Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 117

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 117. კონკურენცია ენერგეტიკულ ბაზარზე

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობამარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityაქტივებით ტრანზაქციებიმარეგულირებელი აღსრულებაზემოქმედების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.კომისია უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის არსებობისა და განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნას, ენერგეტიკული ბაზრის შემზღუდველი ქმედებების დროულად გამოვლენასა და აღმოფხვრას.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად კომისია ზედამხედველობს ენერგეტიკულ ბაზარს და საჭიროების შემთხვევაში ატარებს ენერგეტიკული ბაზრის კვლევას: ა) საქართველოს მთავრობის, სამინისტროს, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოთხოვნით; ბ) ენერგეტიკული ბაზრის მონაწილის მოთხოვნით, თუ მას ბაზრის შემზღუდველი ქმედების შედეგად ადგება უშუალო ქონებრივი ზიანი, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც აქვს; გ) საკუთარი ინიციატივით.

3.ენერგეტიკული ბაზრის კვლევა მოიცავს: ა) ენერგეტიკული ბაზრის განსაზღვრებას (მომსახურების, პროდუქციის მიწოდების ან/და გეოგრაფიულ არეალებს); ბ) ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული კონკურენციის ეფექტიანობის ანალიზს, კონცენტრაციის მონაცემებსა და შეფასებას (მათ შორის, თითოეული ენერგეტიკული საწარმოს საბაზრო წილისა და რამდენიმე საწარმოს შორის არსებული კონკურენციის დონის შეფასებას); გ) ინფორმაციას ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირებთან დაკავშირებით ამ კანონის 118-ე მუხლის შესაბამისად; დ) ენერგეტიკული ბაზრის კვლევის შედეგებსა და გადაწყვეტილებას ან რეკომენდაციას ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მარეგულირებელი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე.

4.ენერგეტიკული ბაზრის კვლევა ხორციელდება კომისიის მიერ დამტკიცებული ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესებისა და კვლევის ჩატარების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად.

5.ენერგეტიკული ბაზრის კვლევა ხორციელდება კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით, საქართველოს კანონმდებლობისა და ენერგეტიკული გაერთიანების რეგულაციების ან/და რეკომენდაციების შესაბამისად, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

6.კომისია ენერგეტიკული ბაზრის კვლევისთვის მართავს ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ საჯარო კონსულტაციებს. კომისია აანალიზებს საჯარო კონსულტაციებისას მიღებულ კომენტარებსა და რეკომენდაციებს და კომისიის ვებგვერდზე აქვეყნებს მათ ერთიანი მიმოხილვის სახით შესაბამის განმარტებებთან ერთად.

7.ენერგეტიკული ბაზრის კვლევის განხორციელების ვადაა 7 თვე, რომელიც აითვლება ენერგეტიკული ბაზრის კვლევის ჩატარების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღების დღიდან. კომისია უფლებამოსილია სათანადოდ დასაბუთებული, გონივრული აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 4 თვით. კომისია უზრუნველყოფს ენერგეტიკული ბაზრის კვლევის დროულ და ეფექტიან განხორციელებასა და დასრულებას.

8.ენერგეტიკული ბაზრის კვლევა დასრულდება კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებით, რომელიც უნდა უპასუხებდეს ენერგეტიკული ბაზრის კვლევის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ კომპონენტებს. მარეგულირებელი ზომების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ან რეკომენდაცია შეიძლება ითვალისწინებდეს: ა) ენერგეტიკული საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებას; ბ) დაჯარიმებას; გ) ბაზრის გახსნის წამახალისებელი ზომების გამოყენებას ამ კანონის 115-ე მუხლის შესაბამისად; დ) ენერგეტიკული ბაზრის მონაწილის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისთვის მიმართვას; ე) ენერგეტიკული ბაზრის ერთი ან ერთზე მეტი მონაწილისთვის ენერგეტიკულ ბაზარზე მონაწილეობის დროებით აკრძალვას.

9.ენერგეტიკული ბაზრის კვლევის შედეგები და კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება წარედგინება საქართველოს მთავრობას, სამინისტროს, სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს და ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3763 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 11 დეკ. 2023
  2. 30 დეკ. 2021
წინა მუხლი 116შემდეგი მუხლი 118

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კონკურენტული გარემოს მიმოხილვა (competitive landscape)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის კვლევა სეგმენტების მიხედვით1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პრემიუმ და ლაქშერი სეგმენტის ბაზრის კვლევა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №15

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2023-12-11
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 115მუხლი 118მუხლი 24

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 116ენერგეტიკული ბაზრის ზედამხედველობა
  • 28კომისიის ამოცანები
  • 29კომისიის ფუნქციები

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 22კომისიის უფლებამოსილებები ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში
  • 12ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 21კონკურენციის წინასწარი რეგულირება, მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის პრინციპები
  • 28კომისიის მიერ კონკურენციის უზრუნველყოფის უფლებამოსილებები
  • 20კონკურენციის რეგულირების მიზნები და კომისიის ამოცანები

კონკურენციის შესახებ

  • 17²სააგენტოს ფუნქციები
  • 2კანონის მიზანი

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 47⁸ეროვნული ბანკის უფლებამოსილება საფინანსო სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნის ხელშეწყობის სფეროში

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 1კანონის მიზანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21282047⁸17²211151182411628292212117
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ენერგოეფექტურობის შესა…ელექტრონული კომუნიკაცი…კონკურენციის შესახებსაქართველოს ეროვნული ბ…ენერგოეტიკეტირების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026