Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებმუხლი 2

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 2. ძირითადი პრინციპები

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 4 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²345678

1.მიმწოდებელი ვალდებულია, ყველა სახის მომხმარებელს მომსახურება გაუწიოს ამ წესების შესაბამისად და ოპერატიულად მისცეს განაწილების ლიცენზიატს სათანადო მითითება საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების თაობაზე, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეასრულოს მიმწოდებლის აღნიშნული მითითება და უზრუნველყოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება ამ წესებით განსაზღვრული პირობებით.

2.ბუნებრივი გაზით მომარაგების ძირითადი პრინციპია მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.

2¹.პირი, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის რეალიზაციას, მათ შორის, საცალო მომხმარებელზე ახდენს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ეწევა ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას, შესაბამისად, იგი ვალდებულია უზრუნველყოს განაწილების ლიცენზიანტის მეშვეობით აღნიშნული საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით სათანადოდ მომარაგება.

2².მიმწოდებლის მითითების შესაბამისად, განაწილების ლიცენზიანტი ახორციელებს განაწილების საქმიანობას, რომელიც მოიცავს ბუნებრივი გაზის განაწილებისა და გატარების მომსახურებას: ა) განაწილების მომსახურება – განაწილების ლიცენზიანტი ერთდროულად ახორციელებს საცალო მომხმარებელზე როგორც ბუნებრივი გაზით მომარაგებას, ისე რეალიზაციას (ეწევა ბუნებრივი გაზის როგორც განაწილების, ისე მიწოდების საქმიანობას); ბ) გატარების მომსახურება – განაწილების ლიცენზიანტი მის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელით ახორციელებს სხვა მიმწოდებლის კუთვნილი ბუნებრივი გაზით საცალო მომხმარებლის მომარაგებას (ეწევა მხოლოდ ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობას).

3.მიმწოდებელი ვალდებულია: ა) მომსახურება გაუწიოს ყველა სახის მომხმარებელს; ბ) მოთხოვნისთანავე გააფორმოს მოხმარებელთან ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება და უზრუნველყოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება (ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად); გ) საცალო მომხმარებელთან ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმოს მხოლოდ ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე საჯაროდ გამოცხადებულ ტიპურ ხელშეკრულებაში მოცემული პირობებითა და ფასით; დ) დროულად მოახდინოს საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა, ქვითრის მიწოდება და დარიცხული საფასურის ამოღება ამ წესების პირობების შესაბამისად; ე) განაწილების ლიცენზიატს გადაუხადოს მომსახურების საფასური მომხმარებლისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობის შესაბამისად. ასევე, ამ წესების თანახმად, უზრუნველყოს თავისივე მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებისას წარმოქმნილი სხვა ხარჯების დროული ანაზღაურება; ვ) ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია საცალო მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის მოცულობის, ასევე, მისი ფასისა და თავისუფალი (ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი) მოცულობის შესახებ; ზ) უზრუნველყოს საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების ინდივიდუალური აღრიცხვა და მიღებული ინფორმაციის განაწილების ლიცენზიატისთვის დაუყოვნებლივ მიწოდება; თ) უზრუნველყოს მომხმარებელთა მუდმივი მომსახურება, მათ შორის, მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით; ი) უზრუნველყოს ამ წესებით, მისი შესაბამისი ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების სათანადოდ შესრულება.

4.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია: ა) გაუწიოს მომსახურება ნებისმიერ მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს ამ წესების შესაბამისად; ბ) ოპერატიულად შეასრულოს მიმწოდებლის მითითება ამა თუ იმ პირისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების, მიწოდების შეწყვეტის ან აღდგენის თაობაზე; გ) დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები; დ) უზრუნველყოს საცალო მომხმარებელთა მუდმივი მომსახურება, მათ შორის, მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით; ე) დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება შეტყობინებაზე ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ; ვ) ექსპლუატაცია გაუწიოს და გამართულ მდგომარეობაში იქონიოს გამანაწილებელი ქსელი, ანგარიშსწორებისათვის მოაწყოს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი (აღრიცხვის კვანძები) და უზრუნველყოს მათი გამართული მუშაობა; ზ) მიმწოდებლისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოს გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის მიღებისა და მიწოდების (მოხმარების) ერთიანი ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების საფუძველზე; თ) ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ტექნიკური რეგლამენტისა და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის (დარღვევების) აღმოჩენისა და ამ დარღვევის შესაძლო შედეგებზე მომხმარებელთა წერილობითი ფორმით ინფორმირების მიზნით, ამ წესების შესაბამისად, აწარმოოს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების, ხელსაწყოებისა და მათი ქსელთან მიერთების საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებთან, ასევე, ამ დანადგარების შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან (მათ შორის, სამონტაჟო-საექსპლუატაციო დოკუმენტაციასთან) შესაბამისობის სისტემატური შემოწმება და განახორციელოს სათანადო რეაგირება; ი) უზრუნველყოს ამ წესებით და ლიცენზიის პირობებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულება.

5.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს ბუნებრივი გაზით მომარაგება, თუ: ა) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას; ბ) ირღვევა ტექნიკური რეგლამენტისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნები. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად; გ) ტრანსპორტირების ლიცენზიატის ან/და შესაბამისი მიმწოდებლის მიერ გაცემულია სათანადო დავალება (მითითება) ბუნებრივი გაზით მომარაგების შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ; დ) აღნიშნული პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით.

6.განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით შეწყვიტოს საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება, თუ: ა) საცალო მომხმარებლის მიერ დროულად არ არის გადახდილი მასზედ დარიცხული, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური; ბ) საცალო მომხმარებლის მიერ ირღვევა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკურ პირობაში მოცემული მოთხოვნები; გ) საცალო მომხმარებელი არ ასრულებს ამ წესებით დადგენილ პირობებს ან/და ხელშეკრულებით ნაკისრ იმ ვალდებულებებს, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად ითვალისწინებენ ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტას; დ) საჭიროა გეგმური ან ავარიული სარემონტო სამუშაოების ჩატარება.

7.მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან საცალო მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოონ მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ.

8.ამ წესებით განსაზღვრულ მიმწოდებლის ვალდებულებებში არ შედის საცალო მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ან აღრიცხვის კვანძის მოწყობის, ასევე, გამანაწილებელი ქსელიდან ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2026 წლის 4 ივნისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.06.2026 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მიმწოდებელი ვალდებულია, ყველა სახის მომხმარებელს მომსახურება გაუწიოს ამ წესების შესაბამისად და ოპერატიულად მისცეს განაწილების ლიცენზიატს სათანადო მითითება საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების თაობაზე, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეასრულოს მიმწოდებლის აღნიშნული მითითება და უზრუნველყოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება ამ წესებით განსაზღვრული პირობებით. 2. ბუნებრივი გაზით მომარაგების ძირითადი პრინციპია მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. 2 1 . პირი, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის რეალიზაციას, მათ შორის, საცალო მომხმარებელზე ახდენს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ეწევა ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას, შესაბამისად, იგი ვალდებულია უზრუნველყოს განაწილების ლიცენზიანტის მეშვეობით აღნიშნული საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით სათანადოდ მომარაგება. 2 2 . მიმწოდებლის მითითების შესაბამისად, განაწილების ლიცენზიანტი ახორციელებს განაწილების საქმიანობას, რომელიც მოიცავს ბუნებრივი გაზის განაწილებისა და გატარების მომსახურებას: ა) განაწილების მომსახურება – განაწილების ლიცენზიანტი ერთდროულად ახორციელებს საცალო მომხმარებელზე როგორც ბუნებრივი გაზით მომარაგებას, ისე რეალიზაციას (ეწევა ბუნებრივი გაზის როგორც განაწილების, ისე მიწოდების საქმიანობას); ბ) გატარების მომსახურება – განაწილების ლიცენზიანტი მის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელით ახორციელებს სხვა მიმწოდებლის კუთვნილი ბუნებრივი გაზით საცალო მომხმარებლის მომარაგებას (ეწევა მხოლოდ ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობას). 3. მიმწოდებელი ვალდებულია: ა) მომსახურება გაუწიოს ყველა სახის მომხმარებელს; ბ) მოთხოვნისთანავე გააფორმოს მოხმარებელთან ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება და უზრუნველყოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება (ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად); გ) საცალო მომხმარებელთან ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმოს მხოლოდ ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე საჯაროდ გამოცხადებულ ტიპურ ხელშეკრულებაში მოცემული პირობებითა და ფასით; დ) დროულად მოახდინოს საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა, ქვითრის მიწოდება და დარიცხული საფასურის ამოღება ამ წესების პირობების შესაბამისად; ე) განაწილების ლიცენზიატს გადაუხადოს მომსახურების საფასური მომხმარებლისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობის შესაბამისად. ასევე, ამ წესების თანახმად, უზრუნველყოს თავისივე მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებისას წარმოქმნილი სხვა ხარჯების დროული ანაზღაურება; ვ) ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია საცალო მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის მოცულობის, ასევე, მისი ფასისა და თავისუფალი (ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი) მოცულობის შესახებ; ზ) უზრუნველყოს საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების ინდივიდუალური აღრიცხვა და მიღებული ინფორმაციის განაწილების ლიცენზიატისთვის დაუყოვნებლივ მიწოდება; თ) უზრუნველყოს მომხმარებელთა მუდმივი მომსახურება, მათ შორის, მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით; ი) უზრუნველყოს ამ წესებით, მისი შესაბამისი ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების სათანადოდ შესრულება. 4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია: ა) გაუწიოს მომსახურება ნებისმიერ მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს ამ წესების შესაბამისად; ბ) ოპერატიულად შეასრულოს მიმწოდებლის მითითება ამა თუ იმ პირისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების, მიწოდების შეწყვეტის ან აღდგენის თაობაზე; გ) დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები; დ) უზრუნველყოს საცალო მომხმარებელთა მუდმივი მომსახურება, მათ შორის, მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით; ე) დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება შეტყობინებაზე ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ; ვ) ექსპლუატაცია გაუწიოს და გამართულ მდგომარეობაში იქონიოს გამანაწილებელი ქსელი, ანგარიშსწორებისათვის მოაწყოს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი (აღრიცხვის კვანძები) და უზრუნველყოს მათი გამართული მუშაობა; ზ) მიმწოდებლისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოს გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის მიღებისა და მიწოდების (მოხმარების) ერთიანი ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების საფუძველზე; თ) ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ტექნიკური რეგლამენტისა და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის (დარღვევების) აღმოჩენისა და ამ დარღვევის შესაძლო შედეგებზე მომხმარებელთა წერილობითი ფორმით ინფორმირების მიზნით, ამ წესების შესაბამისად, აწარმოოს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების, ხელსაწყოებისა და მათი ქსელთან მიერთების საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებთან, ასევე, ამ დანადგარების შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან (მათ შორის, სამონტაჟო-საექსპლუატაციო დოკუმენტაციასთან) შესაბამისობის სისტემატური შემოწმება და განახორციელოს სათანადო რეაგირება; ი) უზრუნველყოს ამ წესებით და ლიცენზიის პირობებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულება. 5. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს ბუნებრივი გაზით მომარაგება, თუ: ა) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას; ბ) ირღვევა ტექნიკური რეგლამენტისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნები. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად; გ) ტრანსპორტირების ლიცენზიატის ან/და შესაბამისი მიმწოდებლის მიერ გაცემულია სათანადო დავალება (მითითება) ბუნებრივი გაზით მომარაგების შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ; დ) აღნიშნული პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით. 6. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით შეწყვიტოს საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება, თუ: ა) საცალო მომხმარებლის მიერ დროულად არ არის გადახდილი მასზედ დარიცხული, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური; ბ) საცალო მომხმარებლის მიერ ირღვევა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკურ პირობაში მოცემული მოთხოვნები; გ) საცალო მომხმარებელი არ ასრულებს ამ წესებით დადგენილ პირობებს ან/და ხელშეკრულებით ნაკისრ იმ ვალდებულებებს, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად ითვალისწინებენ ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტას; დ) საჭიროა გეგმური ან ავარიული სარემონტო სამუშაოების ჩატარება. 7. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან საცალო მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოონ მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ. 8. ამ წესებით განსაზღვრულ მიმწოდებლის ვალდებულებებში არ შედის საცალო მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ან აღრიცხვის კვანძის მოწყობის, ასევე, გამანაწილებელი ქსელიდან ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2026 წლის 4 ივნისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.06.2026 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №37 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 9 ივნ. 2026

    მე-2 მუხლში, რომელშიც ჩამოთვლილია მომარაგების შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევები, „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „დ“ ქვეპუნქტი კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევის შესახებ.

  2. 24 მარ. 2010

    დაემატა 2¹ და 2² პუნქტები, რომლებიც განსაზღვრავს მიმწოდებლის საქმიანობას და ლიცენზიანტის განაწილებისა და გატარების მომსახურებას. მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში ლიცენზიანტისთვის გადასახდელი საფასური ახლა მომსახურების საფასურია, რომელიც მიწოდებული გაზის მოცულობის შესაბამისად გამოითვლება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 ივნ. 2026 · №37

  • 2 ცვლილება · ბოლო 9 ივნ. 2026
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 28გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება ან გატარება
  • 31მიმწოდებელის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზისა და მომსახურების საფასურის ანაზღაურება
  • 8მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 109ბუნებრივი გაზის მიწოდება საჯარო მომსახურების სახით
  • 41ბუნებრივი გაზის მწარმოებლის ვალდებულებები
  • 65ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 2ძირითადი პრინციპები
  • 1ზოგადი დებულებები
  • 5მომსახურების გაწევა

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება
  • 13პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 162საქონლის მიწოდების ადგილი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²132152831816210941652
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…სასმელი წყლის მიწოდები…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 ივნ. 2026 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026