Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბავშვის უფლებათა კოდექსიმუხლი 37

ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 37. განათლების ინკლუზიური სისტემის მხარდაჭერის პროგრამა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:სპეციალური განათლებასაგანმანათლებლო ტექნოლოგიებისაჯარო-კერძო პარტნიორობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.განათლების ინკლუზიური სისტემის მხარდაჭერის პროგრამის დანერგვის მიზანია, ხელი შეუწყოს: ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამების, საგანმანათლებლო რესურსების, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და ადამიანური რესურსების ბავშვის განათლების მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას; ბ) განათლების ინკლუზიური სისტემის დანერგვას, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ბავშვისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესის ფარგლებში მათთვის განათლების მათი ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით მიწოდებას; გ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მასწავლებლებისა და სპეციალური მასწავლებლების, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების დაწესებულებების პედაგოგებისა და სხვა ძირითადი პერსონალის პროფესიული განვითარების ეროვნული სისტემის შექმნას, რაც ხარისხიანი ინკლუზიური განათლების მიწოდების აუცილებელი წინაპირობაა; დ) ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის შესაბამისი სერვისებისა და პროგრამების დანერგვას; უმაღლესი განათლების საფეხურზე საჭირო პროგრამების მოდულების შემუშავებასა და დანერგვას.

2.სახელმწიფო ახორციელებს ყველა აუცილებელ ადმინისტრაციულ, სოციალურ და სხვა ღონისძიებას, რათა საგანმანათლებლო დაწესებულებების არსებული ინფრასტრუქტურა და პროგრამები გონივრულად მიესადაგოს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და საჭიროებებს, ხოლო ახალი ინფრასტრუქტურა და პროგრამები უნივერსალური დიზაინის პრინციპის სავალდებულო გათვალისწინებით შეიქმნას.

3.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეიმუშავებს და ახორციელებს ბავშვის განათლების ხელშემწყობ პროგრამებს მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.

4.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბუნებრივი გარემოს დაცვისა და განვითარების, ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფების რისკების შემცირებისა და მართვის საკითხებზე პოლიტიკის შემუშავებისას და გადაწყვეტილების მიღებისას ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების, ბავშვისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების და მისი მონაწილეობის უფლების უზრუნველსაყოფად.

5.მუნიციპალიტეტი ბავშვის განათლების ხელშეწყობის ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

6.არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვის განათლების ხელშეწყობის ღონისძიებებს ახორციელებს საკუთარი პროგრამების ან სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №346 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3832 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 36შემდეგი მუხლი 38

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საგანმანათლებლო PPP სტრუქტურირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სკოლის მშენებლობის PPP1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინკლუზიური განათლების შესაბამისობასერვისის გვერდი
  • სპეციალური განათლების მოთხოვნებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №12

  • 4 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ადგილობრივი თვითმმ… 17მუხლი 17

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 35ბავშვის მიერ განათლების მიღების უფლება
  • 51ბავშვის სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა
  • 10ბავშვის განათლების უფლება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 8განათლება
  • 27საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კულტურის სამინისტრო და საქართველოს სპორტის სამინისტრო

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 23ინკლუზიური ადრეული და სკოლამდელი აღზრდა და განათლება
  • 8საქართველოს  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში

პროფესიული განათლების შესახებ

  • 2პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები

ზოგადი განათლების შესახებ

  • 9ზოგადი განათლების მიღების უფლება
  • 3ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნები
  • 28³განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 3უმაღლესი განათლების მიზნები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9328³31723821735511082737
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…ბავშვის უფლებათა კოდექ…შეზღუდული შესაძლებლობი…ადრეული და სკოლამდელი …პროფესიული განათლების …ზოგადი განათლების შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026