Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 74

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 74. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ფუნქციები

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს სისტემის გრძელვადიან უნარს, მომსახურების შესაბამის არეალში დააკმაყოფილოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილებაზე არსებული გონივრული მოთხოვნა, და ახორციელებს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი გამანაწილებელი სისტემის ეკონომიკური პირობების შესაბამისად ოპერირებას, მოვლა-პატრონობასა და განვითარებას, გარემოს დაცვასა და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით.

2.გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს განაწილებასთან დაკავშირებული საიმედო და ეფექტიანი მომსახურების გაწევას გამანაწილებელი ქსელის წესების, სალიცენზიო პირობებისა და ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესების შესაბამისად.

3.განაწილებასთან დაკავშირებული მომსახურება სისტემით მოსარგებლეებს გაეწევათ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების ან მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან მიერთების საფუძველზე. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს მომსახურების ხელშეკრულების, მათ შორის, გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისა და განაწილების მომსახურების ხელშეკრულების, სტანდარტულ პირობებს და კომისიის მიერ მათი დამტკიცების შემდეგ აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. სტანდარტული პირობებით ხელშეკრულება გაფორმებულად ითვლება კომისიის მიერ დადგენილი წესით ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან მიერთებით.

4.დაუშვებელია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ სისტემით მოსარგებლეებს ან სისტემით მოსარგებლეთა სხვადასხვა კატეგორიას შორის დისკრიმინაცია, მათ შორის, დაკავშირებული საწარმოს სასარგებლოდ.

5.გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა სხვა სისტემების, მათ შორის, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების, ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემების, ოპერატორებს უნდა მიაწოდოს საკმარისი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ან შესაბამის შემთხვევებში ბუნებრივი გაზის შენახვა ურთიერთდაკავშირებული სისტემების უსაფრთხო და ეფექტიანი ოპერირების შესაბამისად.

6.გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი სისტემით მოსარგებლეებს უზრუნველყოფს დეტალური, გასაგები, რაოდენობრივად აღქმადი და იოლად ხელმისაწვდომი ინფორმაციით შეთავაზებული მომსახურების, ამ მომსახურების გაწევის პირობებისა და სისტემასთან ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ტექნიკური მონაცემების შესახებ, კომისიის მიერ დამტკიცებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის წესების შესაბამისად.

7.გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ენერგია უნდა შეისყიდოს გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და საბაზრო პროცედურების შესაბამისად.

8.გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი აგრეთვე ასრულებს მის კომპეტენციაში შემავალ სხვა ფუნქციებსა და მოვალეობებს ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს სისტემის გრძელვადიან უნარს, მომსახურების შესაბამის არეალში დააკმაყოფილოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილებაზე არსებული გონივრული მოთხოვნა, და ახორციელებს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი გამანაწილებელი სისტემის ეკონომიკური პირობების შესაბამისად ოპერირებას, მოვლა-პატრონობასა და განვითარებას, გარემოს დაცვასა და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით. 2. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს განაწილებასთან დაკავშირებული საიმედო და ეფექტიანი მომსახურების გაწევას გამანაწილებელი ქსელის წესების, სალიცენზიო პირობებისა და ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესების შესაბამისად. 3. განაწილებასთან დაკავშირებული მომსახურება სისტემით მოსარგებლეებს გაეწევათ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების ან მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან მიერთების საფუძველზე. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს მომსახურების ხელშეკრულების, მათ შორის, გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისა და განაწილების მომსახურების ხელშეკრულების, სტანდარტულ პირობებს და კომისიის მიერ მათი დამტკიცების შემდეგ აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. სტანდარტული პირობებით ხელშეკრულება გაფორმებულად ითვლება კომისიის მიერ დადგენილი წესით ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან მიერთებით. 4. დაუშვებელია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ სისტემით მოსარგებლეებს ან სისტემით მოსარგებლეთა სხვადასხვა კატეგორიას შორის დისკრიმინაცია, მათ შორის, დაკავშირებული საწარმოს სასარგებლოდ. 5. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა სხვა სისტემების, მათ შორის, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების, ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემების, ოპერატორებს უნდა მიაწოდოს საკმარისი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ან შესაბამის შემთხვევებში ბუნებრივი გაზის შენახვა ურთიერთდაკავშირებული სისტემების უსაფრთხო და ეფექტიანი ოპერირების შესაბამისად. 6. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი სისტემით მოსარგებლეებს უზრუნველყოფს დეტალური, გასაგები, რაოდენობრივად აღქმადი და იოლად ხელმისაწვდომი ინფორმაციით შეთავაზებული მომსახურების, ამ მომსახურების გაწევის პირობებისა და სისტემასთან ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ტექნიკური მონაცემების შესახებ, კომისიის მიერ დამტკიცებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის წესების შესაბამისად. 7. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ენერგია უნდა შეისყიდოს გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და საბაზრო პროცედურების შესაბამისად. 8. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი აგრეთვე ასრულებს მის კომპეტენციაში შემავალ სხვა ფუნქციებსა და მოვალეობებს ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 73შემდეგი მუხლი 75

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 97

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 51გადამცემი სისტემის ოპერატორის ფუნქციები
  • 71გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სტატუსი
  • 73გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევება

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 28გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება ან გატარება
  • 8მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება
  • 2ძირითადი პრინციპები

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 22კომისიის უფლებამოსილებები ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 32დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება
  • 34ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 35 (დანართი 1)ნაგავსაყრელის ოპერატორის ვალდებულებები ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურების კუთხით

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁵ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3234288213⁵35 (დ…16975171732274
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…განახლებადი წყაროებიდა…ენერგოეფექტურობის შესა…ელექტრონული კომუნიკაცი…ნაგავსაყრელის მოწყობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026