Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებმუხლი 28

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 28. გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება ან გატარება

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 4 ივნ. 2026
თემები:ენერგიის განაწილება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია ბუნებრივი გაზით მომარაგება განახორციელოს მიმწოდებლის მოთხოვნის შესაბამისად და დაუყოვნებლივ შეასრულოს მიმწოდებლის მოთხოვნა შესაბამისი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების ან მომარაგების შეწყვეტის შესახებ. 1 ​1 .  მიმწოდებლის მოთხოვნა მომარაგების შეწყვეტის ან აღდგენის შესახებ უნდა მოხდეს ამ წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვით. პროცედურების დარღვევით გაკეთებული მოთხოვნის შესრულება დაუშვებელია. განაწილების ლიცენზიატის მიერ მოთხოვნის დახარვეზვების შემთხვევაში იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს არგუმენტირებული პასუხი მიმწოდებელს. ასეთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება განაწილების ლიცენზიატს და ის ვალდებულია დაასაბუთოს დახარვეზების მიზეზები.

2.მიმწოდებელი ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს გაუგზავნოს მის განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინება ამა თუ იმ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების მოთხოვნამდე ან მიაწოდოს აღნიშნული შეტყობინება ბუნებრივი გაზით მომარაგების მოთხოვნასთან ერთად.

3.განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) განმცხადებლის (მიმწოდებლის) საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო რეკვიზიტებს; ბ) განაწილების ლიცენზიანტის მომსახურების საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის (ასევე, სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის) სახელს, მისამართს და საბანკო რეკვიზიტებს; გ) ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლისთვის მიწოდების დაწყების სავარაუდო თარიღსა და ინფორმაციას საპროგნოზო მოცულობების შესახებ; დ) ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის ქსელში ბუნებრივი გაზის მიწოდების პუნქტის ადგილმდებარეობასა და დასახელებას; ე) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებას ან ბუნებრივი გაზის განაწილების ქსელში მიწოდების სხვა წყაროებს.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებში მოცემული მონაცემები დამოკიდებულია შესაბამის მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებლებთან გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებასა და საცალო მომხმარებლის (მომხმარებლების) ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებზე.

5.განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს ოთხი სამუშაო დღისა განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს ამ წესებით განსაზღვრული პირობებით ბუნებრივი გაზით საცალო მომხმარებლის მომარაგების მზადყოფნის შესახებ. საცალო მომხმარებლის მომარაგების მზადყოფნის დადასტურება არ გულისხმობს კონკრეტული მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებას და აღნიშნული უნდა განხორციელდეს ამ წესების 29-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.

6.ამ მუხლის შესაბამისად, განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შევსებული შეტყობინების განაწილების ლიცენზიანტთან წარდგენის შემდეგ, ბუნებრივი გაზის გატარების შესახებ ინდივიდუალურ ან/და ამ წესებით გაუთვალისწინებელ პირობებზე მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის შეუთანხმებლობის მიუხედავად, შეტყობინების შეტანიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია განაცხადში მოცემული პირობებისა და მიმწოდებლის მიერ საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების მითითების საფუძველზე უპირობოდ განახორციელოს ამ მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო პროცედურები და იმოქმედოს ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.

7.განაწილების ლიცენზიანტს უფლება არ აქვს უარი უთხრას მიმწოდებელს მისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარი დასაბუთებულია მის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასურის ან/და ამ მიმწოდებლის საცალო მომხმარებლის ფაქტობრივი მოხმარების შევსებისათვის გაწეული ხარჯების  გადაუხდელობით.

8.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია სხვა პირის მიერ მისი განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, კომისიას წერილობით მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინების რეგისტრაციის ნომერი და თარიღი; ბ) განმცხადებლის (მიმწოდებლის) საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო რეკვიზიტები; გ) შეტყობინებაში მოცემული ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლისთვის მიწოდების დაწყების სავარაუდო თარიღისა და საპროგნოზო მოცულობების შესახებ; დ) განაწილების ლიცენზიატის მიერ შეტყობინების საპასუხოდ გაგზავნილი წერილის მოკლე შინაარსი (მის მიერ ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლისთვის მომარაგების მზადყოფნის ან უარის შესახებ), ასევე, ამ წერილის გაგზავნის თარიღი და ნომერი.

