საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 194. სამედიცინო კვლევისთვის, სამედიცინო დიაგნოსტირებისთვის ან სამედიცინო მკურნალობისთვის განკუთვნილი ხელსაწყოს ან აპარატურის შემოტანა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება სამედიცინო კვლევისთვის, სამედიცინო დიაგნოსტირებისთვის ან სამედიცინო მკურნალობისთვის განკუთვნილი იმ ხელსაწყოს ან აპარატურის შემოტანა, რომელიც ფიზიკური პირის ან საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ საავადმყოფოსთვის, ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებისთვის ან სამედიცინო-კვლევითი დაწესებულებისთვის არის შემოწირული. იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება აგრეთვე სამედიცინო კვლევისთვის, სამედიცინო დიაგნოსტირებისთვის ან სამედიცინო მკურნალობისთვის განკუთვნილი ის ხელსაწყო ან აპარატურა, რომელიც შეძენილია საავადმყოფოს, ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების ან სამედიცინო-კვლევითი დაწესებულების მიერ, საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ შემოწირული თანხით ან ნებაყოფლობითი შენატანებით, თუ შესრულდა ყველა შემდეგი პირობა: ა) ხელსაწყოს ან აპარატურის შემოწირვა შემომწირველისთვის სამეწარმეო მიზნის შემცველი არ არის; ბ) შემომწირველს არ აქვს კავშირი იმ ხელსაწყოს ან აპარატურის მწარმოებელთან, რომელზედაც შეღავათი უნდა გავრცელდეს.

2.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება აგრეთვე: ა) ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხელსაწყოსთვის ან/და აპარატურისთვის განკუთვნილ სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე ან აქსესუარზე, თუ ის შემოიტანება იმ ხელსაწყოსთან ან/და აპარატურასთან ერთად, რომლისთვისაც განკუთვნილია, ან თუ ის მოგვიანებით შემოიტანება და იდენტიფიცირდება, როგორც მანამდე შეღავათით შემოტანილი ხელსაწყოსთვის ან/და აპარატურისთვის განკუთვნილი; ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხელსაწყოს ან/და აპარატურის ტექნიკური მომსახურებისთვის, კონტროლისთვის, დაკალიბრებისთვის ან შეკეთებისთვის საჭირო ინსტრუმენტზე, თუ ის შემოიტანება იმ ხელსაწყოსთან ან/და აპარატურასთან ერთად, რომლისთვისაც განკუთვნილია, ან თუ ის მოგვიანებით შემოიტანება და იდენტიფიცირდება, როგორც მანამდე შეღავათით შემოტანილი ხელსაწყოსთვის ან/და აპარატურისთვის განკუთვნილი.

3.ამ კოდექსის 191-ე მუხლის მე-7−მე-12 ნაწილები შესაბამის შემთხვევებში გამოიყენება აგრეთვე ამ მუხლით გათვალისწინებული ხელსაწყოს ან/და აპარატურის და შემოწირულების მიმღების მიმართ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება სამედიცინო კვლევისთვის, სამედიცინო დიაგნოსტირებისთვის ან სამედიცინო მკურნალობისთვის განკუთვნილი იმ ხელსაწყოს ან აპარატურის შემოტანა, რომელიც ფიზიკური პირის ან საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ საავადმყოფოსთვის, ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებისთვის ან სამედიცინო-კვლევითი დაწესებულებისთვის არის შემოწირული. იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება აგრეთვე სამედიცინო კვლევისთვის, სამედიცინო დიაგნოსტირებისთვის ან სამედიცინო მკურნალობისთვის განკუთვნილი ის ხელსაწყო ან აპარატურა, რომელიც შეძენილია საავადმყოფოს, ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების ან სამედიცინო-კვლევითი დაწესებულების მიერ, საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ შემოწირული თანხით ან ნებაყოფლობითი შენატანებით, თუ შესრულდა ყველა შემდეგი პირობა: ა) ხელსაწყოს ან აპარატურის შემოწირვა შემომწირველისთვის სამეწარმეო მიზნის შემცველი არ არის; ბ) შემომწირველს არ აქვს კავშირი იმ ხელსაწყოს ან აპარატურის მწარმოებელთან, რომელზედაც შეღავათი უნდა გავრცელდეს. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება აგრეთვე: ა) ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხელსაწყოსთვის ან/და აპარატურისთვის განკუთვნილ სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე ან აქსესუარზე, თუ ის შემოიტანება იმ ხელსაწყოსთან ან/და აპარატურასთან ერთად, რომლისთვისაც განკუთვნილია, ან თუ ის მოგვიანებით შემოიტანება და იდენტიფიცირდება, როგორც მანამდე შეღავათით შემოტანილი ხელსაწყოსთვის ან/და აპარატურისთვის განკუთვნილი; ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხელსაწყოს ან/და აპარატურის ტექნიკური მომსახურებისთვის, კონტროლისთვის, დაკალიბრებისთვის ან შეკეთებისთვის საჭირო ინსტრუმენტზე, თუ ის შემოიტანება იმ ხელსაწყოსთან ან/და აპარატურასთან ერთად, რომლისთვისაც განკუთვნილია, ან თუ ის მოგვიანებით შემოიტანება და იდენტიფიცირდება, როგორც მანამდე შეღავათით შემოტანილი ხელსაწყოსთვის ან/და აპარატურისთვის განკუთვნილი. 3. ამ კოდექსის 191-ე მუხლის მე-7−მე-12 ნაწილები შესაბამის შემთხვევებში გამოიყენება აგრეთვე ამ მუხლით გათვალისწინებული ხელსაწყოს ან/და აპარატურის და შემოწირულების მიმღების მიმართ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4511¹³37³199170173111¹⁵…161912041921973194
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…წამლისა და ფარმაცევტულ…საქართველოს საზღვაო სი…ნარკოტიკული საშუალებებ…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა