Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 204

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 204. საქონლის ცდის, ანალიზის ან ტესტირების ჩატარების მიზნით შემოტანა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:წყლის რესურსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება იმ საქონლის შემოტანა, რომელიც ექვემდებარება გამოცდას, ანალიზს ან ტესტირებას მისი შემადგენლობის, ხარისხის ან სხვა ტექნიკური მახასიათებლების დასადგენად, თუ აღნიშნული ოპერაცია ინფორმაციის მიღების ან სამრეწველო ან სავაჭრო კვლევის მიზნით ხორციელდება.

2.ამ მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება ცდისადმი, ანალიზისადმი ან ტესტირებისადმი დაქვემდებარებული საქონლის შემოტანა, თუ იგი ცდის, ანალიზის ან ტესტირების პროცესში სრულად იქნება გამოყენებული ან განადგურებული.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება იმ საქონელზე, რომლის ცდის, ანალიზის ან ტესტირების პროცესი მოიცავს ამ საქონლის გაყიდვის ხელშეწყობის ოპერაციებს.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება საქონლის იმ ოდენობაზე, რომელიც მისი შემოტანის მიზნისთვისაა საჭირო.

5.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ საქონელზე, რომელიც ცდის, ანალიზის ან ტესტირების პროცესში სრულად არ გამოიყენება ან არ ნადგურდება, თუ ცდის, ანალიზის ან ტესტირების დასრულების შემდეგ დარჩენილი პროდუქტი: ა) სრულად განადგურდება ან დაკარგავს კომერციულ ღირებულებას ცდის, ანალიზის ან ტესტირების დასრულების შემდეგ; ბ) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცემა; გ) განსაკუთრებული გარემოების გამო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გაიტანება.

6.ამ მუხლის მე-5 ნაწილის მიზნისთვის „დარჩენილი პროდუქტი“ არის ცდის, ანალიზის ან ტესტირების შედეგად მიღებული პროდუქტი ან საქონელი, რომელიც ფაქტობრივად არ იქნა გამოყენებული ცდის, ანალიზის ან ტესტირების პროცესში.

7.თუ ამ მუხლის მე-5 ნაწილით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ცდის, ანალიზის ან ტესტირების დასრულების შემდეგ დარჩენილი პროდუქტი ექვემდებარება იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით დაბეგვრას, რომელიც მოქმედებს ცდის, ანალიზის ან ტესტირების დასრულების მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. დაინტერესებულ მხარეს შეუძლია ცდის, ანალიზის ან ტესტირების დასრულების შემდეგ დარჩენილი პროდუქტი ნარჩენად ან/და ჯართად აქციოს. ამ შემთხვევაში დაბეგვრა მოხდება იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს მისი ნარჩენად ან/და ჯართად ქცევის მომენტში.

8.კომპეტენტური ორგანო განსაზღვრავს ვადას, რომლის ფარგლებშიც უნდა ჩატარდეს ცდა, ანალიზი ან ტესტირება, აგრეთვე ადმინისტრაციულ ფორმალობებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს საქონლის წინასწარ განსაზღვრული მიზნით გამოყენების უზრუნველსაყოფად.

წინა მუხლი 203შემდეგი მუხლი 205

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • წარმოშობის სერტიფიცირებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №10

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 203საქონლის ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით შემოტანა
  • 192ლაბორატორიული კვლევისთვის განკუთვნილი ცხოველის შემოყვანა, ბიოლოგიური ან ქიმიური ნივთიერების შემოტანა
  • 194სამედიცინო კვლევისთვის, სამედიცინო დიაგნოსტირებისთვის ან სამედიცინო მკურნალობისთვის განკუთვნილი ხელსაწყოს ან აპარატურის შემოტანა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 199გადასახადისაგან გათავისუფლება
  • 189აქციზის ჩათვლა
  • 172დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლება

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

  • 3შესწავლა
  • 11საექსპორტო ფასი
  • 12ფასების სამართლიანი შედარება

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 10თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანა-გატანა
  • 9გადასახადები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 10პროდუქტთან დაკავშირებით გადასახდელებისა და სუბსიდიების დადგენა და შეზღუდვების შემოღება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1091991891721020319219431112204
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…თავისუფალი ინდუსტრიული…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025