ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 130. ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბუნებრივი გაზის საწარმოებსა და სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ, ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის მიზნით გახდნენ ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეები ამ კანონითა და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.

2.ბუნებრივი გაზის ბაზრის ყველა მონაწილეს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მწარმოებელს, ტრეიდერს, ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს (ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის ჩათვლით), მსხვილ მომხმარებელს, უფლება აქვს, ამ კანონისა და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების დაცვით იყიდოს/გაყიდოს ბუნებრივი გაზი ბუნებრივი გაზის ორგანიზებულ ბაზარსა და ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე.

3.ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორმხრივი უფლება-მოვალეობები უნდა განახორციელონ ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების შესაბამისად.

4.გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორები შესაბამის ქსელში არსებული დანაკარგების დაფარვის მიზნით ბუნებრივი გაზის შესყიდვის ვალდებულების განხორციელებისას წარმოადგენენ ბუნებრივი გაზის ბაზრის სპეციალურ მონაწილეებს, რომელთა სპეციალური მახასიათებლები ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განისაზღვრება.

5.თუ ბუნებრივი გაზის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობისას ბუნებრივი გაზის ოპერატორი არის ხელშეკრულების მხარე ამ კანონის 128-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იგი განიხილება ბაზრის სპეციალურ მონაწილედ და მისი სპეციალური მახასიათებლები განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბუნებრივი გაზის საწარმოებსა და სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ, ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის მიზნით გახდნენ ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეები ამ კანონითა და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით. 2. ბუნებრივი გაზის ბაზრის ყველა მონაწილეს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მწარმოებელს, ტრეიდერს, ბუნებრივი გაზის   მიმწოდებელს (ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის ჩათვლით), მსხვილ მომხმარებელს, უფლება აქვს, ამ კანონისა და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების დაცვით იყიდოს/გაყიდოს ბუნებრივი გაზი ბუნებრივი გაზის ორგანიზებულ ბაზარსა და ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე. 3. ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორმხრივი უფლება-მოვალეობები უნდა განახორციელონ ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების შესაბამისად. 4. გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორები შესაბამის ქსელში არსებული დანაკარგების დაფარვის მიზნით ბუნებრივი გაზის შესყიდვის ვალდებულების განხორციელებისას წარმოადგენენ ბუნებრივი გაზის ბაზრის სპეციალურ მონაწილეებს, რომელთა სპეციალური მახასიათებლები ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განისაზღვრება. 5. თუ ბუნებრივი გაზის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობისას ბუნებრივი გაზის ოპერატორი არის ხელშეკრულების მხარე ამ კანონის 128-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იგი განიხილება ბაზრის სპეციალურ მონაწილედ და მისი სპეციალური მახასიათებლები განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 130-ე მუხლის მე-2 პუნქტში ვაჭრობის უფლება გავრცელდა ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზეც და ტერმინი „ივაჭრონ“ შეიცვალა „იყიდოს/გაყიდოს“-ით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
61030⁴25¹96²312712812440126130
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ნავთობისა და გაზის შეს…რეგულირების საფასურის …საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა