესიული კავშირების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

  • 2—

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

კონკურენციის შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
  • 16უფლებამოსილი ორგანო და მისი ორგანიზება

საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ

  • 1ტერმინთა განმარტება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13²ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1213²316363114322
მნიშვნელობით ახლოსვაჭრობაში ანტიდემპინგუ…საქართველოს საბაჟო კოდ…პროფესიული კავშირების …სამეწარმეო საქმიანობის…საქონლის ადგილწარმოშობ…ენერგოეტიკეტირების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 29 ნოე. 2023