ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 128. ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორის ფუნქციები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორი ლიცენზიით გათვალისწინებულ სეგმენტში (სეგმენტებში): ა) უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებას; ბ) არეგისტრირებს ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებს და აწარმოებს შესაბამის რეესტრს; გ) აქვეყნებს ბუნებრივი გაზის ბაზრის შეუფერხებელი ორგანიზებისა და ბუნებრივი გაზის საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციას.

2.ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორს ასევე შეიძლება დაეკისროს თავისი კომპეტენციის შესაბამისი სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება ამ კანონის, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციისა და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების საფუძველზე.

3.ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორს უფლება არ აქვს, ივაჭროს ბუნებრივი გაზით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხორციელდება ბუნებრივი გაზის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის უზრუნველსაყოფად და ბაზრის ოპერატორი არის ხელშეკრულების მხარე ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

4.ბუნებრივი გაზის საწარმოები უზრუნველყოფენ ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორის უწყვეტ და შეუზღუდავ წვდომას ბუნებრივი გაზის ორგანიზებისთვის საჭირო ინფორმაციაზე, ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების შესაბამისად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორი ლიცენზიით გათვალისწინებულ სეგმენტში (სეგმენტებში): ა) უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებას; ბ) არეგისტრირებს ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებს და აწარმოებს შესაბამის რეესტრს; გ) აქვეყნებს ბუნებრივი გაზის ბაზრის შეუფერხებელი ორგანიზებისა და ბუნებრივი გაზის საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციას. 2. ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორს ასევე შეიძლება დაეკისროს თავისი კომპეტენციის შესაბამისი სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება ამ კანონის, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციისა და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების საფუძველზე. 3. ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორს უფლება არ აქვს, ივაჭროს ბუნებრივი გაზით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხორციელდება ბუნებრივი გაზის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის უზრუნველსაყოფად და ბაზრის ოპერატორი არის ხელშეკრულების მხარე ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 4. ბუნებრივი გაზის საწარმოები უზრუნველყოფენ ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორის უწყვეტ და შეუზღუდავ წვდომას ბუნებრივი გაზის ორგანიზებისთვის საჭირო ინფორმაციაზე, ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
248¹25¹⁰2632813⁵24 (დ…1161301278541175128
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს გარემოს და…მეწარმეთა შესახებპროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა