Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 99

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 99. საშეღავათო პირობები ელექტროენერგიის ახალი ურთიერთდამაკავშირებლებისთვის

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:განახლებადი ენერგიაენერგიის წარმოებაენერგიის განაწილება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617

1.ელექტროენერგეტიკული საწარმოს მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლოა მუდმივი დენის ახალი ურთიერთდამაკავშირებლის სრული სიმძლავრე ან მისი ნაწილი შეზღუდული დროით გათავისუფლდეს ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ზ“ ქვეპუნქტების, 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე დადგენილი, აგრეთვე 44-ე და 57-ე მუხლებითა და 63-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილი ვალდებულებებისგან, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) ურთიერთდამაკავშირებლის აშენებასთან დაკავშირებული ინვესტიცია ხელს უწყობს კონკურენციას ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობაში; ბ) ინვესტიციის განხორციელება, თანამდევი რისკებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათების დაწესების გარეშე; გ) ურთიერთდამაკავშირებლის მესაკუთრე პირი სულ მცირე სამართლებრივი ფორმით განცალკევებულია გადამცემი სისტემის ოპერატორისგან და იმ სისტემის ოპერატორისგან, რომელსაც უკავშირდება აღნიშნული ურთიერთდამაკავშირებელი; დ) ურთიერთდამაკავშირებლით მოსარგებლეებს დაეკისრებათ საფასურის გადახდის ვალდებულება; ე) ურთიერთდამაკავშირებლით დაკავშირებული ელექტროენერგიის გადამცემი ან გამანაწილებელი სისტემის გამოყენებისთვის დაწესებული საფასურის რომელიმე კომპონენტი არ გამოყენებულა ურთიერთდამაკავშირებლის კაპიტალური ან საოპერაციო დანახარჯების ან მათი ნაწილის დასაფარავად; ვ) ამ მუხლის შესაბამისად საშეღავათო პირობების დადგენით არ ზიანდება კონკურენცია ან შიდა და რეგიონული ელექტროენერგიის ბაზრები, ან იმ რეგულირებადი სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება, რომელთანაც დაკავშირებულია ურთიერთდამაკავშირებელი.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები გამონაკლისის სახით აგრეთვე გამოიყენება ცვლადი დენის ურთიერთდამაკავშირებელთან მიმართებით, თუ განსახილველ ინვესტიციასთან დაკავშირებული ხარჯები და რისკი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ხარჯებსა და რისკს, რომლებიც, ჩვეულებრივ, წარმოიშობა ორი მეზობელი გადამცემი სისტემის ცვლადი დენის ურთიერთდამაკავშირებლით დაკავშირებისას.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები აგრეთვე გამოიყენება არსებული ურთიერთდამაკავშირებლის სიმძლავრის მნიშვნელოვნად გაზრდის შემთხვევაში.

4.ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებას ყოველი ცალკეული შემთხვევისთვის იღებენ კომისია და შესაბამისი მეზობელი ქვეყნის კომპეტენტური მარეგულირებელი ორგანო.

5.კომისია უფლებამოსილია საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხი განსახილველად წარუდგინოს აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და, მიზანშეწონილობის შემთხვევაში, გაითვალისწინოს მისი მოსაზრებები.

6.საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს საშეღავათო პირობების ხანგრძლივობისა და ურთიერთდამაკავშირებელზე არადისკრიმინაციულ დაშვებასთან დაკავშირებული პირობების დადგენის საჭიროება. ამ მიზნით მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ასაშენებელი დამატებითი სიმძლავრე ან არსებული სიმძლავრის ცვლილება, პროექტის განხორციელების ვადა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.

7.საშეღავათო პირობების დადგენამდე კომისია განსაზღვრავს ურთიერთდამაკავშირებლის სიმძლავრის მართვისა და განაწილების წესებს. ურთიერთდამაკავშირებლის გადატვირთვის მართვის წესები უნდა მოიცავდეს გამოუყენებელი სიმძლავრის ბაზარზე შეთავაზების ვალდებულებასა და ურთიერთდამაკავშირებლით მოსარგებლეთა უფლებას, მეორეულ ბაზარზე ივაჭრონ სახელშეკრულებო სიმძლავრით. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული კრიტერიუმების შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სიმძლავრის განაწილების პროცედურის შედეგები.

8.თუ კომისია და მეზობელი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანო საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი მოთხოვნის წარდგენიდან 6 თვის ვადაში, კომისია აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს. საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილება, მათ შორის, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ყველა პირობა, სათანადოდ უნდა დასაბუთდეს და გამოქვეყნდეს.

