ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 5. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 4 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური მოიცავს ბუნებრივი გაზის ფასსა და ყველა იმ მომსახურების (ტრანსპორტირების, განაწილების ან გატარების, მოხმარების დაბალანსების მომსახურების ან/და სხვა მომსახურების) ფასს, რომელიც საჭიროა საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მუდმივი და სტაბილური მომარაგებისთვის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების პირობების შესაბამისად.

2.ამ წესების შესაბამისად, საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის შესყიდვის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა შესაბამისი მიმწოდებლის მიერ საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის სათანადო რაოდენობის მიწოდება, საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება არ უნდა შეწყდეს. ასეთ შემთხვევაში, მომარაგებიდან წარმოქმნილ ვალდებულებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.

3.საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე გაწეული მომსახურების საფასურისა და ხარჯების გადახდა მიმწოდებლის მიერ ხდება ამ საცალო მოხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად.

4.საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდა გულისხმობს საცალო მომხმარებლის მხრიდან ყველა იმ ვალდებულების შესრულებას, რაც განხორციელდა ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესებითა და ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.

5.საცალო მომხმარებელზე მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა აღნიშნული საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების უზრუნველსაყოფად, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 იან. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 15

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2019
  2. · გამოქვეყნდა 20 აგვ. 2018
  3. · გამოქვეყნდა 30 აგვ. 2016
  4. · გამოქვეყნდა 20 აპრ. 2016
  5. · გამოქვეყნდა 29 ივნ. 2012
  6. პირველ პუნქტში გაზის საფასურში ჩასათვლელ მომსახურებათა ჩამონათვალს დაემატა გატარება განაწილების გვერდით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12155¹311932931109111695
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…სასმელი წყლის მიწოდები…ნავთობისა და გაზის შეს…რეგულირების საფასურის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა