საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 192. ლაბორატორიული კვლევისთვის განკუთვნილი ცხოველის შემოყვანა, ბიოლოგიური ან ქიმიური ნივთიერების შემოტანა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება: ა) ლაბორატორიაში გამოყენებისთვის განკუთვნილი ცხოველის შემოყვანა; ბ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნუსხით გათვალისწინებული ბიოლოგიური ან ქიმიური ნივთიერების არასამეწარმეო მიზნით შემოტანა.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმავე ნაწილით გათვალისწინებულ ცხოველზე, ბიოლოგიურ ან ქიმიურ ნივთიერებაზე, რომელიც განკუთვნილია: ა) იმ საჯარო დაწესებულებისთვის ან საჯარო დაწესებულების იმ სტრუქტურული ერთეულისთვის, რომლის ძირითადი საქმიანობა საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობაა; ბ) კერძო დაწესებულებისთვის, რომლის ძირითადი საქმიანობა საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობაა.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუსხა შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე იმ ბიოლოგიურ და ქიმიურ ნივთიერებებს, რომელთა ეკვივალენტური პროდუქცია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არ არის და რომლებიც, განსაკუთრებული მახასიათებლებიდან ან ხარისხიდან გამომდინარე, აუცილებელია სამეცნიერო კვლევისთვის.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება: ა) ლაბორატორიაში გამოყენებისთვის განკუთვნილი ცხოველის შემოყვანა; ბ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნუსხით გათვალისწინებული ბიოლოგიური ან ქიმიური ნივთიერების არასამეწარმეო მიზნით შემოტანა. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმავე ნაწილით გათვალისწინებულ ცხოველზე, ბიოლოგიურ ან ქიმიურ ნივთიერებაზე, რომელიც განკუთვნილია: ა) იმ საჯარო დაწესებულებისთვის ან საჯარო დაწესებულების იმ სტრუქტურული ერთეულისთვის, რომლის ძირითადი საქმიანობა საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობაა; ბ) კერძო დაწესებულებისთვის, რომლის ძირითადი საქმიანობა საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობაა. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუსხა შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე იმ ბიოლოგიურ და ქიმიურ ნივთიერებებს, რომელთა ეკვივალენტური პროდუქცია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არ არის და რომლებიც, განსაკუთრებული მახასიათებლებიდან ან ხარისხიდან გამომდინარე, აუცილებელია სამეცნიერო კვლევისთვის.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹¹4511¹³19917319750152041941913192
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…წამლისა და ფარმაცევტულ…სურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს „წითელი ნუ…საქართველოს საზღვაო სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა