ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 53. ძალადობისგან ბავშვის დაცვა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, ჩაგვრისგან, იძულებისგან, დაზიანებისგან, უგულებელყოფისგან, დაუდევარი მოპყრობისგან, წამებისგან, ექსპლუატაციისგან, არასრულწლოვნით ვაჭრობისგან (ტრეფიკინგისგან) და ძალადობის ნებისმიერი სხვა ფორმისგან ნებისმიერ ოჯახში, სკოლაში და სხვა ადგილზე, მათ შორის, ინტერნეტსივრცეში. # # # # # # # # # # 2. აკრძალულია ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება, მისდამი სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ოჯახში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ალტერნატიული ზრუნვის მომსახურების მიწოდებისას, სამედიცინო დაწესებულებაში ან/და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, პენიტენციურ დაწესებულებაში და ნებისმიერ სხვა ადგილზე. აღნიშნული ქმედება იწვევს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრებას.

3.აკრძალულია ბავშვის მიმართ ტრადიციული რიტუალის აღსრულების მიზნით ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვის ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ იძულებას, წამებას, მისდამი სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას (მათ შორის, გოგონას სასქესო ორგანოს დასახიჩრება, ოპერაციის ან მანიპულაციის ჩატარება რეპროდუქციის უნარის მოსაშლელად), მიუხედავად ბავშვის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობისა.

4.აკრძალულია ბავშვის მიმართ სამედიცინო დახმარების ან მკურნალობის ისეთი მეთოდების (მათ შორის, აქტიური ბიოლოგიური (შოკური, კრუნჩხვითი და სხვა) მეთოდების) გამოყენება, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვის ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ იძულებას და ეწინააღმდეგება მის საუკეთესო ინტერესებს.

5.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ პრაქტიკად არ ითვლება ისეთი ტრადიციული რელიგიური რიტუალი, როგორიცაა ნათლობა.

6.სახელმწიფო ვალდებულია ნებისმიერი ფორმის ძალადობისგან ბავშვის დასაცავად მიიღოს შესაბამისი ადმინისტრაციული, სოციალური და საგანმანათლებლო ზომები, მათ შორის, შექმნას ეფექტიანი მექანიზმები ბავშვისა და მისი ოჯახის მხარდაჭერისთვის, ბავშვის მიმართ ან ბავშვებს შორის ძალადობის ნებისმიერი ფორმის პრევენციისთვის, გამოვლენისთვის, მის შესახებ შეტყობინებისთვის, გასაჩივრებისთვის, რეფერირებისა და გამოძიებისთვის, ძალადობის შედეგად დაზარალებული ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და მისი უფლებების აღდგენისთვის საჭირო სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 1 სექ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹²414¹201198¹191665658551253
მნიშვნელობით ახლოსბავშვის უფლებათა კოდექ…ადრეული და სკოლამდელი …საქართველოს ადმინისტრა…ქალთა მიმართ ძალადობის…კონვენცია ბავშვის უფლე…ზოგადი განათლების შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა