ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 78. გამანაწილებელ სისტემასთან მესამე პირის დაშვება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გამანაწილებელი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოფს გამანაწილებელ სისტემასთან სისტემით მოსარგებლეების არადისკრიმინაციულ და შეუზღუდავ დაშვებას. გამანაწილებელ სისტემასთან დაშვების საფასური ეფუძნება კომისიის მიერ შესაბამისი მეთოდოლოგიის მიხედვით გაანგარიშებულ და დადგენილ ტარიფს.

2.დაუშვებელია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ გამანაწილებელ სისტემასთან დაშვებასთან დაკავშირებით სისტემით მოსარგებლეებს ან სისტემით მოსარგებლეთა სხვადასხვა კატეგორიას შორის დისკრიმინაცია, მათ შორის, დაკავშირებული საწარმოს სასარგებლოდ.

3.გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, განაწილების მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების გამოყენებით ან/და გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად.

4.გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია წარმოების ობიექტების დისპეტჩერიზაციისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პრიორიტეტი მიანიჭოს იმ წარმოების ობიექტებს, რომლებიც ენერგიას განახლებადი ენერგიის წყაროს მეშვეობით აწარმოებენ, ან სხვა წახალისებული წარმოების ობიექტებს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გამანაწილებელი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოფს გამანაწილებელ სისტემასთან სისტემით მოსარგებლეების არადისკრიმინაციულ და შეუზღუდავ დაშვებას. გამანაწილებელ სისტემასთან დაშვების საფასური ეფუძნება კომისიის მიერ შესაბამისი მეთოდოლოგიის მიხედვით გაანგარიშებულ და დადგენილ ტარიფს. 2. დაუშვებელია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ გამანაწილებელ სისტემასთან დაშვებასთან დაკავშირებით სისტემით მოსარგებლეებს ან სისტემით მოსარგებლეთა სხვადასხვა კატეგორიას შორის დისკრიმინაცია, მათ შორის, დაკავშირებული საწარმოს სასარგებლოდ. 3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, განაწილების მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების გამოყენებით ან/და გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად. 4. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია წარმოების ობიექტების დისპეტჩერიზაციისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პრიორიტეტი მიანიჭოს იმ წარმოების ობიექტებს, რომლებიც ენერგიას განახლებადი ენერგიის წყაროს მეშვეობით აწარმოებენ, ან სხვა წახალისებული წარმოების ობიექტებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3234352628195¹1681578079478
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…განახლებადი წყაროებიდა…საგადახდო სისტემისა და…სატელეკომუნიკაციო ინფრ…ელექტრონული კომუნიკაცი…ბუნებრივი გაზის მიწოდე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა