Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაზოგადი განათლების შესახებმუხლი 20

ზოგადი განათლების შესახებ

მუხლი 20. ძალადობის დაუშვებლობა, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა

რედაქცია №118 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:აკადემიური დისციპლინამასწავლებლის დასაქმებასტუდენტის უფლებებისაგანმანათლებლო ტექნოლოგიებიადამიანის უფლებათა სამართალისქესობრივი დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415161718

1.დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის კანონიერი მითითებები. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოსწავლის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენისა და ამის გამო მოსწავლის მიმართ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ შეატყობინოს მოსწავლის მშობელსა და სკოლის დირექტორს. მოსწავლის მიერ სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს სამართალდამცავ ორგანოებს.

3.სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით დასაშვებია უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება, რომლის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის, მოსწავლის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის აღმოჩენა, იმ საგნის აღმოჩენა, რომელსაც სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის კვალი ატყვია, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენით მოპოვებული ნივთისა და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნისა და დოკუმენტის აღმოჩენა, რომლებიც საჭიროა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად.

4.უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გარემოებები მიუთითებს მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესის შესაძლო დარღვევაზე ან/და შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენაზე და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა ან/და შესაძლო სამართალდარღვევა.

5.უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან/და სკოლის თანამშრომლის ინიციატივით.

6.უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების უფლება აქვს იმავე სქესის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ან სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ იმავე სქესის საამისოდ უფლებამოსილ პირს. ამ პუნქტიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში არ არის მოსწავლის შესაბამისი სქესის პირი.

7.უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას უნდა ესწრებოდეს აგრეთვე სკოლის თანამშრომელი. კოლექტიური უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება დაუშვებელია. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოსწავლის მშობელს მოსწავლის მიმართ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების შესახებ.

8.უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელებამდე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურმა ან სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულმა საამისოდ უფლებამოსილმა პირმა მოსწავლე უნდა გააფრთხილოს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების შესახებ. თუ მოსწავლე წარმოადგენს ან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი აღმოაჩენს იმგვარ, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთს/საგანს, რომლის მოსწავლის მიერ ფლობაზე რეაგირებაც საქართველოს კანონმდებლობით სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება სამართალდამცავ ორგანოს. აღმოჩენილ ნივთს/საგანს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი გადასცემს მოსწავლის მშობელს ან სამართალდამცავ ორგანოს, ნივთის/საგნის ხასიათის გათვალისწინებით.

9.მოსწავლის/მოსწავლეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დასაშვებია განხორციელდეს მოსწავლის/მოსწავლეების განცალკევება ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში, სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლის/მოსწავლეების ქმედებით საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან მოსწავლე უარს აცხადებს უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებაზე და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთის აღმოჩენა სხვაგვარად შეუძლებელია ან მოსწავლე უარს აცხადებს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელებისას აღმოჩენილი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისათვის/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირისათვის გადაცემაზე.

10.ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული პირი გადამზადებული უნდა იყოს სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

11.ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია მასწავლებლის/სკოლის თანამშრომლის ან/და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მეთვალყურეობით განხორციელდეს მოსწავლის/მოსწავლეების სხვადასხვა სახის სასკოლო აქტივობებში ჩართვა. მოსწავლის/მოსწავლეების განცალკევების მომენტიდან სკოლის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − ფსიქოლოგის ან/და სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა ემსახურებოდეს ისეთ მიზნებს, როგორიცაა მოსწავლის/მოსწავლეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რისკის შემცირება და მოსწავლის/მოსწავლეების ქცევის მართვა.

12.მოსწავლის განცალკევების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოსწავლის მშობელს, ხოლო მოსწავლის მიერ შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში − სამართალდამცავ ორგანოს.

13.მოსწავლის/მოსწავლეების განცალკევება უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, მოსწავლის მშობლის ან მოსწავლის მშობლის მიერ განსაზღვრული პირის სკოლაში გამოცხადებამდე.

14.მოსწავლის განცალკევების უფლება აქვს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

15.უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების/მოსწავლის განცალკევების განხორციელებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი მოსწავლეს მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტავს იმ გარემოებებს, რომელთა საფუძველზედაც ხორციელდება უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება/მოსწავლის განცალკევება. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგენს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების/მოსწავლის განცალკევების განხორციელების შესახებ ოქმს. ამ ოქმში სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რა გარემოების საფუძველზე, რა მიზნით, სად, რა პირობებში, ვისი თანდასწრებითა და მონაწილეობით განხორციელდა უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება/მოსწავლის განცალკევება.

16.სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა ხდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების შესაბამისად. ამ წესითა და პირობებით რეგულირდება შემდეგი საკითხები: ა) სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით სკოლის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისა და სხვა პირების მიერ განსახორციელებელი მოქმედებები; ბ) სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვისა და ადმინისტრირების წესი; გ) სკოლაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონული საინფორმაციო ბაზის წარმოების წესი; დ) უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების წესი; ე) მოსწავლის განცალკევების განხორციელების წესი და მისი განცალკევების შემდეგ სკოლის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან/და ფსიქოლოგის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები; ვ) უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების, მოსწავლის განცალკევების და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ ოქმის ფორმა და შედგენის წესი; ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ სკოლებისათვის უსაფრთხოების საკითხებზე რეკომენდაციების მიცემის წესი, აგრეთვე ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით სკოლების მიერ განხორციელებული მოქმედებების შესახებ უკუკავშირის წესი; თ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკა; ი) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ მეტალოდეტექტორის გამოყენების წესი; კ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების სკოლებში განაწილებისა და როტაციის წესი; ლ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურობის კანდიდატის შერჩევის წესი; მ) სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

17.პირის უსაფრთხოების დაცვისა და მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვნის დაცვის მიზნით უნდა განხორციელდეს ვიდეოთვალთვალი სკოლის გარე და შიდა პერიმეტრებზე.

18.სკოლის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებებს ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4530 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.119 საქართველოს 2018 წლის 13 ივნისის კანონი №2523 - ვებგვერდი, 29.06.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 20¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ძალადობისკენ მოწოდება (მუხლი 239¹) - ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ჯგუფური ძალადობის ორგანიზება (მუხლი 225)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გენდერული თანასწორობის შესაბამისობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასკოლო ოლქის სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №118

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 53

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ზოგადი განათლების შესახებ

  • 48³საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უფლება-მოვალეობები
  • 48⁴საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამართლებრივი დაცვა
  • 19დისციპლინა

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 6ბავშვთა დაცვა

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 38განათლების სისტემაში ბავშვის მიმართ ძალადობის დაუშვებლობა
  • 53ძალადობისგან ბავშვის დაცვა

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

  • 7მონიტორინგი

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 16პოლიციის მოვალეობანი
  • 9​​ 1 . ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენა
  • 14¹არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენა

პოლიციის შესახებ

  • 59პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის პასუხისმგებლობა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹²სასამართლოსათვის მიმართვა, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების შეზღუდვის, აგრეთვე არასრულწლოვნის მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹²16914¹5348³48⁴195963853720
მითითებამნიშვნელობით ახლოსზოგადი განათლების შესა…ადრეული და სკოლამდელი …ბავშვის უფლებათა კოდექ…სქესობრივი თავისუფლები…ქალთა მიმართ ძალადობის…პოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026