საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 168. საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიანესტან ანანიძელექსო სვიმონიშვილი

1.საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევით ან უამისოდ.

3.ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

3¹.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

4.ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა:

1.თუ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

2.თუ სამალავით ან საქართველოს საბაჟო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთით საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებს 5 000 ლარს, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 18

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    იძულებით განაცდურსა და გათავისუფლების შემდეგ გაზრდილ ხელფასს შორის სხვაობის ანაზღაურება

    დავა ეხება საბაჟო ორგანოს ყოფილი მოხელისათვის უკვე ანაზღაურებულ იძულებით განაცდურსა და მისი გათავისუფლების შემდეგ გაზრდილ ხელფასს შორის სხვაობის გადახდას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ განაცდურის ანაზღაურება ემსახურება გათავისუფლებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას და მისი გაანგარიშების საფუძველია გათავისუფლებამდე მიღებული საშუალო ანაზღაურება. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ხელახლა განხილვისას უნდა გაირკვეს უკვე გადახდილი თანხის შემადგენლობა და კვების თანხის ანაზღაურების საკითხი. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • №ბს-484(კ-20)2022-07-1247
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციულ საჩივრებზე მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა

    დავა ეხებოდა შემოსავლების სამსახურის მიერ საბაჟო სამართალდარღვევის გამო შედგენილი ოქმისა და მისი გასაჩივრების შედეგად მიღებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუბეგრავ ზღვარზე მეტი ღირებულების საქონელი დეკლარირებას ექვემდებარებოდა და საქმის მტკიცებულებებით დასტურდებოდა მისი საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოტანის მცდელობა. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ გარემოებებში თარჯიმნის მოთხოვნის არარსებობა გამორიცხავდა ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით მისი მოწვევის სავალდებულოობას. პალატამ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ყოფილი საბაჟო მოხელეებისთვის სახელფასო დავალიანებისა და მასთან დაკავშირებული თანხების ანაზღაურება

    ყოფილი საბაჟო მოხელეები შემოსავლების სამსახურისგან სახელფასო დავალიანების, მათ შორის პრემიისა და სხვა თანხების ანაზღაურებას მოითხოვდნენ. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ პრემია ხელფასის შემადგენელი ნაწილია და დადასტურებული საპრემიო დავალიანების მიმართ სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა არ გამოიყენებოდა. სასამართლომ ექვსი მოსარჩელის პრემიის მოთხოვნაზე უარის ნაწილი გააუქმა და ახალი გადაწყვეტილებით შესაბამისი თანხების გადახდა დააკისრა შემოსავლების სამსახურს. საკასაციო საჩივრის დანარჩენი სადავო ნაწილები მანამდე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

  • №ბს-216(კ-20)2020-05-2727
    კრებულიდაუშვებლობა (T5)

    საბაჟო სამართალდარღვევისთვის სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის თანაზომიერება და შესაბამისი აქტების ბათილობა

    დავა შეეხებოდა შემოსავლების სამსახურის მიერ საბაჟო სამართალდარღვევისთვის სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევისა და შესაბამისი საჩივრების უარყოფის კანონიერებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სანქციების ერთობლივი გამოყენება უნდა იყოს დარღვევის თანაზომიერი და უფრო მკაცრი ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს მიზანს, რომელიც ნაკლებად მკაცრი სანქციით ვერ მიიღწევა. მოცემულ საქმეში ჯარიმასთან და საქონლის ჩამორთმევასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა სასამართლომ ზედმეტად მკაცრად მიიჩნია. ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც ჩამორთმევის ნაწილში აქტების ბათილად ცნობა ძალაში დარჩა.

  • საკასაციო არსებითი (T2)

    ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სააპელაციო დადგენილების გასაჩივრება

    დავა შეეხებოდა უაქციზო სიგარეტის შემოტანისთვის დაკისრებულ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რაიონული სასამართლოს დადგენილება და სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა. შემოსავლების სამსახურმა სააპელაციო დადგენილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ კატეგორიის საქმეებზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად დატოვა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ფინანსური პოლიციიდან გათავისუფლებული პირისთვის პენსიის დანიშვნა

    მოსარჩელე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისგან ითხოვდა პენსიის დანიშვნას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სააპელაციო განჩინება გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნა. პენსიის დანიშვნის მოთხოვნა საბოლოოდ არ გადაწყვეტილა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევით ან უამისოდ. 3. ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას. 3 1 . ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას. 4. ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. თუ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა. 2. თუ სამალავით ან საქართველოს საბაჟო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთით საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებს 5 000 ლარს, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 18 აპრ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. შენიშვნის პირველ პუნქტში ფრაზა „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა“ გადატანილია „არ დაეკისრა“-ს წინ; ეს ცვლილება სიტყვათა რიგს ეხება და პირობის შინაარსს არ ცვლის.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
214127¹152⁷194288¹28613¹¹13⁹16316917017238168
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…ადამიანის სისხლისა და …საქართველოს საგადასახა…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა