1.ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიმწოდებელი (გამყიდველი) კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს საცალო მომხმარებელს (მყიდველს) ბუნებრივი გაზი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ბუნებრივი გაზის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
2.ეს წესები და მის შესაბამისად დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიანტის, მიმწოდებლისა და საცალო მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.
3.ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ან/და განაწილების, ასევე გატარების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
4.ბუნებრივი გაზის ნასყიდობის, ასევე, ამ წესებით განსაზღვრული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად). ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები ასეთი ხელშეკრულების საცალო მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
5.მიმწოდებელს ან განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს საცალო მომხმარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, ან მოსთხოვოს მას ისეთი პირობის შესრულება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებსა და მოქმედ კანონმდებლობას.
5 1 . მომხმარებელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს განაწილების ლიცენზიატს იურიდიულ მისამართზე და მომსახურების ცენტრებში (სამუშაო საათებში), ასევე ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით (24 საათის განმავლობაში). მომხმარებელი, ასევე უფლებამოსილია განაწილების ლიცენზიატს მიმართოს სსიპ „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარებით (კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს აღნიშნული განცხადებების კატეგორიებს). ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ განცხადება მიღებულად ჩაითვლება სსიპ „იუსტიციის სახლის“ მიერ ამ განცხადების განაწილების ლიცენზიატისათვის გადაგზავნის მომენტიდან.
5 2 . განაწილების ლიცენზიატმა და მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყონ მათ მომსახურების ცენტრებში იმ წარმომადგენელთა შესაბამისი ნიშნით იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ მომხმარებელთან. მომხმარებელს ასევე უნდა მიეცეს განაწილების ლიცენზიატისა და მიმწოდებლის მომსახურების ცენტრების იდენტიფიცირების შესაძლებლობა (მათ შორის, ვიზუალური ნიშნებით).
6.განაწილების ლიცენზიატმა/მიმწოდებელმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ამასთან, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის (უარის) შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა გაეგზავნოს დასაბუთებული პასუხი, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე არ არის აუცილებელი დასაბუთებული პასუხის გაცემა, თუ:
ა) ამ მოთხოვნაზე მოხდა სათანადო რეაგირება, რასაც მომხმარებელი ადასტურებს შესაბამის აქტზე ან/და ხელშეკრულებაზე ხელმოწერით;
ბ) განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდა ტექსტური შეტყობინებით (ამ მუხლის 6 2 პუნქტის პირობის შესრულების შემთხვევაში).
6¹.წერილობითი ან ელექტრონული ფორმით შეტანილ განაცხადზე განმცხადებელს პასუხი უნდა გაეგზავნოს იმავე ფორმით, რა ფორმითაც მოხდა აღნიშნული განაცხადის მიღება (თუ განმცხადებლის მიერ პასუხის სხვა ფორმა არ არის მოთხოვნილი).
6².განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მოკლე ინფორმაციას, განაცხადის რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს, ასევე:
ა) აბონენტის რეგისტრაციის (ან შეცვლის) შემთხვევაში – აბონენტის ნომერს, რეგისტრირებული მომხმარებლის სახელსა და გვარს (ან დასახელებას);
ბ) აქტის შედგენის შემთხვევაში – აქტის ნომერსა და შედგენის თარიღს;
გ) მრიცხველის დაყენების შემთხვევაში – მრიცხველის ჩვენებასა და თარიღს;
დ) ხელშეკრულების/შეთანხმების გაფორმების საჭიროების შემთხვევაში – მომსახურებაზე შეთავაზებულ ღირებულებას, შესრულების ვადასა და ვებგვერდზე განთავსებული სტანდარტული პირობების ელექტრონულ მისამართს.
6 3 . წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე დასაბუთებული პასუხი გაგზავნილად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ განმცხადებელს სააბონენტო ბარათზე და განაცხადზე მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე გაეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება დასაბუთებული პასუხის წერილის ბმულით.
6⁴.ამ მუხლის 6 3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის/მიმწოდებლის წარმომადგენლის მიერ სათანადოდ გაფორმებული და ხელმოწერილი წერილი (დოკუმენტი) მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს 3 (სამი) წლის განმავლობაში და მისი გადმოწერა შესაძლებელი უნდა იყოს PDF ან/და JPG ფორმატში. აღნიშნულ ბმულზე არსებული დოკუმენტის რედაქტირება დაუშვებელია. ამასთან, შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატმა/მიმწოდებელმა მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ბმულზე განთავსებული წერილი (დოკუმენტი) განმცხადებელს ასევე უნდა მიაწოდოს მატერიალური ან სხვა მოთხოვნილი ფორმით ან/და საშუალებით.
7.საცალო მომხმარებელს არ შეიძლება მოეთხოვოს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გარდა რაიმე სხვა სახის საფასურის ან გადასახდელის გადახდა (ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა). ამ წესებით განსაზღვრული ყველა სხვა ინდივიდუალურად გადასახდელი (ბუნებრივი გაზის მრიცხველის, დარიცხვის კორექტირების, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების და სხვა ერთჯერადი ხარჯები), დარიცხვის შემთხვევაში, მომხმარებლის ქვითარში უნდა აისახოს განცალკევებულად.
8.მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში წერილობით მიაწოდონ მას ინფორმაცია დარიცხული საფასურის გაანგარიშებისას გამოყენებული მეთოდისა და მოცულობის, ასევე, ამ მეთოდის სამართლებრივი საფუძვლის მითითებით.
9.მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან შეიმუშაონ და მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახადონ სხვადასხვა მოთხოვნის შესახებ განცხადების (ამ წესების შესაბამისი) ტიპური ფორმები (მომხმარებელთაგან მრავალგზის შესული განცხადებების მიხედვით).
10.ამ წესების მიზნებისათვის ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად:
ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელიც ბუნებრივ გაზს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის;
ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი – საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა საცალო მომხმარებელი.
10¹.ამ წესების მიზნებისათვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებელზე ვრცელდება საყოფაცხოვრებო მომხმარებელზე დადგენილი მოთხოვნები, ამ წესების 16 1 მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით.
11.ამ წესებში მითითებული ვადების ათვლა ხდება იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. სამუშაო დღე – გულისხმობს კალენდარული დღეს, რომელიც არ წარმოადგენს შაბათს, კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №18- ვებგვერდი, 28.07.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 30.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №82 - ვებგვერდი, 29.12.2023 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 15.10.2024 წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიმწოდებელი (გამყიდველი) კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს საცალო მომხმარებელს (მყიდველს) ბუნებრივი გაზი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ბუნებრივი გაზის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
2. ეს წესები და მის შესაბამისად დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიანტის, მიმწოდებლისა და საცალო მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.
3. ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ან/და განაწილების, ასევე გატარების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
4. ბუნებრივი გაზის ნასყიდობის, ასევე, ამ წესებით განსაზღვრული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად). ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები ასეთი ხელშეკრულების საცალო მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
5. მიმწოდებელს ან განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს საცალო მომხმარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, ან მოსთხოვოს მას ისეთი პირობის შესრულება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებსა და მოქმედ კანონმდებლობას.
51. მომხმარებელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს განაწილების ლიცენზიატს იურიდიულ მისამართზე და მომსახურების ცენტრებში (სამუშაო საათებში), ასევე ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით (24 საათის განმავლობაში). მომხმარებელი, ასევე უფლებამოსილია განაწილების ლიცენზიატს მიმართოს სსიპ „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარებით (კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს აღნიშნული განცხადებების კატეგორიებს). ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ განცხადება მიღებულად ჩაითვლება სსიპ „იუსტიციის სახლის“ მიერ ამ განცხადების განაწილების ლიცენზიატისათვის გადაგზავნის მომენტიდან.
52.განაწილების ლიცენზიატმა და მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყონ მათ მომსახურების ცენტრებში იმ წარმომადგენელთა შესაბამისი ნიშნით იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ მომხმარებელთან. მომხმარებელს ასევე უნდა მიეცეს განაწილების ლიცენზიატისა და მიმწოდებლის მომსახურების ცენტრების იდენტიფიცირების შესაძლებლობა (მათ შორის, ვიზუალური ნიშნებით).
6. განაწილების ლიცენზიატმა/მიმწოდებელმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ამასთან, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის (უარის) შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა გაეგზავნოს დასაბუთებული პასუხი, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე არ არის აუცილებელი დასაბუთებული პასუხის გაცემა, თუ:
ა) ამ მოთხოვნაზე მოხდა სათანადო რეაგირება, რასაც მომხმარებელი ადასტურებს შესაბამის აქტზე ან/და ხელშეკრულებაზე ხელმოწერით;
ბ) განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდა ტექსტური შეტყობინებით (ამ მუხლის 62პუნქტის პირობის შესრულების შემთხვევაში).
61. წერილობითი ან ელექტრონული ფორმით შეტანილ განაცხადზე განმცხადებელს პასუხი უნდა გაეგზავნოს იმავე ფორმით, რა ფორმითაც მოხდა აღნიშნული განაცხადის მიღება (თუ განმცხადებლის მიერ პასუხის სხვა ფორმა არ არის მოთხოვნილი).
62. განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მოკლე ინფორმაციას, განაცხადის რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს, ასევე:
ა) აბონენტის რეგისტრაციის (ან შეცვლის) შემთხვევაში – აბონენტის ნომერს, რეგისტრირებული მომხმარებლის სახელსა და გვარს (ან დასახელებას);
ბ) აქტის შედგენის შემთხვევაში – აქტის ნომერსა და შედგენის თარიღს;
გ) მრიცხველის დაყენების შემთხვევაში – მრიცხველის ჩვენებასა და თარიღს;
დ) ხელშეკრულების/შეთანხმების გაფორმების საჭიროების შემთხვევაში – მომსახურებაზე შეთავაზებულ ღირებულებას, შესრულების ვადასა და ვებგვერდზე განთავსებული სტანდარტული პირობების ელექტრონულ მისამართს.
63. წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე დასაბუთებული პასუხი გაგზავნილად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ განმცხადებელს სააბონენტო ბარათზე და განაცხადზე მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე გაეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება დასაბუთებული პასუხის წერილის ბმულით.
64. ამ მუხლის 63პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის/მიმწოდებლის წარმომადგენლის მიერ სათანადოდ გაფორმებული და ხელმოწერილი წერილი (დოკუმენტი) მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს 3 (სამი) წლის განმავლობაში და მისი გადმოწერა შესაძლებელი უნდა იყოს PDF ან/და JPG ფორმატში. აღნიშნულ ბმულზე არსებული დოკუმენტის რედაქტირება დაუშვებელია. ამასთან, შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატმა/მიმწოდებელმა მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ბმულზე განთავსებული წერილი (დოკუმენტი) განმცხადებელს ასევე უნდა მიაწოდოს მატერიალური ან სხვა მოთხოვნილი ფორმით ან/და საშუალებით.
7. საცალო მომხმარებელს არ შეიძლება მოეთხოვოს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გარდა რაიმე სხვა სახის საფასურის ან გადასახდელის გადახდა (ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა). ამ წესებით განსაზღვრული ყველა სხვა ინდივიდუალურად გადასახდელი (ბუნებრივი გაზის მრიცხველის, დარიცხვის კორექტირების, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების და სხვა ერთჯერადი ხარჯები), დარიცხვის შემთხვევაში, მომხმარებლის ქვითარში უნდა აისახოს განცალკევებულად.
8. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში წერილობით მიაწოდონ მას ინფორმაცია დარიცხული საფასურის გაანგარიშებისას გამოყენებული მეთოდისა და მოცულობის, ასევე, ამ მეთოდის სამართლებრივი საფუძვლის მითითებით.
9. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან შეიმუშაონ და მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახადონ სხვადასხვა მოთხოვნის შესახებ განცხადების (ამ წესების შესაბამისი) ტიპური ფორმები (მომხმარებელთაგან მრავალგზის შესული განცხადებების მიხედვით).
10. ამ წესების მიზნებისათვის ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად:
ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელიც ბუნებრივ გაზს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის;
ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი – საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა საცალო მომხმარებელი.
101. ამ წესების მიზნებისათვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებელზე ვრცელდება საყოფაცხოვრებო მომხმარებელზე დადგენილი მოთხოვნები, ამ წესების 161მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით.
11. ამ წესებში მითითებული ვადების ათვლა ხდება იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. სამუშაო დღე – გულისხმობს კალენდარული დღეს, რომელიც არ წარმოადგენს შაბათს, კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №18- ვებგვერდი, 28.07.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 30.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №82 - ვებგვერდი, 29.12.2023 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 15.10.2024 წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №35 · ძალაშია 15 ოქტ. 2024-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
15 ოქტ. 2024 – 1 იან. 2025ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2023
მე-6 პუნქტში დასაბუთებული პასუხის გაცემის წესი დაკონკრეტდა: უარის შემთხვევაში პასუხი გასაგზავნია, დაკმაყოფილებისას კი საკმარისია ხელმოწერილი აქტი/ხელშეკრულება ან ტექსტური შეტყობინება. დაემატა 6² პუნქტი ტექსტური შეტყობინების სავალდებულო შინაარსით.
· გამოქვეყნდა 30 აგვ. 2016
მე-6 პუნქტში განცხადებაზე პასუხის ვადა ორი კვირიდან 10 სამუშაო დღით ჩამოყალიბდა და დაემატა პასუხის ფორმის წესი (6¹); დაემატა 11 პუნქტი ვადების გამოთვლისა და სამუშაო დღის განმარტებით.
მე-2 და მე-3 პუნქტებში წესებისა და ხელშეკრულების მოქმედება გავრცელდა გატარების მომსახურებაზე. ტერმინი „ლიცენზიატი“ მე-2 პუნქტში „ლიცენზიანტით“ შეიცვალა.