Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებმუხლი 39

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

მუხლი 39. ამ თავის მიზნები, ძირითადი პრინციპები და გავრცელების ფარგლები

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 18 დეკ. 2025
თემები:ზონირება და მიწის გამოყენებაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityდავები და დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ამ თავის მიზანია მიჯნის ზონის რეგულირება და ძირითადი ფუნქციის შენობის დამხმარე შენობა-ნაგებობათა განთავსების წესის დადგენა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს როგორც განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებისას, ისე ცალკეული გადაწყვეტილებების მიღებისას.

2.ამ თავის მიზნებისთვის: ა) მიწის ნაკვეთის საზღვარი არის ორი სახის: საზოგადოებრივი საზღვარი და სამეზობლო საზღვარი; ბ) მიწის ნაკვეთის საზღვრის ორი ერთმანეთის მოსაზღვრე (გადამკვეთი) საზღვარი, რომლებიც ერთმანეთთან ქმნიან 160 გრადუსიდან 180 გრადუსამდე კუთხეს, წარმოადგენს მიწის ნაკვეთის საზღვრის ერთ მხარეს. ასეთ შემთხვევაში, უპირატესი არის უფრო გრძელი მონაკვეთი; გ) შესაბამისი საზღვრის მხარეს განთავსებულად ითვლება შენობის ყველა ის საანგარიშო ზედაპირი, რომელიც საზღვრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყესთან ქმნის ნულიდან 45 გრადუსის ჩათვლით კუთხეს; დ) შენობის განთავსებისას ერთ შენობად ითვლება შენობა, რომელსაც გააჩნია დამოუკიდებლად მომუშავე საძირკვლის კონსტრუქციული სისტემა; ე) ამ თავის მიზნებისთვის შესაძლებელია დადგინდეს განაშენიანების რეგულირების ხაზი (ლურჯი ხაზი) და განაშენიანების სავალდებულო ხაზი (წითელი ხაზი).

3.დაუშვებელია ერთი შენობის ერთზე მეტ მიწის ნაკვეთზე განთავსება.

4.როდესაც შენობის საანგარიშო ზედაპირი წარმოადგენს არაერთგვაროვან სიბრტყეს, მაშინ მიჯნის ზონა იანგარიშება შესაბამის საზღვრის მხარეს არსებული შენობის უახლოესი წერტილიდან, იმ შემთხვევაში, თუ გამოწეული ნაწილების საანგარიშო ზედაპირის ფართობი 50%-ზე მეტია ძირითადი ფასადის საანგარიშო ზედაპირის ფართობზე.

5.მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსებისას და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრისას, თუ კონკრეტულ საკითხს არეგულირებს ამ თავით განსაზღვრული რამდენიმე ნორმა, უპირატესად მოქმედებს ის, რომელიც უფრო მკაცრ შეზღუდვებს აწესებს.

6.ამ თავით დადგენილი მოთხოვნების დაცვის ვალდებულება არ ვრცელდება სპეციალური დანიშნულების ნაგებობების მიმართ. სპეციალური დანიშნულების ნაგებობის განთავსების პირობები და მათი მაქსიმალური სიმაღლეები განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

