Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 129

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 129. ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფცია და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციას კომისიასთან თანამშრომლობით შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2.ბუნებრივი ბაზრის მოდელის კონცეფცია აყალიბებს საქართველოში ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების სახელმძღვანელო პრინციპებს. სახელმძღვანელო პრინციპები იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია ბუნებრივი გაზის ბაზრის სტრუქტურის ზოგადი არსის განსასაზღვრად, უნდა აყალიბებდეს ბაზრის მონაწილეების უფლება-მოვალეობებისა და ბაზრის სტრუქტურის ზოგად მონახაზს. კონცეფციით ასევე შეიძლება განისაზღვროს სამიზნე მოდელზე გადასვლის ეტაპები. ბუნებრივი ბაზრის ორგანიზება და ოპერირება, მათ შორის, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრული ბაზრის ნებისმიერ სეგმენტთან დაკავშირებული ყველა პროცედურა, რეგულირდება კომისიის მიერ ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

3.ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირების წესები და სხვა დაკავშირებული საკითხები, მათ შორის: ა) ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელი, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად; ბ) ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირების პროცედურები, პრინციპები და სტანდარტები, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად; ბ 1 ) ბუნებრივი გაზის ბაზარზე ვაჭრობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ასეთი მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში; გ) ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეების იდენტიფიცირებისა და რეგისტრაციის მეთოდები; დ) ბუნებრივი გაზის ბაზარზე დასადები ხელშეკრულებების სახეები და ნიმუშები; ე) პროდუქტები, რომელთა ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის ბაზარზე; ვ) ბუნებრივი გაზის ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების რეესტრის წარმოების სტანდარტი და პროცედურა; ზ) ბუნებრივი გაზის ბაზრის ფუნქციონირებისთვის საჭირო მონაცემთა ბაზის შექმნისა და წარმოების სტანდარტი და პროცედურა; თ) ბუნებრივი გაზით ვაჭრობის დღიური გრაფიკის მომზადების, გამოყენების, გადამოწმებისა და შეცვლის სტანდარტი და პროცედურა; ი) ბუნებრივი გაზის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებში არსებული დანაკარგების აღმოფხვრის მიზნით ბუნებრივი გაზის შესყიდვის სტანდარტი და პროცედურა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბუნებრივი გაზის უწყვეტი, უსაფრთხო და საიმედო მიწოდება; კ) ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრული ბაზრის თითოეული სეგმენტის ორგანიზებისა და ოპერირების პირობები; ლ) ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირებისათვის, აგრეთვე ბაზრის შიგნით პროცედურების მოსაწესრიგებლად აუცილებელი სხვა პირობები; მ) ორმხრივი ხელშეკრულებებით ბუნებრივი  გაზის ყიდვა-გაყიდვის წესი და პროცედურა. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციას კომისიასთან თანამშრომლობით შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. ბუნებრივი ბაზრის მოდელის კონცეფცია აყალიბებს საქართველოში ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების სახელმძღვანელო პრინციპებს. სახელმძღვანელო პრინციპები იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია ბუნებრივი გაზის ბაზრის სტრუქტურის ზოგადი არსის განსასაზღვრად, უნდა აყალიბებდეს ბაზრის მონაწილეების უფლება-მოვალეობებისა და ბაზრის სტრუქტურის ზოგად მონახაზს. კონცეფციით ასევე შეიძლება განისაზღვროს სამიზნე მოდელზე გადასვლის ეტაპები. ბუნებრივი ბაზრის ორგანიზება და ოპერირება, მათ შორის, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრული ბაზრის ნებისმიერ სეგმენტთან დაკავშირებული ყველა პროცედურა, რეგულირდება კომისიის მიერ ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 3. ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირების წესები და სხვა დაკავშირებული საკითხები, მათ შორის: ა) ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელი, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად; ბ) ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირების პროცედურები, პრინციპები და სტანდარტები, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად; ბ 1 ) ბუნებრივი გაზის ბაზარზე ვაჭრობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ასეთი მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში; გ) ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეების იდენტიფიცირებისა და რეგისტრაციის მეთოდები; დ) ბუნებრივი გაზის ბაზარზე დასადები ხელშეკრულებების სახეები და ნიმუშები; ე) პროდუქტები, რომელთა ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის ბაზარზე; ვ) ბუნებრივი გაზის ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების რეესტრის წარმოების სტანდარტი და პროცედურა; ზ) ბუნებრივი გაზის ბაზრის ფუნქციონირებისთვის საჭირო მონაცემთა ბაზის შექმნისა და წარმოების სტანდარტი და პროცედურა; თ) ბუნებრივი გაზით ვაჭრობის დღიური გრაფიკის მომზადების, გამოყენების, გადამოწმებისა და შეცვლის სტანდარტი და პროცედურა; ი) ბუნებრივი გაზის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებში არსებული დანაკარგების აღმოფხვრის მიზნით ბუნებრივი გაზის შესყიდვის სტანდარტი და პროცედურა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბუნებრივი გაზის უწყვეტი, უსაფრთხო და საიმედო მიწოდება; კ) ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრული ბაზრის თითოეული სეგმენტის ორგანიზებისა და ოპერირების პირობები; ლ) ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირებისათვის, აგრეთვე ბაზრის შიგნით პროცედურების მოსაწესრიგებლად აუცილებელი სხვა პირობები; მ) ორმხრივი ხელშეკრულებებით ბუნებრივი  გაზის ყიდვა-გაყიდვის წესი და პროცედურა. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 დეკ. 2021

    129-ე მუხლის ბაზრის წესების ჩამონათვალს დაემატა „ბ¹“ ქვეპუნქტი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ და „მ“ ქვეპუნქტი ორმხრივი ხელშეკრულებებით ყიდვა-გაყიდვის წესის შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 128შემდეგი მუხლი 130

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • 1 ცვლილება · ბოლო 30 დეკ. 2021
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 123ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია და ელექტროენერგიის ბაზრის წესები
  • 127ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზება
  • 126ბუნებრივი გაზის ბაზარი

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 1ზოგადი დებულებები
  • 2ძირითადი პრინციპები
  • 3მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 3კანონის მიზანი
  • 2ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების სამართლებრივი რეგულირება
  • 12ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების პირობები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 95გაზის გამოყენების ნორმებისა და წესების დარღვევა

რეგულირების საფასურის შესახებ

  • 5¹ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები, სტრუქტურა და გადახდის წესი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 1 (დანართი 1)წესის რეგულირების სფერო და მიზანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
32125¹951231 (და…123127126129
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს ადმინისტრა…რეგულირების საფასურის …საქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026