9.განაწილების ლიცენზიანტს ბუნებრივი გაზის განაწილების ან გატარების საფასური უნდა აუნაზღაურდეს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელში ფაქტობრივად განაწილებული ან გატარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის შესაბამისად, კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის მიხედვით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია ბუნებრივი გაზით მომარაგება განახორციელოს მიმწოდებლის მოთხოვნის შესაბამისად და დაუყოვნებლივ შეასრულოს მიმწოდებლის მოთხოვნა შესაბამისი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების ან მომარაგების შეწყვეტის შესახებ. 1 ​1 .  მიმწოდებლის მოთხოვნა მომარაგების შეწყვეტის ან აღდგენის შესახებ უნდა მოხდეს ამ წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვით. პროცედურების დარღვევით გაკეთებული მოთხოვნის შესრულება დაუშვებელია. განაწილების ლიცენზიატის მიერ მოთხოვნის დახარვეზვების შემთხვევაში იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს არგუმენტირებული პასუხი მიმწოდებელს. ასეთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება განაწილების ლიცენზიატს და ის ვალდებულია დაასაბუთოს დახარვეზების მიზეზები. 2. მიმწოდებელი ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს გაუგზავნოს მის განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინება ამა თუ იმ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების მოთხოვნამდე ან მიაწოდოს აღნიშნული შეტყობინება ბუნებრივი გაზით მომარაგების მოთხოვნასთან ერთად. 3. განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) განმცხადებლის (მიმწოდებლის) საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო რეკვიზიტებს; ბ) განაწილების ლიცენზიანტის მომსახურების საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის (ასევე, სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის) სახელს, მისამართს და საბანკო რეკვიზიტებს; გ) ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლისთვის მიწოდების დაწყების სავარაუდო თარიღსა და ინფორმაციას საპროგნოზო მოცულობების შესახებ; დ) ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის ქსელში ბუნებრივი გაზის მიწოდების პუნქტის ადგილმდებარეობასა და დასახელებას; ე) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებას ან ბუნებრივი გაზის განაწილების ქსელში მიწოდების სხვა წყაროებს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებში მოცემული მონაცემები დამოკიდებულია შესაბამის მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებლებთან გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებასა და საცალო მომხმარებლის (მომხმარებლების) ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებზე. 5.  განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს ოთხი სამუშაო დღისა განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს ამ წესებით განსაზღვრული პირობებით ბუნებრივი გაზით საცალო მომხმარებლის მომარაგების მზადყოფნის შესახებ. საცალო მომხმარებლის მომარაგების მზადყოფნის დადასტურება არ გულისხმობს კონკრეტული მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებას და აღნიშნული უნდა განხორციელდეს ამ წესების 29-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. 6. ამ მუხლის შესაბამისად, განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შევსებული შეტყობინების განაწილების ლიცენზიანტთან წარდგენის შემდეგ, ბუნებრივი გაზის გატარების შესახებ ინდივიდუალურ ან/და ამ წესებით გაუთვალისწინებელ პირობებზე მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის შეუთანხმებლობის მიუხედავად, შეტყობინების შეტანიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია განაცხადში მოცემული პირობებისა და მიმწოდებლის მიერ საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების მითითების საფუძველზე უპირობოდ განახორციელოს ამ მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო პროცედურები და იმოქმედოს ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით. 7.  განაწილების ლიცენზიანტს უფლება არ აქვს უარი უთხრას მიმწოდებელს მისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარი დასაბუთებულია მის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასურის ან/და ამ მიმწოდებლის საცალო მომხმარებლის ფაქტობრივი მოხმარების შევსებისათვის გაწეული ხარჯების  გადაუხდელობით. 8. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია სხვა პირის მიერ მისი განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, კომისიას წერილობით მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინების რეგისტრაციის ნომერი და თარიღი; ბ) განმცხადებლის (მიმწოდებლის) საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო რეკვიზიტები; გ) შეტყობინებაში მოცემული ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლისთვის მიწოდების დაწყების სავარაუდო თარიღისა და საპროგნოზო მოცულობების შესახებ; დ) განაწილების ლიცენზიატის მიერ შეტყობინების საპასუხოდ გაგზავნილი წერილის მოკლე შინაარსი (მის მიერ ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლისთვის მომარაგების მზადყოფნის ან უარის შესახებ), ასევე, ამ წერილის გაგზავნის თარიღი და ნომერი. 9. განაწილების ლიცენზიანტს ბუნებრივი გაზის განაწილების ან გატარების საფასური უნდა აუნაზღაურდეს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელში ფაქტობრივად განაწილებული ან გატარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის შესაბამისად, კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის მიხედვით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 10 თებ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 10 თებ. 2020· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2019
  2. 24 მარ. 2010

    28-ე მუხლში მომარაგების, საფასურისა და უარის თქმის წესები მე-3, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებში უკავშირდება გაზის გატარებასაც, ხოლო მე-9 პუნქტში საფასური გამოითვლება განაწილებული ან გატარებული გაზის მოცულობით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 27შემდეგი მუხლი 29

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ენერგიის განაწილების ლიცენზირებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 ივნ. 2026 · №37

  • 2 ცვლილება · ბოლო 30 დეკ. 2019
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 8მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება
  • 2ძირითადი პრინციპები
  • 31მიმწოდებელის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზისა და მომსახურების საფასურის ანაზღაურება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 41ბუნებრივი გაზის მწარმოებლის ვალდებულებები
  • 109ბუნებრივი გაზის მიწოდება საჯარო მომსახურების სახით
  • 65ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 5მომსახურების გაწევა
  • 15მიმწოდებლის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგება
  • 1ზოგადი დებულებები

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 162საქონლის მიწოდების ადგილი

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 7ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
725¹²51518231162411096528
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…სასმელი წყლის მიწოდები…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს საგადასახა…სამეწარმეო საქმიანობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 ივნ. 2026 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026