საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 247. სამართლებრივი დახმარების სახეები

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამართლებრივი დახმარების შესახებ ამ კოდექსის და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, სასამართლოს (მოსამართლეს), პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით: ა) მოითხოვონ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებების ჩატარება; ასეთი მოქმედებები ჩაატარონ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობით; ბ) მოითხოვონ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის გადმოცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად ან/და საქართველოს ტერიტორიაზე განაჩენის აღსასრულებლად; ამავე მიზნით გადასცენ უცხო სახელმწიფოს მისი კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი პირი; გ) მოითხოვონ უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის გადმოცემა საქართველოში სასჯელის მოსახდელად; საქართველოში მსჯავრდებული უცხო სახელმწიფოს მოქალაქე გადასცენ მის ქვეყანაში სასჯელის მოსახდელად.

1¹.საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაცემის უფლება აქვს აგრეთვე გემის კაპიტანს.

2.თუ უცხო სახელმწიფოსთან არ არის დადებული ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ, ასეთი დახმარების გაწევის საკითხი შეიძლება გადაწყდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და აღნიშნული სახელმწიფოს შესაბამის თანამდებობის პირთა შორის სპეციალურად ამ შემთხვევისათვის დადებული შეთანხმებით. ამ შემთხვევაში სამართლებრივი დახმარება ხორციელდება ამ კოდექსის 248-ე–260-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით.

3.სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხები რეგულირდება „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებისა (რომის სტატუტის) და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3543 - სსმ I, №36, 04.08.2006წ., მუხ.269 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სამართლებრივი დახმარების შესახებ ამ კოდექსის და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, სასამართლოს (მოსამართლეს), პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით: ა) მოითხოვონ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებების ჩატარება; ასეთი მოქმედებები ჩაატარონ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობით; ბ) მოითხოვონ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის გადმოცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად ან/და საქართველოს ტერიტორიაზე განაჩენის აღსასრულებლად; ამავე მიზნით გადასცენ უცხო სახელმწიფოს მისი კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი პირი; გ) მოითხოვონ უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის გადმოცემა საქართველოში სასჯელის მოსახდელად; საქართველოში მსჯავრდებული უცხო სახელმწიფოს მოქალაქე გადასცენ მის ქვეყანაში სასჯელის მოსახდელად. 1 1 . საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაცემის უფლება აქვს აგრეთვე გემის კაპიტანს. 2. თუ უცხო სახელმწიფოსთან არ არის დადებული ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ, ასეთი დახმარების გაწევის საკითხი შეიძლება გადაწყდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და აღნიშნული სახელმწიფოს შესაბამის თანამდებობის პირთა შორის სპეციალურად ამ შემთხვევისათვის დადებული შეთანხმებით. ამ შემთხვევაში სამართლებრივი დახმარება ხორციელდება ამ კოდექსის 248-ე–260-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით. 3. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხები რეგულირდება „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებისა (რომის სტატუტის) და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3543 - სსმ I, №36, 04.08.2006წ., მუხ.269 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №86 · ძალაშია 1 იან. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 18 აგვ. 2006 – 21 აგვ. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 7 ნოე. 2008
  2. · გამოქვეყნდა 7 აგვ. 2006

    247-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის ბოლო ნაწილში უცხო სახელმწიფოსათვის გადასაცემი პირის აღწერა შეიცვალა: „მოქალაქის“ ნაცვლად მოქმედებს ამ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი პირი.

  3. · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2006

    247-ე მუხლს დაემატა 1¹ ნაწილი, რომლითაც ეჭვმიტანილის უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაცემის უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გემის კაპიტანსაც ენიჭება.

  4. · გამოქვეყნდა 5 სექ. 2003

    247-ე მუხლს დაემატა მე-3 ნაწილი, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობას რომის სტატუტსა და სპეციალურ კანონს უთანხმებს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
32202602662635117¹8302625247
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…პროკურატურის შესახებსაერთაშორისო კერძო სამ…სისხლის სამართლის საერ…საერთაშორისო დაცვის შე…