ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 127¹. ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი. ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე ბუნებრივი გაზის ყიდვა- გაყიდვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე, ბაზრის მონაწილეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკების გზით ან/და ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მეშვეობით.

2.ბაზრის მონაწილეები ვალდებული არიან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებების შესახებ ანგარიშგება განახორციელონ კომისიის მიერ დამტკიცებული რეგულირებული საწარმოს ანგარიშგების წესების შესაბამისად.

3.ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი.

4.ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი: ა) უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას ამ კანონითა და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განსაზღვრული წესითა და პირობებით; ბ) აღრიცხავს ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე არსებული ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის განაცხადების მონაცემებს; გ) არეგისტრირებს ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეებს და აწარმოებს შესაბამის რეესტრს; დ) კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტის შესაბამისად, კომისიას წარუდგენს ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის თაობაზე; ე) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების შესაბამისად.

5.ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორს არ აქვს უფლება, იმავდროულად განახორციელოს სხვა ბუნებრივი გაზის საქმიანობა, გარდა ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირებისა. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე ბუნებრივი გაზის ყიდვა- გაყიდვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების  ბაზარზე, ბაზრის  მონაწილეებს  შორის პირდაპირი  მოლაპარაკების  გზით ან/და ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მეშვეობით. 2. ბაზრის მონაწილეები ვალდებული არიან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებების შესახებ ანგარიშგება განახორციელონ კომისიის მიერ დამტკიცებული რეგულირებული  საწარმოს ანგარიშგების წესების შესაბამისად. 3. ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი. 4. ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი: ა) უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას  ამ  კანონითა  და  ბუნებრივი  გაზის  ბაზრის  წესებით განსაზღვრული წესითა და პირობებით; ბ) აღრიცხავს ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე არსებული ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის განაცხადების მონაცემებს; გ) არეგისტრირებს ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეებს და აწარმოებს შესაბამის რეესტრს; დ) კომისიის  მიერ  დამტკიცებული  სამართლებრივი  აქტის  შესაბამისად, კომისიას  წარუდგენს ანგარიშს განხორციელებული  საქმიანობის თაობაზე; ე) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების შესაბამისად. 5. ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორს არ აქვს უფლება, იმავდროულად განახორციელოს სხვა ბუნებრივი გაზის საქმიანობა, გარდა ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირებისა. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 27 დეკ. 2019 – 30 დეკ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ახალი 127¹ მუხლი აწესრიგებს ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარს, მონაწილეთა ანგარიშგებას და პლატფორმის ადმინისტრატორის უფლებამოსილებასა და შეზღუდვას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
81265¹329524 (დ…127120¹12840127¹
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ნავთობისა და გაზის შეს…რეგულირების საფასურის …რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა