განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

მუხლი 19. ტრანსპორტში გამოყენებულ განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიასთან დაკავშირებული სპეციალური დებულებები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ტრანსპორტში გამოყენებული ყველა სახის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელმისაწვდომობისა და გარემოსდაცვითი სარგებლის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას. თუ ბიოსაწვავის მინერალური ზეთის დერივატივებთან შერევისას ბიოსაწვავის წილის პროცენტული მაჩვენებელი 10 პროცენტს აჭარბებს, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს მოთხოვნა, რომ ამის შესახებ მიეთითოს გაყიდვების პუნქტებში.

2.ეკონომიკური აგენტებისთვის დაკისრებული, განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიასთან დაკავშირებული საერთო-სახელმწიფოებრივი ვალდებულებებისა და ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებაში გამოყენებული განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ეროვნულ საერთო სამიზნე მაჩვენებელთან შესაბამისობის ჩვენების მიზნით იმ ბიოსაწვავის წილი, რომელიც ნარჩენებისგან, არასასურსათო ცელულოზის მასალისა და ლიგნოცელულოზის მასალისგან მიიღება, სხვა ბიოსაწვავის წილზე ორჯერ მეტად უნდა იქნეს მიჩნეული.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4925¹²3732198255 (და…35115019
მნიშვნელობით ახლოსგანახლებადი წყაროებიდა…ნარჩენების იმპორტის, ე…ნავთობისა და გაზის შეს…გარემოს დაცვის შესახებატმოსფერული ჰაერის დაც…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა