Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგანახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებმუხლი 20

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

მუხლი 20. საქართველოს მიერ ანგარიშის წარდგენის ვალდებულება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020
თემები:განახლებადი ენერგიაენერგიის წარმოებაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibility

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მთავრობა 2024 წლის 31 დეკემბრამდე და შემდგომ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წარუდგენს ანგარიშს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელშეწყობისა და ამ ენერგიის გამოყენების პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშში დეტალურად უნდა აისახოს შემდეგი ინფორმაცია: ა) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის სექტორული (ელექტროენერგია, გათბობა და გაგრილება, ტრანსპორტი) წილი და მთლიანი წილი გასული 2 კალენდარული წლისთვის, აგრეთვე განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გასაზრდელად სახელმწიფოებრივ დონეზე მიღებული ან დაგეგმილი ზომები, რომლებიც ითვალისწინებს ამ კანონის I დანართის მე-2 პუნქტით დადგენილ საორიენტაციო მაჩვენებელს ამავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად; ბ) მხარდაჭერის სქემების დანერგვა და ფუნქციონირება, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელშეწყობის მიზნით მიღებული სხვა ზომები, განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები; გ) საჭიროების შემთხვევაში − ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აქვს საქართველოს მთავრობას მხარდაჭერის სქემები სტრუქტურირებული იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი სახის განახლებადი ენერგიის გამოყენება სხვა სახის ენერგიის გამოყენებასთან შედარებით დამატებით სარგებელს იძლევა, თუმცა შესაძლებელია უფრო მეტი ხარჯის გაწევას მოითხოვდეს, კერძოდ, ნარჩენებისგან, არასასურსათო ცელულოზის მასალისა და ლიგნოცელულოზის მასალისგან მიღებული ბიოსაწვავის გამოყენება; დ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის, გათბობისა და გაგრილების წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის სისტემის ფუნქციონირება, აგრეთვე ამ სისტემის საიმედოობის უზრუნველსაყოფად და მისი გაყალბების საწინააღმდეგოდ განხორციელებული ღონისძიებები; ე) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წარმოების განვითარების რეგულაციური და არარეგულაციური ბარიერების მოხსნის მიზნით განხორციელებული ადმინისტრაციული პროცედურების შეფასებისა და გაუმჯობესების პროცესში მიღწეული პროგრესი; ვ) საჭიროების შემთხვევაში − განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების უზრუნველყოფის წესის, აგრეთვე ამ კანონის მე-16 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევისა და განაწილების წესების გასაუმჯობესებლად მიღებული ზომები; ზ) ბიომასის რესურსების ენერგეტიკული მიზნებისთვის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების გაზრდა; თ) საქართველოს ტერიტორიაზე სამომხმარებლო საქონლის ფასისა და მიწათსარგებლობის ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია ბიომასისა და განახლებადი წყაროებიდან მიღებული სხვა სახის ენერგიის გაზრდილ გამოყენებასთან; ი) ნარჩენებისგან, არასასურსათო ცელულოზის მასალისა და ლიგნოცელულოზის მასალისგან მიღებული ბიოსაწვავის განვითარება და წილი; კ) ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების წარმოების სავარაუდო ზემოქმედება ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არსებულ ბიომრავალფეროვნებაზე, წყლის რესურსებზე, წყლის ხარისხსა და ნიადაგის ხარისხზე; ლ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენებით სათბურის გაზის ემისიის სავარაუდო სუფთა დანაზოგი; მ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საორიენტაციო მაჩვენებელთან შედარებით სავარაუდო ჭარბი წარმოება, რომელიც შეიძლებოდა გადასცემოდა ენერგეტიკული გაერთიანების სხვა ხელშემკვრელ მხარეს, აგრეთვე ერთობლივი პროექტების სავარაუდო პოტენციალი 2030 წლამდე; ნ) განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე სავარაუდო მოთხოვნილება, რომელიც 2030 წლამდე, ეროვნული წარმოების გარდა, სხვა საშუალებით უნდა დაკმაყოფილდეს; ო) ენერგიის წარმოებისთვის გამოყენებული ნარჩენების შემადგენლობაში ბიოდეგრადირებადი ნარჩენების წილის გამოთვლისთვის, აგრეთვე გამოთვლის გაუმჯობესებისა და გადამოწმებისთვის გადადგმული ნაბიჯები.

3.ბიოსაწვავის გამოყენებით სათბურის გაზის ემისიის სუფთა დანაზოგის გამოთვლისას საქართველოს მთავრობამ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის მიზნებისთვის შეიძლება გამოიყენოს ამ კანონის შესაბამისად ბიოსაწვავის, ბიოსითხეებისა და მათი წიაღისეული საწვავის კომპარატორების სათბურის გაზის გავლენის გამოთვლის წესებით განსაზღვრული ტიპური სიდიდეები.

4.საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის წარდგენილ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირველ ანგარიშში უნდა მიუთითოს, გეგმავს თუ არა: ა) შექმნას ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება განახლებადი ენერგიის დანადგარების ავტორიზაციის, სერტიფიცირებისა და ლიცენზირების შესახებ განაცხადების დამუშავებისთვის, აგრეთვე განმცხადებლებისთვის დახმარების გაწევისთვის; ბ) უზრუნველყოს განახლებადი ენერგიის დანადგარების დაპროექტებისა და შესაბამისი ნებართვის მიღების შესახებ განაცხადების ავტომატური დამტკიცება, თუ ამ დანადგარების ავტორიზაციის უფლებამოსილების მქონე ორგანო დადგენილ ვადაში პასუხს არ იძლევა; გ) განსაზღვროს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ცენტრალური გათბობისა და ცენტრალური გაგრილების ჩამოყალიბებისთვის ექსპლუატაციის შესაფერისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა.

5.საქართველოს მთავრობას შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშში შეასწოროს წინა ანგარიშის მონაცემები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 21

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • განახლებადი ენერგიასერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიის კონტრაქტებისერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიის პროექტებისერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიის პროექტის (მზის, ქარის, ჰიდრო) Feasibility Studyსერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ივლ. 2020 · №1

  • 1 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 16მუხლი 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 8საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ერთობლივი პროექტის შედეგები
  • 3საქართველოს სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების დადგენა და განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ღონისძიებები
  • 4განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა

ეკონომიკური თავისუფლების შესახებ

  • 2¹ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პარამეტრების დადგენა

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 55სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადება და წარდგენა

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 28კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება და გამოცემა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 170გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოების ანგარიშები საქართველოს მიმართ

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 138ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ზედამხედველობა
  • 7სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა
  • 165ანგარიშების განცალკევება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 49ანგარიშის წარდგენა და გამოქვეყნება

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 19გარდამავალი დებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
49552¹1658341387165192817020
მითითებამნიშვნელობით ახლოსგანახლებადი წყაროებიდა…ეკონომიკური თავისუფლებ…საქართველოს საბიუჯეტო …ენერგოეფექტურობის შესა…საქართველოს პარლამენტი…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ივლ. 2020 · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026