7.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მოქმედებს ამ ზონისთვის შესაბამისი კანონმდებლობით ან/და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ თავის მიზანია მიჯნის ზონის რეგულირება და ძირითადი ფუნქციის შენობის დამხმარე შენობა-ნაგებობათა განთავსების წესის დადგენა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს როგორც განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებისას, ისე ცალკეული გადაწყვეტილებების მიღებისას. 2. ამ თავის მიზნებისთვის: ა) მიწის ნაკვეთის საზღვარი არის ორი სახის: საზოგადოებრივი საზღვარი და სამეზობლო საზღვარი; ბ) მიწის ნაკვეთის საზღვრის ორი ერთმანეთის მოსაზღვრე (გადამკვეთი) საზღვარი, რომლებიც ერთმანეთთან ქმნიან 160 გრადუსიდან 180 გრადუსამდე კუთხეს, წარმოადგენს მიწის ნაკვეთის საზღვრის ერთ მხარეს. ასეთ შემთხვევაში, უპირატესი არის უფრო გრძელი მონაკვეთი; გ) შესაბამისი საზღვრის მხარეს განთავსებულად ითვლება შენობის ყველა ის საანგარიშო ზედაპირი, რომელიც საზღვრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყესთან ქმნის ნულიდან 45 გრადუსის ჩათვლით კუთხეს; დ) შენობის განთავსებისას ერთ შენობად ითვლება შენობა, რომელსაც გააჩნია დამოუკიდებლად მომუშავე საძირკვლის კონსტრუქციული სისტემა; ე) ამ თავის მიზნებისთვის შესაძლებელია დადგინდეს განაშენიანების რეგულირების ხაზი (ლურჯი ხაზი) და განაშენიანების სავალდებულო ხაზი (წითელი ხაზი). 3. დაუშვებელია ერთი შენობის ერთზე მეტ მიწის ნაკვეთზე განთავსება. 4. იმ შემთხვევაში, როდესაც შენობის საანგარიშო ზედაპირი წარმოადგენს არაერთგვაროვან სიბრტყეს, მაშინ მიჯნის ზონა იანგარიშება შესაბამის საზღვრის მხარეს არსებული შენობის უახლოესი წერტილიდან.წერტილიდან, იმ შემთხვევაში, თუ გამოწეული ნაწილების საანგარიშო ზედაპირის ფართობი 50%-ზე მეტია ძირითადი ფასადის საანგარიშო ზედაპირის ფართობზე. 5. მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსებისას და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრისას, თუ კონკრეტულ საკითხს არეგულირებს ამ თავით განსაზღვრული რამდენიმე ნორმა, უპირატესად მოქმედებს ის, რომელიც უფრო მკაცრ შეზღუდვებს აწესებს. 6. ამ თავით დადგენილი მოთხოვნების დაცვის ვალდებულება არ ვრცელდება სპეციალური დანიშნულების ნაგებობების მიმართ. სპეციალური დანიშნულების ნაგებობის განთავსების პირობები და მათი მაქსიმალური სიმაღლეები განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 7. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მოქმედებს ამ ზონისთვის შესაბამისი კანონმდებლობით ან/და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნები.
რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 17 ოქტ. 2023
წინა მუხლი 38შემდეგი მუხლი 40

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ზონირების ვარიანტები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ზონირების ცვლილების განაცხადები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ქვედანაყოფის დამტკიცება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ზონირების და რეგულაციის ანალიზი ოპტიმალური გამოყენების კონტექსტში1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-12-18 · №4

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2023-10-17
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 38

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 74მიწის ნაკვეთზე მიჯნის ზონის რეგულირება
  • 64ამ თავის მიზნები
  • 65მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების ძირითადი საფუძველი

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 38განაშენიანების რეგულირების ზონისა და რეჟიმის დადგენა
  • 37ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონისა და რეჟიმის დადგენა
  • 35დამცავი ზონების დადგენის მიზნები და ამოცანები

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 50შენობა-ნაგებობაზე ინფორმაციის წარმოდგენის სპეციფიკა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 14რეგულირების სფერო
  • 1კოდექსის მიზანი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 181სასაზღვრო მიჯნის აღმართვის მოვალეობა

კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

  • 92ქალაქის მიწების გამოყენება

ნიადაგის დაცვის შესახებ

  • 2კანონის მიზნები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
383735181250141746465389239
მითითებამნიშვნელობით ახლოსტერიტორიების გამოყენებ…საქართველოს სივრცის და…კულტურული მემკვიდრეობი…უძრავ ნივთებზე უფლებათ…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 18 დეკ. 2025