9.ამ მუხლის მე-4−მე-8 პუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილება შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებსა და განმცხადებლებთან განხილვის საფუძველზე შეიძლება მიიღოს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელმა საბჭომ, თუ: ა) კომისიამ და მეზობელი ქვეყნის მარეგულირებელმა ორგანომ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ 6 თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც აღნიშნული მარეგულირებლებიდან ყველაზე ბოლომ მიიღო შესაბამისი მოთხოვნა; ბ) არსებობს კომისიის ან მეზობელი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნა ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

10.მიუხედავად ამ მუხლის მე-4−მე-9 პუნქტების დებულებებისა, კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში საშეღავათო პირობების დადგენასთან დაკავშირებით ამ კანონის 24-ე მუხლით დადგენილი წესით გამართოს კონსულტაციები კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებთან. კონსულტაციის პროცესის შედეგად მიღებული მოსაზრებები ქვეყნდება გადაწყვეტილებასთან ერთად.

11.კომისია ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დაუყოვნებლივ უგზავნის საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ მიღებული მოთხოვნის ასლს და აცნობებს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციასთან ერთად.

12.ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს აგრეგირებული სახით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მისი შესაძლებლობა, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. აღნიშნული ინფორმაცია სხვა მონაცემებთან ერთად უნდა შეიცავდეს: ა) საშეღავათო პირობების დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის დეტალურ მიზეზებს, მათ შორის, ასეთი პირობების დადგენის აუცილებლობის განმაპირობებელ ფინანსურ ინფორმაციას; ბ) კონკურენციასა და ელექტროენერგიის ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებაზე საშეღავათო პირობების დადგენის ზეგავლენის კვლევას; გ) გარემოებებს, რომლებმაც განაპირობა საშეღავათო პირობების მოქმედების ვადა, და ურთიერთდამაკავშირებლის სიმძლავრის წილი, რომელზედაც ვრცელდება საშეღავათო პირობები; დ) შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებთან კონსულტაციის შედეგები.

13.ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებიდან 2 თვის განმავლობაში მოსთხოვოს შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა ან ასეთი გადაწყვეტილების გაუქმება. გადაწყვეტილების მიღების 2-თვიანი ვადა შესაძლოა გაგრძელდეს დამატებით 2 თვით, თუ: ა) ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ესაჭიროება დამატებითი ინფორმაციის მოძიება; ბ) არსებობს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა და შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების თანხმობა ვადის გაგრძელებაზე.

14.ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საფუძვლით გადაწყვეტილების მიღების ვადის გაგრძელების შემთხვევაში დამატებითი ვადის ათვლა იწყება ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის სრულყოფილი სახით მიღების მომდევნო დღიდან. თუ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს შესაბამისი მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში არ მიეწოდა გამოთხოვილი ინფორმაცია, მარეგულირებელი ორგანოს შეტყობინება საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ ჩაითვლება გაუქმებულად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) მოთხოვნით განსაზღვრული ვადის გასვლამდე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა და შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების თანხმობით გაგრძელდა ინფორმაციის მიწოდების ვადა; ბ) შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოები დასაბუთებული შეტყობინებით დაუდასტურებენ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისრულეს.

15.ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მოთხოვნა საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის ან გაუქმების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 1 თვის ვადაში, რის შესახებაც ეცნობება ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს.

16.საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ გაცემული თანხმობა ძალას კარგავს მიღებიდან 2 წლის შემდეგ, თუ ამ ვადაში არ დაიწყება ურთიერთდამაკავშირებლის მშენებლობა, ან მიღებიდან 5 წლის შემდეგ, თუ ურთიერთდამაკავშირებელი ამ ვადაში არ იქნა ექსპლუატაციაში მიღებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო მიიჩნევს, რომ დაყოვნება გამოწვეულია იმ პირისგან დამოუკიდებელი მიზეზით, რომლის მოთხოვნითაც დადგინდა საშეღავათო პირობები.

17.ამ მუხლის მე-5−მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს აკავშირებს მოცემული ურთიერთდამაკავშირებელი, ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყანაა ან თანხმობას აცხადებს ამ მოთხოვნების გამოყენებაზე.

წინა მუხლი 98შემდეგი მუხლი 100

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • განახლებადი ენერგიის კონტრაქტებისერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიის პროექტებისერვისის გვერდი
  • ქსელთან მიერთების ხელშეკრულებებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №15

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
5
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 24მუხლი 29მუხლი 30მუხლი 57მუხლი 63

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 100საშეღავათო პირობები ბუნებრივი გაზის ახალი ინფრასტრუქტურისთვის
  • 137ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა
  • 57ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 9საქართველოსა და მესამე ქვეყნის ერთობლივი პროექტი
  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება
  • 21გარდამავალი დებულებები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 228²ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიანტი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური

კონკურენციის შესახებ

  • 9კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისები

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 5შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 26შეთავაზების პირობები

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 34ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²228²991621572429306310013752699
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…განახლებადი წყაროებიდა…საქართველოს ადმინისტრა…კონკურენციის შესახებშენობების ენერგოეფექტუ…რეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026